სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი??????????????

ჩემმა ლექტორმა, იაგო კაჭკაჭშვილმა ადრე გვითხრა, პროვინციიდან სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს უნივერსიტეტისადმი მეტი მოლოდინები აქვთ და სწავლების ხარისხისადმიც უფრო კრიტიკულები არიანო.
სრული ჭეშმარიტებაა _ ბავშობას რომ ყოვლად უგვანსა და ბნელ ხანაში გაატარებ, დაჭაობებულ პროვინციაში, თან ხელთ მატემატიკის თუ ისტორიის წიგნები გიპყრია და უკეთეს მომავალზე ფიქრობ, მერე ნორმალური შედეგით ჩაირიცხები ამა თუ იმ უნივერსიტეტში (რომელიც ფულს იღებს იმაში, რომ შენ მოგემსახუროს) ბუნებრივია, გაქვს რაიმე კონკრეტული შედეგის მოლოდინი და ამბიციაც. ოღონდ ეგაა, მსგავსი მოლოდინები უნივერსიტეტში სწავლის პირველსავე წელსვე მასობრივად ცრუვდება.
მე საკუთარი და ჩემი მეგობრების გამოცდილებიდან გამომდინარე ვისაუბრებ, ანუ კონკრეტულად თსუ–ს სტუდენტების მაგალითზე.
სკოლიდან ენთუზიაზმით და კარგი ნიშნებით გამოსული უცებ აწყდები… სიაცრიელეს! პირველკურსელი სტუდენტის ცნობიერებაში უნივერსიტეტი მკვიდრდება, როგორც დიდი გაუგებრობის სიმბოლო. ერთბაშად, აღმოაჩენ, რომ უნივერსიტეტში შეგიძლია ლექციებს დაესწრო, ადმინისტრაციას ეკამათო, ნერვები იწყვიტო, შეგიძლია საათობით ელოდო შუალედის გასვლას შემდეგი ლექციის დაწყებამდე (რომელზეც შეიძლება ლექტორი არ მოვიდეს, ან, მოვიდეს მაგრამ ლექცია არაადაეკვატურად ჩაატაროს), შეგიძლია ნახევარი საათი იდგე ქსეროქსის რიგში, შეგიძლია დაიღალო და სასო წარგეკვეთოს _ აი, სწავლა კი არ შეგიძლია.
საყოველთაო ფრუსტრაცია _ ასე დავარქმევდი უნივერსიტეტში გატარებულ პირველ წელს. ამ პირველ წელს ისეთი შოკური ეფექტი ახლავს თან, რომ შენი ცნობიერების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას რამდენიმე წელი სჭირდება. ჩვენ ეგრე დაგვემართა _ აგონიაში მყოფები მთელი 3 წელი მოთმინებით ვმონაწილეობდით ამ ფარსში, რომლითაც თსუ გვკვებავს თავის ცურზე დრუნჩმიკრულ ნორჩი შველივით. ბოლოს და ბოლოს, მეოთხე კურსზე, როცა უკვე ლამის აღარ დარჩა მოლოდინი: ,,ეგებ, მერე შეიცვალოს რამე”, ჩვენმა პროტესტმა ჯერ–ჯერობით სულ ოდნავ გამოჟონა _ სულ ოდნავ!
დღეს დილით, ჩემმა ორმა მეგობარმა და მე, უნივერსიტეტის კორპუსებში, სასწავლებლის ადმინისტრაციის, თვითმმართველობის და სასწავლო პროცესის ხარისხისადმი ჩვენი კრიტიკული პოზიციის გამომხატველი განცხადებები გავაკარით სტენდებზე. იმ სტენდებზე, სადაც შეხვდებით ათას განცხადებას ,,დავეხმაროთ ციცინოს, ფული გადავურიცხოთ”–დან თვითმმართველობის მიერ მოწყობილ საფეხბურთ–საჩოგბურთ–მკლავჭიდის ჩემპიონატების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით ( ეგეთი რამეების მოწყობას დიდ საქმედ და თავის მთავარ მიღწევად მიიჩნევენ. თუ არ გჯერათ, მიდით და თვითონ კითხეთ. ნამდვილად გაოცდებით, ისე თავმომწონედ ჩამოგითვლიან). უნივერსიტეტის დაცვას ,,რატომღაც” მაინცდამაინც ჩვენი განცხადებები არ მოუვიდა თვალში და გაკვრიდან 15 წუთში ისინი ისე გაქრენ, გეგონება არც არსებულან.
,,გამოხატვა თუ გინდათ გარეთ გადით, ქუჩაში. უნივერსიტეტში არ არის მაგის ადგილი” _ ასე გვითხრა IV კორპუსის დაცვის თანამშრომელმა. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, აუდიტორიას არ გვიღებს ხოლმე, სანამ ლექტორი არ მოვა. სალექციო დრო დაწყებულია თუ არა, სულ არ ადარდებს. მთელი არსებით დარწმუნებულია, რომ სტუდენტი მორჩილად უნდა იდგეს აუდიტორიის კარებთან ატუზული და ელოდოს დაგვიანებულ ლექტორს, რომლის მოსვლის შემდეგაც, დაცვის თანამშრომელი უსაზღვრო მოწყალებას გაიღებს და აუდიტორიაში შეუშვებს ამ ტუტუცსა და სახიფათო სტუდენტებს, ნებისნიერ წამს რომ შეუძლიათ აუდიტორიაში მდგარი არქაული დაფის დაზიანება, ცარცის გადაყლაპვა ან უწმინდური ფიქრებით ცოდნის ტაძრის წაბილწვა.
მოკლედ, ამ IV კორპუსის დაცვას დღესაც ბევრს ვეკამათეთ, ავუხსენით რა არის მათი მოვალეობა და რისი უფლება არ აქვთ, მაგრამ ისინი ცუდად დაპროგრამებული რობოტებივით ერთსა და იმავეს იმეორებდნენ _,, მე რა ვიცი, ეს არი ჩემი მოვალეობა, წადი, უფროსს უთხარი და იმასთან გაარკვიე”. _ მეორე უცნაური ფაქტი კიდევ ამ უფროსის საკრალური და საიდუმლო არსებაა _ წავალთ და ვეტყვით–თქო კი ბევრს ვეხვეწეთ, მაგრამ არაფრის დიდებით არ გაგვიმხილეს, კონკრეტულად რომელი უფროსი იყო ამ უზენაესი წესრიგის თავი და თავი. სამაგიეროდ, გულუბყვილოდ გამოტყდნენ, რომ, თურმე, რაც უნივერსიტეტის შენობაში, ხდება ეს ყველაფერი უშუალოდ ეხება დაცვას, მათ შორის, სტუდენტის თავისუფალი გამოხატვის უფლებაც (შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ: სტუდენტის გამოხატვის უფლება რომ დაიცვან და უზრუნველყონ ჩვენი პროტესტის მშვიდობიანი განხორციელება, მაგას კი არ გულისხმობდნენ, ამ უფლების აღკვეთაზე იყო საუბარი). ამიტომაც, რაკი ყველაფერი დაცვის სამსახურს ეხება, მას ასევე ქონია ,,ყველაფრის უფლებაც”, თუნდაც სტუდენტისთვის ტყვიის დახლის ( თუ ცუდად მოიქცევაო, ასე თქვა). ეს უკანასკნელი ილუზია–უფლება ორჯერ გავამეორებინე, იმიტომ რომ ყურებს არ დავუჯერე ( არ არის მთლად მარტივი ადამიანის გონებაშეზღუდულად შერაცხვა). იმანაც, ორჯერვე, მართლაც ალალად და გულუბყვილოდ დამიდასტურა თქმული.
აი, ასეა!

PS. ეს ჩვენი დღევანდელი ლოზუნგები, სანამ მათ დაცვის თანამშრომლების მსახვრალი ხელი გაანადგურებდა (მე ამ დაცვის სამსახურს სახელს დავუკონკრეტებდი და ,,უნივერსიტეტის ბიუროკრატიის დამცველ სამსახურს” ვუწოდებდი).

This slideshow requires JavaScript.

About these ads
This entry was posted in პინგვინეთის ამბები, სოციოლოგია, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი??????????????

  1. nimpa says:

    kargi postia. samwuxarod simartlea. tumca chvens pakultetze leqtorebi arc agivaneben da arc choraoben.

  2. chankotadze says:

    ნიმფა, შენ ეკონომიურზე სწავლობ ხომ?
    ჰო, რა თქმა უნდა სიტუაცია არ არის ერთგვაროვანი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან, სხვებზე დაკვირვებიდან და მონათხრობებიდან რა შემიძლია ვთქვა, მარტო ფაკულტეტის, ან უნივერსიტეტის კი არა, ზოგადად საუნივერსიტეტო განათლების პრობლემები არსებობს… ბიუროკრატიზმის პრობლემა არის ამოსავალი ამ ყველაფრიდან

  3. lina says:

    rac sheexeba tvitmmartvlobas eg ertnairi problemaa yvela universitetshi, sadac didia dafinanseba (magalitad, Tsu, samedicino) problema mit ufro izrdeba. ar shemrcxveba vtqva, rom usindisoebi arian da prosta flangaven fuls da chamen, eg aris korufcia sxva araferi.

  4. salomeaa says:

    ანა ჩემო მწვანეთვალება, თქვენს ფაკულტეტზე მართლაც ასეთი ცუდი მდგომარეობაა. ჩემი მეგობრები ვინც სწავლობენ, ყველა ამას სწუხს. დაცვის საქციელი კი ყოვლად უპასუხისმგებლო და აღმაშფოთებელია. ერთი ხუბუას დაცვა იყო და მეორე ეხლანდელი. ხუბუას დაცვა ხუბუას ლექციაზე არ გვიშვებდა თუ მისი უდიდებულესობა რექტორყოფილი 5 წუთით შეგვასწრებდა და ბლუყუნს დაიწყებდა:|

  5. დათო says:

    ბრძოლა ბოლომდე!

    აქ თუ უნივერსიტეტზე განაწყენებული ხალხნი ხართ, მხარი დამიჭირეთ. უახლოეს მომავალში სააპელაციო სასამართლოში “ვეჯახები” თსუ-ს. :)

  6. chankotadze says:

    დათო

    თუ შენც თსუს უსამართლობის და გაუმართავი სტრუქტურის მსხვერპლი ხარ, შენ გვერდით გვიგულე. სად და როდის გნახოთ რომ დავილაპარაკოთ? ani chankotadze _ ესეც ჩემი ფბ.

  7. chankotadze says:

    ჰო სალომეა, ჩვენ ფაკულტეტზე მართლა ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ უარესიც არსებობს სამწუხაროდ. მაგალითად ჰუმანიტარულზე… და საერთოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განათლება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სამაგიეროდ, წლიდან წლამდე კიდევ უფრო მცირდება ფული, რომელსაც განათლებაზე ხარჯავს სახელმწიფო. სანუგეშო რომ არაფერია ეგაა ყველაზე უარესი.

    lina

    კი ლინ, სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობაზეც მსმენია რომ ძალიან მოლხენით განაგებენ სტუდენტების ფულს. და საერთოდ, სამედიცინოში რომ სხვა რარაც სტრუქტურებიც ძალიან საეჭვოდ მოქმედებენ, მაგასაც ჩივიან სტუდენტები.

  8. salomeaa says:

    ანნა ჩემო მწვანეთვალება გადავწყვიტე ბადროს სტყორცნა, ქუჩის კალათბურთი, ხელბურთი, წყალში ხტომა,მკლავჭიდი და ტენისიც კი შევისწავლო. მერე სტუდენტური თვითმმართველობის დაგეგმილ ღონისძიებაში მივიღბ მონაწილეობას, იქნებ 500 ლარიანი ვაუცერი მოვიგო. შენც ამას გირჩევ. გადაყარე წიგნები, ფურცლები და სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდი: D : D: D : D

  9. chankotadze says:

    მშვენიერი და პრაქტიკული ინიციატივაა სალ. მე მკლავჭიდში მოვსინჯავ ძალებს :D

  10. toko says:

    gamarjoba wavikitxe da momewona 2 kurseli var….

    mgoni aertoi miznebi gvaq … facebooki an skaipi momeci saqme maqvs…

    p.s tqveni aqcia r sheminishnavs..mec sociologi var

  11. toko says:

    toko chivadze ti mnaxav facebookze

  12. Kety Zhvania - Tyson says:

    Gmerto, rogor zalian metkina guli. Rogori imedi mkonda, rom Sakartveloshi TSU-s Sociologiis fakulteti ikneboda socialuri gardakmnebis sulischmdgmeli tu ara, magaliti mainc. Ramdenime tkvens profesors movcere cerili – Kartveli var, Floridis univerisitetshi Sociologiis fakultetze vscavlob da tkventan kavshiris damkareba minda metki. Aravin damibruna pasuxi :(
    Da radgan SHEN gipove aseti saintereso kartvelo sociologi, shen mogmartav mashin – ert kvirashi Tbilisshi movprinav saaxalclod. zalian minda mandaur sociologebs shegxvdet. ras ityodi?

  13. chankotadze says:

    აუცილებლად და დიდი სიამოვნებით :))
    ჩვენ პროფესორებშიც არის რამდენიმე ადამიანი, ვინც ნამდვილად დაინტერესდება შენთან შეხვედრით. თვითონ პროფესორებს რომ არავითარი რეალური რესურსები არ აქვთ მართლა კარგად მუშაობისთვის ძალიანაც რომ მოინდომონ, ეგ სხვა საკითხია.
    სოციალურ გარდაქმნებს რაც შეეხება, ჩვენი თაობა ნაღდად არ იჩენს თავს მაგაში, მაგრამ აი 1–2 კურსელები გაცილებით აქტიური და ჯანსაღი თაობაა… კარგი ბავშვები არიან თავმოყრილი ფაკულტეტზე. ახლახან დავაფიქსირე მეც და მიხარია რომ ვხედავ.

  14. თეეეეოოოოოოოო says:

    იაგოოო კაჭკაჭიშვილი ერთიი დიდი ვირთხააა

  15. chankotadze says:

    თეეეეოოოოოოოო

    რას გულისხმობ მაინც? კუდი აქვს ვირთხის? კბილები? სოროში ცხოვრობს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s