მეტი ფული განათლებას

ლაბორატორია 1918–ის 3 ოქტომბრის აქცია. ხატია ჩხენკელის ფოტო

სასიამოვნო ახალი ამბავია _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარე, დაჩი გუბაძე დაეთანხმა ლაბორატორიის მიერ ფორმულირებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში საჭიროა განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან იმაზე მეტი ფინანსური რესურსები იხარჯებოდეს, ვიდრე დღეს იხარჯება.
მართალია ამ საკითხზე აზრის დაფიქსირებას თვითმმართველობის პრეზიდენტი ერთგვარად თავს არიდებდა, მაგრამ საბოლოოდ ეს პოზიცია ნათლად გამოხატა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დებატებში.
დებატების თემა იყო „სტუდენტური თვითმმართველობები – გამოწვევები, პერსპექტივები“. თქვენი მონამორჩილი დებატებზე დაგვიანებით მივიდა და მოხსენებების ნაწილს ვერ მიუსწრო, მაგრამ დისკუსიაში მონაწილეობის პატივი ერგო. დარბაზში მონდომებული ბუზიც ვერ შეფრინდებოდა _ სკამები მთლიანად შევსებული იყო გახამებული პერანგისსაყელოიანი გოგო–ბიჭებით, რომლებიც თავს რიგით სტუდენტებად წარადგენდნენ და რიგრიგობით დგებოდნენ თვითმმართველობის მხარდასაჭერი ინიციატივებით. დამსწრეთა უმეტესი ნაწილი კი, მათ შორის, ლაბორატორიის წევრები და თვითმმრთველობის იდენტიფიცირებადი წევრები ,,რიგითი სტუდენტებისგან” განსხვავებით ფეხზე იდგენ და ისე ჭმუნავდნენ. დარბაზში საკმაოდ ცხელოდა და ბახმაროს წყლიანი ბოთლები ერთმანეთის მიყოლებით იცლებოდა.
ჩემ მიერ ,,მოსმენილი” ნაწილიდან დებატების სულისკვეთება იმაში გახლდათ, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები ცდილობდნენ საუბარი სპორტული ღინისძიებების საჭირბოროტო მნიშვნელობასა და პიროვნული დაპირისპირებისა და უთანხმოებების ჭრილში გადაეტანათ. ნამდვილი პრობლემები კი გვერდზე დაეტოვებინათ _ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება და სტუდენტთა თანამონაწილეობის უფლების რეალიზება განათლების პროცესების მართვაში.

ლაბორატორიის აქცია უნივერსიტეტის ეზოში 3 ოქტომბერს. ხატია ჩხენკელის ფოტო

მრავლისმეტყველი იყო დაჩი გუბაძის საუბრის კოგნიტური სტილი, რომლის შეძლებისდაგვარად აღწერასაც ახლავე შევეცდები სახელდახელოდ მონიშნული ნოუთების მიხედვით:
,,მაგასაც გეტყვი რა ინფორმაცია მოგაწოდე და რა არა”_ მიმართავას მონიტორის ჟურნალისტს, რომელსაც პირდება, რომ დაეხმარება თვითმმართველობის ბიუჯეტის მიღებაში, რაც ისედაც საჯარო ინფორმაციაა და რისი მიღების უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. ამას გარდა, პრეზიდენტმა დარწმუნებით განაცხადა, რომ საჯარო ინფორმაციაა თუ რა თანხა რა სფეროში დაიხარჯა, მაგრამ კონკრეტულად რომელ ღონისძიებაზე რა დაიხარჯა და რომელ სტუდენტს რა თანხა გადაურიცხეს მივლინებისა თუ სხვა ამბისთვის, ეს პირადი ინფორმაციაა და დაინტერესებულ პირებზე მათი გაცემა არ შეიძლება (მე მესმის ხმა, რომელსაც თქვენი ყბა ჩამოვარდნისას გამოსცემს :დ). ,,სალომე, ჩემო კარგო” _ მიმართა იმავე ჟურნალისტის დამრიგებლური ვნებებით აღსავსე ტონით პრეზიდენტმა და მისი გადაღებული დოკუმენტური ფილმი თვითმმართველობების შესახებ დაუნანებლად შეამკო ისეთი მაგიური ეპითეტით, როგორიცაა ,,ტენდენციური”.
ცემა–ტყეპაზე ერთერთი სტუდენტის საჩივარს თვითების პრეზიდენტი ჩვენი პოლიტისტებლიშმენთისთის დამახასიათებელი საფირმო ირონიით პასუხობს: _ თქვენ მემგონი ახალი დაავადება შეგეყარათ, ახლოუროფობია და სულ გეჩვენებათ რომ ცემას გიპირებენ _ ღიმილით ამბობს დაჩი (ამ სტილში ყველაზე კარგად დავით ბაქრაძე ,,ხუმრობს” ხოლმე).
შემდეგი ორი მთავარი გზავნილი ის იყო, რომ თურმე ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც სტუდენტების აზრის დაფიქსირების უფლება აქვს, სტუდენტური თვითმმართველობაა (არ დამინახავს ,,ნიჩურტი” თუ ქონდა ამას რომ ამბობდა) და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი: პრობლემების მოგვარების,,ადამიანური” და ,,არაადამიანური”მეთოდების კლასიფიკაცია. ამ უკანასკნელ კატეგორიაში ოფიციოზის მიხედვით ხვდებიან გაფიცვები, აქციები, ტრანსფარანტები, ლოზუნგები, ქუჩის პერფორმანსები, გრაფიტები, და, თუ არ ვცდები, საკუთარი აზრის მიმიკებითა და ჟესტებით გამოხატვაც კი საჯარო თავშეყრის ადგილებში. მოკლედ, მთავარია რომ არ იყოს აქციები და ტრანსფარანტები, ეს არაცივილური მეთოდებია ჩვენი კონსტრუქციული თვითმმართველობის აზრით.
დაჩი რომ ამაზე საუბრობდა, დარბაზში იყო ევროკომისიის დელეგატიც საქართველოში _ ოლივერ რაისნერი. ის წარმომადგენელია კულტურული სივრცის, რომლის ცივილიზებულობის ხარისხზე ქუჩის აქციებმა და ტრანსფარანტებმა გადამწყვეტი და უაღრესად დადებითი გავლენა მოახდინა. რაისნერმა დებატებზე განაცხადა, რომ რამდენიმე წელია საქართველოს უნივერსიტეტები ბოლონიის პროცესს მიუერთდნენ და ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა სწავლის ხარისხის გასაკონტროლებლად სტუდენტების ჩართულობას აქვსო. დებატების შემდეგ კი ნაკლებოფიციალურ გარემოში დააფიქსირა განათლების პრობლემებსა და თვითმმართველობის გარშემო დისკუსიების არსებობის საჭიროება და სინანულით აღნიშნა, დღევანდელი დებატები ამ მნიშვნელოვანი პრობლემების ნაცვლად პირად გარჩევებსა და კინკლაობას მოხმარდაო. ,, ჩვენთან, გერმანიაშიც არ იხარჯებოდა საკმარისი ფული განათლებაზე, ამიტომ ყოველ 10 წელიწადში სტუდენტები მასშტაბურ გამოსვლებს აწყობდნენ ხოლმე და სახელმწიფოსგან მეტ დაფინანსებას ითხოვდნენ. სხვა ვარიანტია კერძო უნივერსიტეტები, როგორც ამერიკაშია, მაგრამ იქ სწავლა 60 000 დოლარი ღირს და მოსახლეობის კეთილდღეობაზე მიმართული არაა, რაკი ამდენს ვერ იხდიან და უამრავი ნიჭიერი ადამიანი და მათი პოტენციალი ამაოდ იკარგება” _ გვითხრა რაისნერმა.


გერმანიაში, სადაც განათლების დაფინანსება ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სტუდენტები მაინც მეტ პასუხისმგებლობას ითხოვენ სახელმწიფოსგან. საქართველოზე კი რა შეიძლება ითქვას _ განათლება წლიდან წლამდე უფრო ელიტარული ხდება, ხოლო მეცნიერებისთვის ქვეყანაში სივრცე თითქმის არ არსებობს _ არ არის აკადემიური სტიპენდიები, კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო ჟურნალები. უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი იძულებულია ლექციების კითხვას დაჯერდეს და თუ რაიმე მცირე სამეცნიერო პროექტს წამოიწყებენ, მისი დაფინანსებაც თავად უხდებათ.
დღეს თსუ–ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა აღიარა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღებაა საჭირო განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის. იმედია ამის შემდეგ თვითმმართველობაც ლაბორატორიის მსგავსად დაიწყებს ბრძოლას განათლების პრიორიტეტულ დარგად გადაქცევისთვის. ALL The Best

About these ads
This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to მეტი ფული განათლებას

  1. spamwriters says:

    კარგი ამბავია :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s