ჩემი და ანატოლ ფრანსის პინგვინთა კუნძულები

,,თუ სიმდიდრე და ცივილიზაცია იმდენსავე საომარ მიზეზს შობს,
რამდენსაც სიღატაკე და ველურობა, თუ ადამიანის სიგიჟე და სიბოროტე
განუკურნავია, მხოლოდ ერთი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება.
ბრძენი დინამიტს შეაგროვებდა და ჩვენ პარლამენტს ააფეთქებდა; და როცა
იგი სივრცეში ნაწილაკებად გაიფანტება, სამყარო მცირეოდენ გაუმჯობესდება.
ამით დაკმაყოფილდება მსოფლიო სინდისი, რომელიც სხვათა შორის,
არც არსებობს.’’

დოქტორი ობნუბილი

ეს ,,სიმართლით თხემით ტერფამდე გაჟღენთილი’’, ცოტა არ იყოს, ისტერიული ციტატა ფრანგი ნობელიანტი, ათეისტი და სოციალისტი მწერლის _ ანატოლ ფრანსის (1844-1924) ერთ-ერთი დიდებული რომანიდან _ პინგვინთა კუნძულიდანაა. ,,პინგვინთა კუნძული’’ ფრანსმა 1905 წლის რუსეთის სოციალისტური რევოლუციის მარცხის შემდეგ დაწერა _ ამ მარცხმა ფრანსს სასოწარკვეთილება და ადამიანის მიერ სამართლიანობის მიღწევისადმი პესიმიზმი შეჰყარა. ამ განწყობის პირმშოა ,,პინგვინთა კუნძულიც’’.
,,პინგვინთა კუნძულის’’ ღირსება ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ერთობ ორიგინალური, ჰუმანური და კომპლექსურად მართალია. წიგნის სიუჟეტი შემდეგნაირია:
ერთი მოხუცი და გამოჩერჩეტებული, ღმერთთან ხშირ კომუნიკაციაში მყოფი ბერი _ მაელი _ ეშმაკის მანქანებით უკაცურ, მხოლოდ პინგვინებით დასახლებულ კუნძულზე აღმოჩნდება. ხსენებული სიბერე-სიჩერჩეტის გამო ბერს ორ ფეხზე გამართულად მდგარი უწყინარი პინგვინები ადამიანებად მოეჩვენა, მათი სულების ცხონებაზე აზრუნდა _ ყველა წესის დაცვით პინგვინები ქრისტიანულად მონათლა და ფრიად კმაყოფილიც დარჩა თავისი საქციელით. ,,ცათა შინა’’ დიდი სჯა-ბაასი გაიმართა მაელის და პინგვინების ქეისზე _ ,,ყველა წესის დაცვით’’ ჩატარებულ ნათლობას ასე მარტივად ვერ გააბათილებდნენ, მონათლული ცხოველების პრეცენდენტი კი ზეცას არ ახსოვდა _ საბოლოოდ დილემა უფალმა-ღმერთმა პინგვინებისათვის უკვდავი სულის მინიჭებით გადაჭრა _ აი ასე გაადამიანდნენ პინგვინები. შემდგომ კი მათ საფუძველი ჩაუყარეს პინგვინთა კუნძულის დიად ცივილიზაციას.
ფრანსი პინგვინთა ცივილიზაციის მაგალითზე მკითხველს სთავაზობს კაცობრიობის განვითარების საკუთარ ვერსიას _ ის დაწვრილებით აღწერს როგორ გადავიდა ბუნებრივი მდგომარეობიდან პინგვინთა საზოგადოება ცხოვრების სოციალურად კონსტრუირებულ ფორმებზე; როგორ გაჩნდა კერძო საკუთრება და როგორ გადანაწილდა სიმდიდრე დაღვრილი სისხლისა და გამოჩენილი შეუბრალებლობის პირდაპირპროპორციულად; როგორ იქცნენ ყველაზე ძლიერი და სასტიკი ,,პინგვინსაპიენსები’’ ბელადებად, შემდეგ დიდგვაროვნებად, მეფეებად, მღვდელმთავრებად, კიდევ უფრო მოგვიანებით _ პრეზიდენტებად და მინისტრებად; როგორ იქცა ქმრის მოღალატე მოხერხებული და ავხორცი ობრეროზა ქალწულთა მფარველ ნეტარ ობრეროზად, რომლის კულტიც საუკუნეების მანძილზე მთავარი კულტი გახდა პინგვინთა კუნძულზე; აღწერს, როგორ წარმოიშვა პატრიოტიზმად და ნაციონალიზმად წოდებული ანტიჰუმანური და აგრესიული იდეოლოგიები და ათას ასეთ რამეს. მოკლედ, ყველაფერს, თემური წყობილებიდან ვიდრე ინდუსტრიულ ჭიანჭველეთამდე.
მთელი ეს ამბები დაწერილია აღმაფრთოვანებლად ცინიკურად, ირონიის უშველებელი დოზებით. ამ ირონიის მიღმა კი ადამიანის იდეის გულწრფელი სიყვარული და ამ იდეის გაუფასურებისა და მორალური კომპრომისის მიუღებლობა იგრძნობა. რაც შეეხება ლიტერატურულ ასპექტს, მწერლის ენა ისეთი დახვეწილი და მრავალფეროვანია, რომ ცინიკური, კურიოზული პასაჟების გვერდით თითქოთ ციდანჩამოცვენილი საოცარი სიტყვათშეთანხმებები და ფრაგმენტები პოეზიის მისტიკას აფრქვევენ. ასე რომ, მკითხველი იბნევი _ ირონიაზე იხალისო თუ მწერლის ჯადოქრული ესთეტიზმით დატკბე. მოკლედ, ერთი სიტყვით რომ აღვწეროთ ეს წიგნი _ გენიალურია.

PS.
ჩემს ბლოგს რაც შეეხება, სახელი ამ წიგნის გენიალობის საპატივცემულოდ კი არ ქვია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უბრალოდ, მართლაც ვცხოვრობთ პინგვინთა კუნძულზე… მერე რა, რომ ინდუსტრიულ ეპოქაში არ გავნადგურდით…

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, წიგნები and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ჩემი და ანატოლ ფრანსის პინგვინთა კუნძულები

  1. blumgardt says:

    აუ, წმინდა მაელი ხარ რა🙂

    პ.ს. ფარული რეკლმა – გაეცანით ერთი “დიდი” ადამიანის რისკის საზოგადოებას😀

  2. chankotadze says:

    ეგ ფარულია?😀
    ახლა სამშობლოს წინაშე ვალდებულებები მაიძულებს დავტოვო კომპიუტერი იგი, და ამოვაპრინტერებ შენ რისკის საზოგადოებას 😛 მერე შემოვალ და… გაგაკრიტიკო?

  3. blumgardt says:

    ok😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s