თავისუფლებაშეზღუდული სიმბა და ფრუსტრირებული კუსა


სოფელში ყოველთვის გვყავდა თითო პატიოსანი ეზოს ძაღლი _ მოსიყვარულე და სადა არსებები, მტერს რომ გულადად შეჰყეფენ და მოყვარეს ტალახიანი თათებით დაუდევრად ეალერსებიან. ჩემს მეხსიერებას შემორჩა რამდენიმე მურა და ჯეკა (ჩვენ ძაღლებს სახელი და ეზოში დაკავებული სტატუსი უცვლელად გადაეცემოდათ ხოლმე). ზოგი მათგანი გმირულად დაიღუპა, ზოგიც ტრაგიკულად, მაგრამ თავიანთი სიცოცხლის მანძილზე არცერთს არასდროს უღალატია თავისი ძაღლური ღირსებისთვის. არასდროს არაფერი მოუპარავთ და აუწაპნიათ, სულელი ქათმების მიერ არაადეკვატურ ადგილას დადებული კვერცხებიც კი. ყალთაბანდობისას შემოიფარგლებოდნენ კატების დევნით, ქათმების აწიოკებით და მეზობლის ძაღლების მიერ ატეხილ განგაშზე თავმოყვარე წესრიგის დამცველისთვის შესაფერისი რეაგირებით.


მურა-ჯეკათა დინასტიის ღირსეული წარმომადგენელი არის კუსაც (პირველი გარღვევა სახელებში) – ცოტა ციმბირული გარეგნობის, სოფლური ძაღლის კატეგორიის, გვარიანად სისხლაღრეული და ,,უჯიშწმინოდო”, სიკეთით თვალებგაცისკროვნებული ცხოველი, რომელიც მზადაა მეგობრობა გაგიწიოს ნებისმიერ წამს, ოღონდ კი უხმე და დაუძახე. ცხოვრობდა კუსა ქვეყანაზე არხეინად და პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალეობებს… სანამ ჩვენს ( ბიძაჩემის :D) ეზოში ახალი არსება არ გამოჩნდა…


კავკასიური ნაგაზის ბობმორა და საყვარელ ლეკვს ბიჩაძემმა სიმბა დაარქვა და როგორც არისტოკრატიული სისხლის მქონე სულიერს შეეფერება ისეთი პატივითაც ეპყრობა. სიმბა ეზოს კოლორიტად იქცა _ ყველგან სიმბა ისმის. სიმბას განსაკუთრებულად კვებავენ. სიმბა არასდროს ავიწყდებათ. სიმბათი მთელი ეზო გაჟღენთილია და მისი მნიშვნელოვანება კილომეტრებიდანაც კი იგრძნობა. უცხოები მოდიან, სიმბას სანახავად ჩადიან, უხიფათო მანძილზე ჩამოუდგებიან და აციმციმებულები უყურებენ … სიმბა მეუფეა, ოღონდ დამონებული და დღის განმავლობაში უმოწყალოდ დაბმული რკინის ჯაჭვით.


კუსა კი, ერთბაშად თავმოყვარეობაშელახული ეზოში ლიდერობის დაკარგვით, მოტეხილი და გულნატკენი, ცხოვრებაზე ხელაღებული და გალოთებული, ახლა უსაქმურადღა ცემს ბოლთას ჩემი სოფლის ყვითელმიწა მიდამოებში და ადამიანთა მიერ გამოჩენილი ურთიერთობის ნებისმიერი ინიციატივა სიხარულით ავსებს. მეტოქისადმი კუსა ეჭვიანი და გაბოროტებული კია, მაგრამ პატრონების სიმბასადმი მოპყრობიდან გამომდინარე, თვითონაც მოწიწებას გრძნობს და საათობით შესცქერის მიჯაჭვულ სიმბას. უნდა რომ მივიდეს, ძაღლურად დაუმეგობრდეს, ერთგულება განუცხადოს და თვითონაც აღარ იყოს ასე უარყოფილი და დამცირებული. მაგრამ სიმბას ეს არ ესმის, თითქოს ვერც ხედავ მის წინ ატუზულ კუსას. სიმბა ცოტა წაჩერჩეტო და ბავშვურია. რას იზამ…

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, ჩემი ფოტოები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to თავისუფლებაშეზღუდული სიმბა და ფრუსტრირებული კუსა

  1. ramaT says:

    ძალიან საინტერესოდ წერ.
    ყველა სტატია მომეწონა და არ ვიცი აქ რატომ ვაკომენტარებ. ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველაზე “შეუმჩნეველი” ამბის ძალიან საინტერესოდ გადმოცემაა
    და ალბათ იმიტომ, რომ მიყვარს ძაღლები.🙂
    ველოდები სიმბას მიერ გამოჩენილ აფილაციის ტენდენციას🙂

  2. chankotadze says:

    გული მტკიოდა რომ ,,ძაღლების საკითხი” ასე უკომენტაროდ და უემოციოდ იყო დატოვებული. მარტო პოლიტიკა და ფეხბურთი ხომ არაა ქვეყნად საინტერესო-მეთქი. მადლობა ამიტომ.

    ამ ზაფხულს უთუოდ ვნახავ სიმბას და კუსას და გადავცემ რომ მათი ბედით ასე დაინტერესდი (sun)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s