ფატიმა ( ქრონიკა #1 )

ნიუმენლენდის ყველა დილა მიყვარს. ისეთი დუნე და უსიცოცხლოც კი, დღეს რომ არის. ჰაერი ბლანტია და ვარდისფერი ჟელესავით დგას ცას და მიწას შორის.
ასე 2010 წლის ზაფხული იქნებოდა ეს ვილა რომ შევიძინეთ. შევიძინეთ რა, თიკოს იდეა იყო პანსიონის მოწყობა. გუშინდელი დღესავით მახსოვს დიდი სჯა-ბაასი რომ გვქონდა გამართული ლექციადანცდენ აუდიტორიაში და ბოლოს შევთანხმდით, რომ პანსიონს ნიუმენლენდში შევიძენდით და არა ნოუმენლენდში (როგორც ეს თიკოს იდეა იყო). ასეც ვქენით და არც გვინანია _ დიდებულად მოვეწყვეთ.
ნიუმენლენდში კარგი ჰავაა, ცა ათასნაირ ფერს ღებულობს, ფლორა ნამდვილი საოცრებაა (ფაუნა, სხვათა შორის, არც ისე მრავალფეროვანი) და რაც მთავარია, რამდენიმე მზეა ხოლმე ცაზე _ ხან ოთხი, ხან ხუთი, ხან ერთი _ გააჩნია ამინდს. სულ ნიუმენლენდის ცაზე 9 მზე და 22 მთვარეა. მზეები მაინცდამაინც არ გვანან ერთმანეთს _ ერთი ,,ჩვენ’’ მზეს გავს ( ნიუმენლენდში გადმოსახლებამდე რომ სამყაროში ვცხოვრობდით, იქაური სამყაროსას ანუ). ერთი მზე კიდე ვარდისფერია. ის, როგორც წესი, სხვა მზეებთან ერთად თითქმის არ ამოდის ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს მინახავს. ეგ ყოველთვის მარტო ანათებს და ყველგან რაღაცნაირ, ბლანტ სივარდისფრეს აყენებს. ხატიას უყვარს როცა ვარდისფერი მზე ანათებს, ძალიან მოსწონს მისი შუქი, სამაგიეროდ თიკო მაგ დროს ოთახში ჩაიკეტება, სქელ ფარდებს გააფარებს და გარეთ ცხვირს ვერ გამოაყოფინებ.
დღესაც ზუსტად ეგ ვარდისფერი მზე ანათებს და თიკოც, წესისამერ, პანსიონშია შეკეტილი და საწებლებს ამზადებს. ასე იცის, ზოგჯერ აიხირებს საწებლების დღე მოაწყოს და მაგ დღეს სადილზე 10-12-ზე ნაკლები სახეობის საწებლის მოტანა სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნია. თან რაღაც საოცარ საწებლებს იფიქრებს: რძეში მოხარშული სტაფილოს, ქრომირებული ბადრიჯნის, მხიარული პამიდვრების და ოქროსფერი ქლიავების საწებლებს ან რაიმე უფრო უარესს (ოღონდ, სიმართლე ითქვას, გემოთი ვერ დაიწუნებ ამ კულინარიულ ექსპერიმენტებს). დღეს ალბათ რაღაც დეპრესიულს გააკეთებს ვარდისფერი მზისგან გაღიზიანებული _ ნარშავას ფესვების, მდნარი პრასის ან რამე შხამიანი მცენარისგან.
ხატიას რაც შეეხება, საზოგადოდ საღვაწად არის წასული ქალაქში _ დღეს ნიუმენლენდში იდეოლოგიური პლურალიზმის დღეა და რაღაც ყვავილოვან კონფერენციაში უნდა მიიღონ მონაწილეობა მაგან და მაგისმა მიჯნურმა. ასე რომ, ეზოში ჩვენი პალმის ხესავით მარტო ვარ. ხის ფეხებდაბრეცილ სკამზე ვზივარ, ვცდილობ არ ჩამეძინოს და როგორმე ყურადრების კონცენტრირება ნიუმენლენდის მთავარი რადიოს დილის საინფორმაციოზე მოვახდინო. ვარდისფერი სიმჭვირვალიდან ძველი, ნიუმენლენდამდელი ნაცნობის და ნიუმენლენდში ახალი მეზობელი ფატიმას სილუეტი გამოიკვეთა.
ფატიმა თითქოს მოლივლივდა. თავისი გრძელი, ქერა თმებით, ბალახისფერი თვალებით და თეთრი ტილოს სარაფანით იალქნიანი ნავივით შემოცურდა ეზოში და უსიტყვოდ ჩამოჯდა მოპირდაპირე სკამზე. ზრდილობის ნორმისამებრ ყურსაცვამები მოვიხსენი და ვცადე ახლა ფატიმაშემომატებული გარემო წინანდელზე უფრო საინტერესოდ აღმექვა როგორმე.
ფატიმა ქვის ქანდაკებასავით გაუნძრევლად ზის და ზღვას უყურებს. ზღვა კიდე ფშვინავს, მზის სივარდისფრეს ირეკლავს და ფატიმას სახეს აფენს თავისი მოციმციმე ათინათი-აჩრდილებით.
_სიხარულიანი წვენები არ გინდა? _ვთავაზობ ფატიმას ახალთ-ახალი წარმოების ნიუმენლენდურ ლიმონათებს. ფატიმას გულახდილი ღიღილოს სიხარულიანი წვენი უნდა _ არ გამისინჯავს და აქებენო, ამბობს უეცრადგაჩენილი ენთუზიაზმით. წვენებით რომ დავბრუნდი ის ზღვის პირას დამხვდა. ფეხზე გაუხდია და ფეხშიშველა დააბოტებს. მისი ფეხებისგან გაჩენილ ღრმულებში ტალღების მოქცევა პატარა გუბეებს ტოვებს, მერე ხელახლა უტევს და ბოლოს სულ შლის. შორს პლატონ მებადურის ნავი მოჩანს. ფატიმა წვენს რომ მართმევს უცებ აფილოსოფოსებულ-ამისტიკურებული, მრავლისმეტყველად მიჭვრიტინებს თვალებში და ღიმილმორეული მებნება:
_ ოდესმე იფიქრებდი რომ აქ მოხვდებოდი?
_ არა, როგორც წესი, არ ვფიქრობ ხოლმე ეგეთ რამეებზე და საერთოდ, მომავალზე ფიქრი და გეგმების დაწყობა დღემდე საშინლად მეჯავრება. რამდენიმე დღეა რაც აქ ხარ. მეტ დროს რომ გაატაებ ნიუმენლენდში, მიხვდები რომ გეგმების დაწყობა აქ არცაა საჭირო. ისე, შენ როგორ მოხვდი აქ?
_ მეათე სართულიდან გადმოვხტი. მეგონა მოვკვდები და ეგ იქნებათქო. _ ფატიმამ უდარდელად გაიცინა, სილის მშრალ მონაკვეთზე ბუდას პოზაში ჩამოჯდა და გულახდილი ღიღილოს სიხარულიან წვენს გატაცებით დაეწაფა. მერე რამდენიმე სიტყვის სათქმელად წამნახევრით მოწყდა ამ სიმატკბილობას და კაუჩუკის ბურთივით მესროლა:
_ შენ თვითონ?
_ ავტობუსით. 2 ნომერ ავტობუსს მოვყვებოდი იმ დღეს უნივერსიტეტიდან. ბარათაშვილის ხიდზე გადმოუხვია, ჯებირი გაარღვია და…
_ ჰო, მახსოვს! შენ ახლოსვე გიპოვნეს მტკვარში. ძალიანაც არ იყავი დამახინჯებული.
_ოჰ! _ მე გამეცინა. მერე ახლებური წარმოების პლასტიკური და ხრწნადი მინის ჭიქა სილაში დავდე, ხალათი გავიძრე და ნელა შევედი ზღვაში. წყალი დილის პირობაზე სულ არ ყოფილა ცივი…

This entry was posted in ნიუმენლენდის ქრონიკები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ფატიმა ( ქრონიკა #1 )

  1. tiko says:

    an, madloba cremli momadga.chemi ocneba gamotxrobebuli!!!zustad asetia chems warmosaxvashic.
    რაღაც ყვავილოვან კონფერენციაში უნდა მიიღონ მონაწილეობა მაგან და მაგისმა მიჯნურმა – mijnuri agar momewona, savaraudod didi brzolebi gveqneboda me da xatias mag sakitxtan dakavshirebit. shen xatias miemxrobodi xom vici…
    vardisfer mzes ras verchi ver mivxvdi, magram me xom yvelafershi grjo var..
    saweblebis gamketebels vgavar axla me?! magram newmanlandshi ra ici ra xdeba…:P
    tumca xatia isev tavgadadebuli sazogado mogvawea, me ujmuri depresiuli feministi da shen txemit terfamde meocnebe aniuta…:*

  2. chankotadze says:

    tiko

    ოოფ, მიჯნური, მიჯნური… ნოუმენლენში მოვაწყობდით პანსიონს ბარემ😀

    ჰო, ხატია რა თქმა უნდა მარადიულად იღწვის, შენ რაღაც არსებითის გაკეთებას ცდილობ, მე რა თქმა უნდა ვუსაქმურობ… ასეთია ჩემი სამოთხე😀

  3. fiqro says:

    kai iyo.mec minda mand🙂

  4. chankotadze says:

    fiqro

    მთელი ნიუმენლენდისთვის დიდი პატივი იქნება. იცი რამდენ ნიუმენლენდელს მოსწონს შენი სურათები (sun)

  5. ana says:

    gamarjoba🙂 dzalian momewona !!
    erti zgaprebis wigni mqonda bavshvobashi, ragac amdagvari fantaziit ewera shig lamazi istoriebi, ogond agar maxsovs (
    da ra mainteresebs, New-man-land _ shi rogori juris mamakacebi arian? :d

  6. chankotadze says:

    გამარჯობა🙂
    მიხარია თუ ბავშობა გაგახსენა ნიუმელენდის ჯადოსნურობამ.

    ახლა რაც შეეხება ნეუ მენ ლენდს _ ნიუმენლენდი შევურჩიეთ სახელად იმიტომ კი არა, რომ ახალი ტიპის კაცები სახლობენ, იმიტომ რომ ახალი ტიპის კაცობრიობით არის ნიუმენლენდი დასახლებული _ კაცობრიობით რომელიც განვითარების შემდგომე ეტაპებზე გადავიდა _ ანუ ადამიანები ერთმანეთზე ბატონობას აღარ ცდილობენ, ერთმანეთი უყვართ და ჰარმონიულად ,,ფუნქციონირებენ”.
    ძალიან კარგი და ჰუმანური კაცები არიან ნიუმენლენდში. აი, გარეგნობას რაც შეეხება _ მადაც ფართო არჩევანია, ყველა რასის, ასაკის და პიგმენტური შეფერილობის მამაკაცები შეგიძლია იქ იპოვო.🙂

  7. tatia says:

    mokled gaxade xo popularuli isedac saqveynod cnobili ori nomeri avtobusi?😀
    ise vardisferi mzis dghe rocaa tikos sixaruliani cvenebi ar shvelis? tu dabali koncentraciis sixarulitaa eg cveni shezavebuli da ver ereva?😀 :*

  8. chankotadze says:

    არა, არა, საკმაოდ შუშხუნა და სიხარულის მაღალი კონცენტრაციის წვენია… მაგრამ თიკო არ სვამს მაგას, სულელური სახელი ქვიაო, აპროტესტებს😀

  9. როგორ მომეწონა:):) გულახდილი ღიღილოს სიხარულიანი წვენი:):)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s