ნიუმენლენდის ლაჟვარდოვანი ღამეები

ლაჟვარდოვანი ღამე. ხატიას სურათი

ლაჟვარდოვანი ღამეები ისეთ ღამეებს ჰქვია ნიუმენლენდში, ლურჯი მთვარე როცა ამოდის. კაცმა რომ თქვას, ლურჯი არც არი, მოლურჯო-მოიისფროა, მაგრამ ეგრე ეძახიან. ლაჟვარდოვანი ღამეები ფსიქეფანტომებს უყვართ. ლურჯი მთვარისას ყოველთვის გამოფრინდებიან ხოლმე ტყეებიდან და მთელი ნიუმენლენდის ზეცას სერავენ . მთელი ღამე ცეკვავენ ჰაერში და რაღაც უხარიათ უმიზეზოდ.
ფსიქოფანტომები დობერის ტყეებში ცხოვრობენ. ეგ ჩვენი ქალაქიდან საკმაოდ შორს არი, სადღაც ნიუმენლენდის კარიბჭესთან ახლოს, მაგრამ ამათ საკმაოდ სწრაფად ფრენაც შეუძლიათ თუ მზისგან არ არიან დაღლილები.
დიდი ლამაზი არსებები კი არიან _ ციცინათელებს გვანან ნათებით, ოღონდ რომ დაფრინავენ მანათობელ კვალს ტოვებენ ჰაერში კიდე. ხატია ამტკიცებს, ჩვეულებრივად ლაპარაკობენ, ჩვენსავითო. მე გავიგონე როგორ ლაპარაკობდნენ და ზარივით წკრიალა ხმები აქვთო. თიკოს გამორიცხულად მიაჩნია ეგ ამბავი და მეც რაღაც ეჭვი მეპარება. ჩვენსავით რომ ლაპარაკობდნენ მეც მექნება გაგონილი. ორი ფსიქეფანტომი მყავდა საკმაოდ მოჩვეული შარშან. ჩემ ოთახშიც კი შემოფრინდებოდნენ ხოლმე უდარდელად და უშიშრად და საკმაოდ ცელქობდნენ. სარკის წინ დაფრინავდნენ და ხალისობდნენ სარკეში რომ ხედავდნენ თავიანთ თავს. ხელზეც კი მასხდებოდნენ _ სულ არ ეშინოდათ. ლაპარაკი რომ ცოდნოდათ როგორ დავიჯერო ერთი სიტყვაც არ ეთქვათ ჩემთვის. მე მგონი, ხატიას მოეჩვენა რაღაცები. ადრეც მოჩვენებია ხოლმე, ხან მობილური ალაპარაკდაო და ხან ჭიანჭველები ჩურჩულებენო… მოკლედ რა ვიცი, მდიდარი წარმოსახვა აქვს.
ნეტა სად წავიდნენ ის ჩემი ფსექეფანტომები, რამდენი ხანია არ მოფრენილან. სხვა ფსიქეფანტომებს რომ ვხედავ, სულ მგონია ხოლმე ისინი არიანთქო მაგრამ ამაოდ…
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს ლაჟვარდოვანი ღამეა გამოცხადებული (ნიუმენლენდის სინოპტიკოსები კიდე არასდროს ცდებიან. ზოგჯერ სპეციალურად არ აცხადებენ საერთოდ ამინდს, ცხოვრებამ რომ მოულოდნელობები შეთავაზოს ნიუმენლენდელებს, თორემ როცა პროგნოზირებენ, უთუოდ ზუსტად). ჰოდა ლურჯი მთვარე რომ ამოვა ვარსკვლავები ხდება მაგ დროს ძალიან ლამაზი. მე ოთხი საკუთარი ვარსკვლავი მაქვს (თიკომ მაჩუქა ადრე).
ჩვენთან, ნიუმენლენდში ვარსკვლავებს თოკები აქვთ მობმული. შეგიძლია ღამე როცაა, თოკს ჩამოქაჩო და ეს ვარსკვლავები მოაახლოვო. ისე კიდე, რომ არ გაიფანტონ, სადმე დააბამ ამ თოკებს და ეგაა. არაფერი მეტი მოვლა არ უნდათ. ამბობენ, ამ ძაფებს რევოლუციონერების სულები აბამენ ვარსკვლავებსო. რომელმა რევოლუციონერმაც მიაბა თოკი, თავის სახელსააც აწერს მერე ზედო და როცა ძალიან მოაახლოებ ვარსკვლავებს დაინახავო, ყველა ასე ამბობს. ამაღამაც უნდა ვცადო მე… ძალინ მაინტერესებს ვისი მოწყვეტილი ვარსკვლავები მაქვს, მაგრამ საკმაოდ მძიმეები არიან ეს ვარსკვლავები და დიდი ძალა უნდა მაგათ მოახლოებას. მე კიდე მალე მეღლება მკლავები.

This entry was posted in ნიუმენლენდის ქრონიკები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ნიუმენლენდის ლაჟვარდოვანი ღამეები

  1. tiko says:

    მგონია შენი პირით ვიანი მელაპარაკება😀 ანიუტა ვიანი ხარ, მოკლედ😀

    ისე, ძალიან პატარაა, ვერ გავძეხი😦 და საერთოდაც ხშირხშირად დაწერე ხოლმე ნიუმენლენდზე, რომ ვკითხულობ ცხოვრების სტიმული მემატება😀
    ჰოდა, ამ ზაფხულს ცხოვრების სტიმული ხომ იცი როგორ მჭირდება. ქანცს გამაძრობენ ვატყობ იქ😀 ამიტომაც ყოველდღე ვნახავ ხოლმე შენს ბლოგ ცხოვრების სტიმულის ძებნაში :*

  2. chankotadze says:

    უეჰ… ზედმეტ პასუხისმგებლობას მაკისრებ ახლა თინა😀 ჩემი ავადმყოფი ფანტაზიისთვის ზედმეტი პატივია შენი ცხოვრების სტიმულობა, ასე მგონია, მაგრამ სასიამოვნო კია😀

    ვიანს რაც შეეხება, ვინც გიყვარს როგორ შეიძლება იმან გავლენა არ მოახდინოს. მისი გავლენაც ასევე დიდი პატივია😀

  3. tiko says:

    ვიანი როგორ მიყვარს შენც იცი, ჰოდა, მაგიტომაც მომწონს ეს მოთხრობები. ერთი-ორად მაღლდები ჩემს თვალში მაგიტო :* მისი გავლენა მართლაც რომ პატივია, მეც არ ვიტყოდი უარს ეგეთ გავლენაზე😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s