ჩინური ქსეროქსები

გამოცდისწინა ღამე...სულ ცოტა დრო...

გამოცდისწინა ღამე ყველა სტუდენტის იმედი, მოსაჭიდებელი ხავსი და ყველაზე გრძელი და ტევადი ღამეა. თან ასე 1-დან 4-მდე მაინც უსაშველოდ იზრდება და იზრდება დრო, მთელი მარადისობა ეტევა ამ შუალედში და აბსოლუტურად ყველა ჩინური ქსეროქსის გადახედვას ასწრებ ადამიანი.
ჩინური ქსეროქსები განსაკუთრებული ჯურის ქსეროქსებია _ მაგ ჯურის ქსეროქსები ყველა საგანში არ მოიძევება. ჩვენ მაგალითად სოციოლოგიის თეორიებში გვაქვს მასთან ურთიერთობის პატივი, კერძოდ კი თეორიების იმ ნაწილში რომელსაც ამირანი გვიკითხავს. ამირანი მთელ სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ცნობილია იმით რომ ძალიან საყვარელი კაცია და სტუდენტებისთვის ჩინური ქსეროქსები მოაქვს შესაშური რაოდენობით.
ახლა ჩინური ქსეროქსის ბუნებაზე:
საინტერესოა, რომ ქსეროქსები შესრულებული არაა ჩინურ ენაზე. სიტყვები თითქოს არის ქართული ( თუ სიტყვები სწორადაა აკრებილი გვაქვს ხოლმე ასეთი ვარაუდის საფუძველი), მაგრამ სინტაქსს რაც შეეხება, შეხედავ და გუმანით გრძნობ რომ წმინდა ჩინურია. წინადადებებში სიტყვები მთვრალი კაცებივით ბანცალ-ბანცალით პოულობენ თავის ადგილს, მაგრამ მანამდე კარგა გვარიანი შეხლა-ხემოხლა აქვთ. ზოგი წინადადება ბაფთასავით არის გაკვანძული, ზოგი _ ჯაჭვივით დაგრეხილი, ზოგი _ შუაზეა გამწყდარი და საბრალოს სამარადჟამო შრამად ემჩნევა არაპროფესიონალურად ჩატარებული გადაბმის კვალი. ზოგიერთი სიტყვა დანარჩენ სიტყვებს მარგინალიზებული და წინადადების გარეთ გამოძევებული ყავთ. ეს უკანასკნელიც მარტოდმარტო აიტუზება ხოლმე მეზობლის ბავშვივით.
მაგალითად, წარმოიდგინეთ ქართული სინტაქსის მქონე წინადადება: ,,ბოლო დროს ზეცამ წყალობა გამოიმეტა და ადამიანური ტემპერატურაა.”_ ახლა ეს წინადადება ჩინური სინტაქსით: ,,გამოიმეტა რა წყალობა, ადამიანური ტემპერატურაა, ბოლო დროს ზეცამ”. შესაძლოა სხვაგვარი მოდიფიკაციებიც. ეს სინტაქსი მრავალფეროვნების საოცარ საშუალებას იძლევა.
სოციოლოგიის სპეციფიკური ტერმინოლოგია საკმაოდ ტვირთავს ტექსტს ისედაც და წინადედებების მსგავსი აგებულება იმას იწვევს, რომ წაიკითხავ ნახევარ გვერდს და შეშფოთებული შედგები _ ღმერთმანი, დებილი ხარ თუ რატომ არ ვერ იგებ მთლად ნათლად რაზეა საუბარი? მერე სამჯერ რომ გადაიკითხავ ერთსა და იმავე აბზაცს გონება როგორც იქნა ალაგებს სად რა უნდა ეწეროს და ცნობიერებაში წაკითხული ტექსტის შესაბამისი მოხაზულობები ჩნდება ნელ-ნელა. მაგრამ ამ ამ არქეოლოგიურ სამუშაოს ისეთი ძალისხმევა და ნებისყოფა ჭირდება, რომ გონება მობილიზდება ამ ამოცანის შესრულებაზე და საერთოდ იკარგება ის ვნება და ,,გაუნელებელად ჩანთქმის სურვილი” საინტერესო ტექსტის კითხვისას რომ განიცდის ადამიანი. მოკლედ მეცადინეობა კი არა კატორღული შრომაა.
საერთოდ, მასალები, რითაც ვსწავლობთ სტუდენტები დიიიდი და ვრცელი პრობლემაა _ თუ ქართულად არსებობს მასალა თავისთავად სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ მერე მოდის ამ მასალის ადეკვატურობის და ინფორმაციულობის საკითხი. თუ მასალა ინფორმაციულობის კუთხითაც საკმარისია, მაშინ მოდის მისი ,,საოცარი გადმოქართულებულობის” პრობლემა და ა.შ.

PS.

წუხელ იყო განსაკუთრებით მაღალი ხარისხის კატორღული შრომის ბოლო ღამე. ბოლო იმიტომ, რომ გამოცდა დღეს გვქონდა და ამირანი მეტად აღარ წამიკითხავს აწი სოციოლოგიის თეორიებს და სხვა საგნებში ძნელი წარმოსადგენია ჩინურობის ასეთი შესაშური დონე ( პოლიტოლგიის საგნები რომ მქონდეს გასავლელი კიდევ რაღაცის იმედი შემომრჩებოდა :D).

This entry was posted in მთავარი, სოციოლოგია, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to ჩინური ქსეროქსები

  1. mwvanevashli ამბობს:

    ნაცნობი და მშობლიური პრობლემაა, მაგრამ იმით, რომ ამირანი აღარ წაგიკითხავთ, ტავს მაინც ნუ ინუგეშებ. ამირანს ჩემტვის არ წაუკითხავს, მაგრამ სტუდენტობის ჟამს მეც ვთარგმნიდი ქართულიდან ქართულად 🙂

  2. chankotadze ამბობს:

    ეგეც მართალია… ამირანი რომ აღარ წაგვიკითხავს არ ხსნის პრობლემას, უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩვენება ვინმემ ამირანზე მეტი და უარესი ქსეროქსები მოგვიტანოს… 😀 თუმცა შენ ეგებ ამირანის ქსეროქსებზე უარესიც კი გინახავს 😀

  3. salomeaa ამბობს:

    ამირანი არ ვიცი და გიორგი ხუბუას (აწ უკვე რექტორყოფილის, თუ როგორც არის, მოკლედ ყოფილის: D ) წიგნი ,,სამართლის თეორია” გერმანულ–ჩინურ–ქართულია. გერმანულიდან თარგმნილი მშობლიურ ქართულ ენაზე ჩინურად. ავსულო შენ ყველა ქართველი სტუდენტის ტკივილი აღწერე:))))))

  4. chankotadze ამბობს:

    ავსული რომ გამოტყდეს, ყველაფრის მიუხედავად, მაინც უყვარს ჩინური ქსეროქსები 😀

  5. blumgardt ამბობს:

    არასდროს გამითენებია ღამე ქსეროქსების კითხვაში, არც გამოცდის წინ მიზეპირებია სტრიქონები 😀

    ფანტაზია და მარჯვე ხელები 🙂

    პ.ს. ჰო, სულ დამავიწყდა, მთელი სემესტრი, ხანდახან, კვირაში ერთხელ მაინც უდნა გადაიკითხოთ კონსპექტები 😀

  6. chankotadze ამბობს:

    ჰაჰა, კაი იუმორი გაქვს რატიოგენე 😀

    ყოველ კვირაში თუ იმეორე ქსეროქსები, აბა გამოცდისწინაღამეს რა უნდა აკეთო, უნდა დაიძინო? ფუი ეშმაკს 😀

  7. გამოხმაურება: ჩვენთვის უფლება, უნივერსიტეტისთვის ვალდებულება… | პინგვინთა კუნძული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s