BBC-ის სააპრილო სენსაცია

პინგვინები სოციალური ცხოველები არიან ( შეიძლება სწორედ პინგვინობისდროინდელი გამოცდილების ქვეცნობიერ ფენებში დალექვით აიხსნას თვითონ ადამიანის სოციალური ბუნებაც, მაგრამ ეს სხვა პოსტის თემაა). ისინი საკმაოდ ორგანიზებულ საზოგადოებებად ცხორობენ და ქცევის საერთო წესებს ემორჩილებიან, რაკი ერთად ცხოვრება მათთვის გადარჩენის წინაპირობაა. ყველაზე მთავარი, რაც მათ ერთმანეთისგან ჭირდებათ, სითბოა.
როცა ყინვა ისეთ მაღალ ნიშნულს მიაღწევს რომ ზომაზე მეტი ცხიმდაგროვების ფუმფულა პინგვინებისთვისაც კი ეს ტემპერატურა უკვე არაკომფორტულია, მაშინ ისინი ერთად გროვდებიან, ქმნიან ბირთვს და მოძრაობენ წრიულად. ასეთი მოძრავი ბირთვის შუაგულში დიდი რაოდენობით სითბო გროვდება. პინგვინებიც, რიგრიგობით მოძრაობენ ცენტრისკენ, შემდეგ ისევ ნაპირებს უბრუნდებიან. მოკლედ, თანაბრად იყოფენ ,,თავიანთ მონაგარ სითბოს”. ამას გარდა ზამთრის მკაცრ ტემპერატურასთან გასამკლავებლად მათ სხვა საშუალებებიც აქვთ: კიდურებში სითბოს გადაცემის დიდებულად განვითარებული სისტემა (ნეტა მე მქონდეს ეგეთი), სისხლის ცირკულაციის განსხვავებული სისტემა _ გამთბარი ვენური სისხლი თავის სითბოს არტერიულ სისხლს გადასცემს და ამიტომ, მინიმალური რაოდენობის სითბო იკარგება. მათი კანიც ნაკლებს სითბოს გასცემს. ერთი სიტყვით, ბუნებამ პინგვინები არქტიკულ პირობებში ცხოვრებისთვის საჭირო უნარებით აღჭურვა. თუმცა:
bbc-იმ ორიოდე წლის წინ თავის მაყურებელს ნამდვილი სენსაცია ამცნო პინგვინთა უცნაური სახეობის აღმოჩენის შესახებ.პინგვინთა ეს სახეობა არათუ დანარჩენი პინგვინების მსგავსად არ ფლობდა საარსებო გარეოს ადეკვატურ ცხოვრების წესს, არამედ კითხვის ნიშნის ქეშ აყენებდა ევოლუციის თეორიასაც.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტერი ჯონსი ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, ფილმს იღებდა ფოლკლენდის კუნძულების სამხრეთით მდებარ მეფე ჯორჯის კუნძულზე, როცა მან პინგვინთა გასაოგნებელი ქცევა შენიშნა. ძვლებისგამყინავი სიცივე დადგა და ტერი ელოდა პინგვინები წრედ შეიკვრებიან და ფერხულს ჩამოუვლიანო, პინგვინებმა კი ფრთები გაშალეს და გაფრინდნენ… თანაც სახრეთ ამერიკის ტროპიკებში.
შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ… მარტო საკუთარი აღმოჩენით გახარებული ტერი ჯონსი კი არა, მფრინავი პინგვინებიც….

2008 წლის BBC-ის ხსენებულმა საპირველაპრილო ხუმრობამ ზოგიერთი ბრიტანელი ისე აღაშფოთა, რომ ბუზღუნი დაიწყეს, მაგისთვის ვუხდით ფულს bbc-სო?! არადა სიუჟეტის ბოლო ნაწილიც უკვე ნათელს ფენს საკითხს და ახალი ამბებიც იუწყებოდა საპირველაპრილო ხუმრობააო. აი, მოდელირებული ქრონიკა უნდა ენახათ მაგათ…
უცნაური ხალხია ეს ბრიტანელები…

This entry was posted in მედია, პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to BBC-ის სააპრილო სენსაცია

  1. NUMB says:

    ah ra kargad vixalise😀

  2. chankotadze says:

    მე ვიდეოს პირველ ნაწილში ნამდვილად დავიჯერე … აი, სანამ ძალიან აიჭრებოდნენ ღრუბლებში ჩვენი ,,თანამემამულეები”😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s