საფრთხის მეორე პოლუსი მედიისთვის

,,არც დასავლური, არც აღმოსავლური _ ადამიანური’’
დოქტორი აბდულ ჰუსეინ ზარინბუკი. ირანელი ლიტერატურათმცოდნე

სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პერიოდული მედიამონიტორინგის შემდგომ გამოქვეყნებულ შედეგებში წამყვანი პოზიციები, როგორც წესი, ,,დასავლეთის’’ ქვეყნებს უჭირავთ. მაგალითად, ორგანიზაცია ,,რეპორტიორები საზღვრების გარეშეს ’’2009 წლის მოხსენებაში პრესის თავისუფლების ხარისხი ყველაზე მაღალი დანიაში, ფინეთში, ირლანდიაში, ეშვედეთში, ნორვეგიასა და ესტონეთშია. ორგანიზაცია ,,თავისუფლების სახლის’’ 2009 წლის მონაცემებით კი მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 17% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედიაა, და ეს 17% ძირითადად ,,დასავლეთის’’ ქვეყნებზე მოდის. არამხოლოდ ამერიკა-ევროპის, არამედ ზოგადად პლანეტის მასშტაბით, ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოები აგებულია დასავლური ჟურნალისტიკის სტანდარტებზე (ასეთ სახელმძღვანელოებს, როგორც წესი, დასავლელი ჟურნალისტები წერენ და შემდეგ ითარგმნება სხვა ენებზე). მოკლედ, საყოველთაოდ გავრცელებული დისკურსია, რომ დასავლური მედია მთელი პლანეტის მასშტაბით ეტალონად და მისაბაძ თვისობრიობად ითვლება, ისევე როგორც დასავლური ლიბერალიზმი ან დემოკრატიული მმართველობა.
რა თქმა უნდა, კარგია დასავლური ლიბერალიზმიც, დემოკრატიაც და მედიაც, მაგრამ არა უნაკლო და სრულყოფილი, როგორც ეს შეიძლება მოჩანდეს არადასავლური და ,,დასავლეთზე მეოცნებე’’ პოზიციებიდან. ერთია, რომ ჩინეთში სიტყვის კი არა, აზრის თავისუფლება არ არსებობს, რუსეთში ჟურნალისტებს პოლიტიკაზე თამამად წერისთვის ხოცავენ და აზერბაიჯანის მედია ალიევების საგვარეულოსთვის კარის პოეტის ფუნქციებს ასრულებს, მაგრამ სხვა საკითხია რამდენად თავისუფალია თავად დასავლური მედია. თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აზიის ქვეყნების უმეტესობაში პრესის თავისუფლების მთავარი საფრთხე პოლიტიკური გავლენებია (მე ვამჯობინებდი გამომეყენებინა ტერმინი ,,ძალაუფლების მფლობელი სოციალური ჯგუფის მიერ განხორციელებული ძალადობა’’), დასავლურ მედიის თავისუფლებისა და თვითმყოფადობისთვის სერიოზული საფრთხეა კომერცია.
,,მონოპოლისტური კაპიტალიზმი ყველაზე სწრაფად და წარმოების ყველა სხვა სფეროსთან შედარებით ყველაზე ფართო სახით ავითარებს ცნობიერების ინდუსტრიას. მაგრამ ამავე დროს, ის იძულებულია შეზღუდოს და დაამუხრუჭოს მისი განვითარება.’’ _ წერს გერმანელი მწერალი და ინტელექტუალი, მემარცხენე ორიენტაციის ჰანს ენზენბერგერი.
კომერციამ ლამისაა ჩაყლაპოს ჟურნალისტიკის უმაღლესი ღირებულებებიც კი _ პრობლემა იმაშია, რომ როცა მედიასაშუალებას უწევს იმუშაოს არა მხოლოდ სიმართლისთვის, არამედ ისეთი სიმართლისთვის, რომელიც გაიყიდება, მაშინ შეიძლება ჯერ არაგაყიდვადი სიმართლის უარყოფა მოხდეს, მერე კი ,,გაყიდვადი სიმულაციების’’ წარმოება. რაკი მედია მოქმედებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით ეს საკმაოდ სახიფათო და რეალური პერსპექტივა ხდება.
დასავლურმა მედიაბაზარმა სწორედ საბაზრო ეკონოიკაზე გადასვლის გამო, შთანთქა წვრილი მედიაორგანიზაციები და ბაზრის მოთამაშეებად იქცნენ მონსტრი კორპორაციები _ აღმოჩნდა, რომ მედიარესურსების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ერთეული ადამიანების ხელში. ერთეული ადამიანები კი, როგორც წესი, ზრუნავენ თავიანთი კაპიტალის ზრდაზე, კომერციულ მოგებაზე და არა საზოგადო სიკეთეებზე და კაცობრიობის ბედ-იღბალზე (არც ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ ამის იმედად პლანეტის რესურსების 99%-ის ამავე პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 4%-ის ხელში ჩაგდება, სხვა თუ არაფერი, წინდაუხედავი და გულუბრყვილო საქციელია). ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ამერიკის მაგალითზე, რაკი ამერიკაში ულტრალიბერალისტური და ლიბერტარიანული კანონებით მოქმედებს ბაზარი. ჩრდილო ევროპის ქვეყნებში კი (სწორედ, იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მაღალია თავისუფალი მედიის და საერთოდ, ცხოვრების ხარისხი) სახელმწიფოები გარკვეულწილად ერევიან სხვა ინსტიტუტების, და მათ შორის, მედიის საქმიანობაშიც, რაკი უწესებენ მათ მინიმალურ წესებს და აქტიურად ატარებენ სოციალურ პოლიტიკას.
ნეომარქსისტი თეორეტიკოსი, ფრედრიკ ჯეიმსონი ამბობს, რომ კაპიტალისტურ სამყაროს ახასიათებს რეგულარულად აწარმოოს ახალი კულტურული ლოგიკები ,,სათავისოდ’’. ხოლო ჩვენს დროში _ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში _ კაპიტალიზმის მიერ წარმოშობილი კულტურული ლოგიკა კაპიტალს საშუალებას აძლევს შეაღწიოს და დაეუფლოს ისეთ სფეროებს, რაზეც ადრე ვერც იოცნებებდა (გემოვნებიდან დაწყებული განათლებით დამთავრებული). ასეთი სფეროა მედიაც _ რომელის ძალაუფლებამ, მნიშვნელობამ და შესაბამისად, ფასმაც, პოსტინდუსტრიულ (იგივე ინფორმაციულ) ეპოქაში განუზომლად მოიმატა.
კომერციის თვითმიზანი კომერციაა _ მოგება და სარგებელი, რომელიც რიცხვებით გამოიხატება. იმ ღირებულებათა გამოხატვა კი, რომელსაც ჟურნალისტიკა უნდა ემსახურებოდეს, ყოველთვის ვერ ხერხდება რიცხვებით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტიკის ,,ადამიანურობას’’.

This entry was posted in მედია, პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to საფრთხის მეორე პოლუსი მედიისთვის

  1. tatia says:

    kargi analizia… iqneb qartuli mediis momavalma carmomadgenlebma aqedanve daicyot zrunva mediis adamianurobaze…🙂

  2. chankotadze says:

    ვცდილობთ შეძლებისდაგვარად😀

  3. doryan says:

    Samwuxarod unda agvnishno, rom sxva statiebisgan gansxvavebit am statiis wakitxvis dros gancda dameufla rom sabchour web-site ze shevedi(mashin ubralod interneti ar iko torem amgvari statiebit iqneboda savse). rac sheexeba komercias, liberalizms da medias unda vtqva, rom media aris chveulebrivi komerciuli sazogadoeba. amavdroulad, grmad mjera, rom obieqturi cheshmariteba ar arsebobs, amitom media self-management is safudzvelze aketebs informaciebis gafiltvras. es ase xdeba “gadagvarebuli” dasavletis BBC zec da “alternatiul” al-jazeer azec. metic tu amerikas mivubrundebit iq ukve lobirebac legaluria rac korufciis safrtxes faqtobrivad spobs amitom mediaze boroti bidziebis zegavlena ubralod mitia da amas chvens enaze lobireba qvia. garda amisa, arsebos kabeluri da cifruli mauwyeblobebi romelic amouwurac resurss warmoadgens, ase rom, nebismiers tundac politikur partiebsac unda sheedzlot tavianti televiziebis qona da amashi veranair problemas ver vxedav. amavdroualad, vigac tu ufro chkviania da kargad warmartavs bizness bazarsac is akontrolebs magram grmad mjera rom monopolia rogorc aseti saertod ar arsebobs da ideashive es termini xelovnuria rasac mere saxelmwifo promotion-s uketebs da amit titqos “samartlianobis” agdgena surs. ase rom, aris interneti, atasi sxva televizia da aris jadosnuri gilakebi televizoris pultze switch off da “next” amitom daachiret da kvelaperi kargad iqneba.

    avtors minda vurchio am saits gaecnos http://www.nesgeorgia.org

  4. chankotadze says:

    მადლობა დორიან…
    მივხვდი რატომ დაგეუფლა ,,საბჭოეთის” ასოციაცია. მე ნამდვილად სოციალ-მარქსისტული იდეების გულშემასტკივარი ვარ და ეს სამარცხვინოდ ან არასასურველად არ მიმაჩნია, პირიქით. 70 წელი კომუნისტურ (და ცოტა ნაკლები სტალინისტურ) დიქტატურაში მცხოვრებ ქვეყანაში ბუნებრივია რომ სოციალიზმი საბჭოურ კომუნიზმთან ასოცირდება.
    მე ისიც მომისმენია, ,,პატივსაცემი” რადიოს (სინდიკატის) გადაცემის წამყვანმა (არ მახსოვს ნაღდად რომელი იყო) როგორ ახსენა მარქსი… აი, აგდებით კი არ ახსენა, ისე, უფრო უარესად… ისეთ თეორეტიკოსად რომლის ხსენებაც კი სირცხვილია😀 სოციალისტური იდეების და ყველაფერის სოციალიზმთან დაკავშირებულის ცალსახად უარყოფითი აღქმა ისეთივე ბუნებრივია პოსტსაბჭოურ სივრცეში, როგორც წყლის შიში იქნებოდა წარღვნის მერე.
    მოკლედ, ისევ ტრადიციულად არ გეთანხმები _ საბჭოეთში ანტიკომერციულ პროპაგანდას რა დალევდა, მაგრამ კაპიტალიზმის ის სახე, რომელიც პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში გაჩნდა არ არსებობდა მაშინ, როცა ,,ინტერნეტი და ვებ-გვერდები არარსებობდა”. ასე რომ, საბჭოეთის დროს არსებული კაპიტალიზმი რადიკალურად განსხვავდება დღევანდელისგან. თანამედროვეობის ყველაზე დიდი რისკები პროვოცირებული ხდება ინფორმაციული კაპიტალიზმის მიერ.
    იმაში გეთანხმები რომ პოლიტიკურ პარტიეს თავიანთი საინფორმაციო არხები უნდა ქონდეთ, გაზეთი იქნება თუ ტელევიზია. მაგას არც ვაპროტესტებ და პირიქით, სასურველია რომ ეგრე იყოს.
    უცხოურ მედიას რაც შეეხება, ლობირება და ოფიციალური პროპაგანდა არ გამორიცავს ფარულ ზეგავლენებს.
    (პს. ხვალ დავდებ ჩემ საზღვარგარეთისმედიის დავალებასაც მაგ საკიტთხსა ზედა).

    საიტს რაც შეეხება, დაწვრილებით არ გავცნობივარ, მაგრამ ერთი შეხედვითვე ამოიცნობ ლიბერტარიანული იდეების მატარებელი ორგანიზაცია რომაა. მე სულაც არ მომწონს სახელმწიფოს ფუნქციის ,,ღამის გუშაგის” ფუნქციით შემოფარგვლა. ეს არ არის სამართლიანობის მიღწევის კარგი საშუალება. და პირიქით, უსამართლობის აღწარმოებას უწყობს ხელს (ჩემი აზრით რა თქმა უნდა).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s