ფემინიზმი, როგორც ასეთი

ხვალ მე და ხატია ფემინისტთა საზაფხულო სკოლაში მივდივართ. დიდი სიხარულით და ინტერესით მივემგზავრებით _ ფემინიზმი ჩვენი იდენტობაა.

ისე, ადამიანები ფემინიზმს გაიგონებენ თუ არა ბუნდოვანი და ცუდი რამეები უდგებათ თვალწინ. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ფაშიზმის ახალი სახეობაა და მიზნად კაცების განადგურებას ისახავს, ზოგს ფემინიზმი ფრიგიდული და ისტერიული ქალების თავშესაფრად მიაჩნია, ზოგი ლესბოსელობასთან აიგივებს და რა ვიცი, რას აღარ ვარაუდობენ ფემინიზმზე….დედას რომ ვუთხარი, აქა და არ მივდივარ დედი-მეთქი, შეიშმუშნასავით და მითხა _ შვილო, ვიცი რაც არი ეგ ფემინიზმი მაგრამ არ მგონია მთლად მართმადიდებლური იყოსო. მე გაცისკროვნებული ღიმილით დავამშვიდე _ პატრიარქს მგონი არ უკურთხებია რამდენადაც ვიცი, მაგრამ ქრისტიანობის იდეალებთან სრულ ჰარმონიაშია-მეთქი.
ახლა მამაკაცებს რაც შეეხება _ მგონი რაც უფრო განათლებულია მამაკაცი მით მეტ იუმორს ხედავს ფემინისტობაში. რიგითი მოკვდავები ჯერ იჭვნეულად აზუსტებენ რა არის ფემინიზმი და მერე შიშით და რა ერთგვარი დისტანცირებით იცავენ თავს ,,უცხო რაღაცებისგან” (იმიტომ რომ ნორმალური ,,დასზუსტება” იშვიათია და ფემინიზმს დაახლოებით ასეთი განმარტებებით ეცნობიან _ ,,აი, ქალების ამბებია, რაღაც თავისუფლებაო, და კაცები არ უნდა ვაპარპაშოთო და რა ვიცი…”), აი, განათლებული მამაკაცები კი გულიანად ხუმრობენ და კარგადაც ხალისობენ ამ თემაზე. რა თქმა უნდა, ყველა კაცზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, ბოლოს და ბოლოს არც ვიცნობ ყველას, მაგრამ ვისთანაც კი ამ საკითხს მეტ-ნაკლებად შევხებივარ, ერთადერთი კაცი, რომელიც სერიოზულად აღიქვამს ფემინისტურ იდეებს და თეორიებს და სახუმაროდ ან გაასაკილად არ მიაჩნია ამირან ბერძენიშვილია _ ჩემი ლექტორი სოციოლოგიურ თეორიებში. (პს. _ მეორეც გამახსენდა _ ჩემი მეგობრის მეგობარი, იმედისმომცემი ყმაწვილი).

მაშ ასე _ რა არის ფემინიზმი და რას ნიშნავს იყო ფემინისტი:
ფემინიზმი არაფრის დიდებით არ გულისხმობს კაცების სიძულვილს, რასაც ხშირად მიაწერენ, არც იდეურ და არც ბიოლოგიურ დონეზე. ფემინისტებიც ისეთივე ქალები არიან, როგორიც დანარჩენები და მათაც ისევე უყვართ მამაკაცები, როგორც სხვებს. უბრალოდ, მათ საკუთარ თავზე სოლიდური წარმოდგენები აქვთ, სულაც არ თვლიან თავს არასრულფასოვან ადამიანებად, რომლებსაც მამაკაცებზე ნაკლები უფლებები უნდა ქონდეთ და ამის აღიარებას მოითხოვენ.
ფემინიზმი ქრისტიანობის იდეებს იმეორებს და იმ დიიდ და ნათელ აზრს აგრძლებს, რაც ქრისტემ მოუტანა ადამიანებს: ,,აქ არავინაა აარც ებრაელი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამაკაცი და არც ქალი, რადგან თქვენ ყველანი ერთი ხართ იესო ქრისტეში”. _ წერს პავლე მოციქული. (გალატელთა მიმართ 3:28) _ ადამიანი ღირებულია თავისთავად, მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანია და ერთნაირ პატივისცემას იმსახურებს სქესის, რასის, ეროვნული კუთვნილების თუ განათლების ხარისხის მიუხედავად.

მოკლედ, ფემინიზმი ჰუმანური იდეოლოგიაა, რომელსაც ადამიანის გათავისუფლება სურს ჩაგვრის წარმომშობი სოციალური მარწუხებიდან _ ქალების გათავისუფლებაც და მამაკაცების გათავისუფლებაც. ფემინიზმი ქალის აღიარების ხარჯხე არ ამცრობს მამაკაცს.

ფემინიზმში ძალიან ბევრი მიმართულებაა და თითოეულს საკუთარი იდეები აქვს. სოციოლოგიაში ფემინისტური თეორიები ოთხ მთავარი არხადაა დაჯგუფებული: გენდერული განსხვავების, უთანასწორობის, ჩაგვრის, სტრუქტურული ჩაგვრის და კვეთის თეორიები.
თითოეული მათგანი აერთიანებს სხვადასხვა თეორიებს _ ლიბერალური, რადიკალური, მარქსისტული, ფსიქოანალიტიკური ფემინიზმი და ა.შ. ეს თეორიები სხვადასხვაგვარად აფასებენ ქალების მდგომარეობას და ამ მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებსაც სხვადასხვაგვარად ხსნიან. მაგრამ მთავარია რომ კაცების წინააღმდეგ არცეთი არ აწყობს შეთქმულებას . ერთადერთი, რადიკალურ ფემინიზმის ზოგიერთ განშტოებას ახასიათებს ,,რადიკალური” მეთოდები. ამ ,,რადიკალური ფემინიზმის რადიკალური შტოს მიმდევრები თვლიან, რომ ქალი ათასწლეულების განმავლობაში მამაკაცისადმი ფსიქოლოგიურ და ეროტიკულ შეჩვევას განიცდის. მამაკაცები კი ბოროტად სარგებლობენ ამით. ასეთი სიტუაციიდან გამოსავლად ისინი ამ შეჩვევის დეკონსტრუქციას მიიჩნევენ, რასაც ლესბოსური სექსით ცდილობენ. მოკლედ ლესბოსური ფემინიზმი ფემინიზმის განშტოების, განშტოების განშტოებაა და მთელი ფემინიზმის ლესბოსელობასთან გაიგივება იგივეა, რაც საცივის გაიგივება ჩურჩხელასთან, მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე ქართული სამზარეულოს მახასიათებელია (და თან ნიგოზიც კი აერთიანებთ ინგრედიენტების დონეზე).

სოციალური წყობის მიერ ქალის დაქვემდებარებული როლის განსაზღვრის აღმოჩენა მარტივი ამბავია და დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. ამის ერთ-ერთი ძალიან კარგი ინდიკატორია სექსუალური ძალდობის რუკა. საერთოდ, ყველა ძალადობა ძალაუფლების ვექტორების დაფიქსირებას აიოლებს და ნათელს ხდის ,,ვინ არის აქ ბატონ პატრონი და ვისი სურვილები უნდა ასრულდეს სხვათა სურვილების დათრგუნვის ხარჯზე.”
სექსუალური ძალადობა საუკუნეების მანძილზე ტაბუირებული თემა იყო და დღესაც მეტ-ნაკლებად ასეა (საქართველოში უფრო მეტად ვიდრე ამერიკაში და ევროპაში, მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე ირანში _ რა ბედნიერებაა). პირველი გარღვევა ამერიკაში მოხდა _ მეოცე საუკუნეში, 50-იანებში ჩაატარეს პირველი სოციოლოგიური კვლევები, რომელმაც გულისგამგმირავი სურათი აღბეჭდა _ ქალების 47% გაუპატიურების, ან გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი იყო. და თან, მსხვერპლთამხოლოდ 27 % მიიჩნევდა თავს მსხვერპლად (ანუ, დანარჩენ 73%-ს სავსებით ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა, რომ მასზე ძალადობა განახორციელეს).კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) იურიდიული დეპარტამენტისა და დავადებათა კონტროლისა და თავიდან აცილების ცენტრის მიერ 1998 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა : ყოველ მეექვსე ქალს აქვს მისადმი განხორციელებული სექსუალური ძალადობის ან განხორციელების მცდელობის გამოცდილება. (მამაკაცებისათვის ეს სტატისტიკა დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებია).
თქვენ წრმოგიდგენიათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალი მამაკაცს ,,ეფათურებოდეს”?_მე არასდროს მინახავს ეგეთი რამე. ახლა საპირისპირო _ ერთხელ მაინც არ შეგიმჩნევიათ როგორ ავიწროებს მამაკაცი ქალს ტრანსპორტში?

ეს სექსუალური ძალაუფლების ვექტორები გასაგებია _ ახლა რაც შეეხება განათლებას _ ქალისთვის სინამდვილეში განათლება ნაკლებხელმისაწვდომია, ვიდრე მამაკაცისთვის. (,,იმ საოცნებო” დასავლეთში უკვე გადაილახა ეს ეტაპი). მე, როგორც მარქსისტური ფემინიზმის გამზიარებელს, მიმაჩნია, რომ სქესზე მნიშვნელოვან როლს განათლების შემთხვევაში ეკონომიკურ ფაქტორები და სოციალური ფენა თამაშობს, მაგრამ სქესიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კულტურაში გოგნებს ბავშობიდანვე ასწავლიან პირდაპირი თუ ირიბი გზებით, რომ მათი მთავარი ,,სარეალიზაციო სივრცე” განათლება და კარიერა კი არა ოჯახია. (ქალების თავყრილობებსაც თუ დააკვირდებით ,,რატომღაც” გაზქურებზე, პარფიუმერიაზე და ქმარ-შვილის გასტრონომიულ გემოვნებაზე საუბრობენ უმეტესად). ახლა ახალგაზრდა წყვილი წარმოვიდგინოთ _ თუ არჩევანზე მიდგა საქმე ვინ უნდ დარჩეს შინ ოჯახური საქმეების მომგვარებლად და ვის უნდა ქონდეს მეტი დრო განათლებისა და კარიერისათვის? (ძალიან რადიკალურიც არ მინდა ვიყო _ ზოგ შემთხვევაში კაცები განათლებას და გართობას კი არა, არაადამიანურ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ, რომელთან შედარებითაც შინ ჯდომა და წვნიანის მოხარშვა, ან იავნანას სიმღერა არც ისე მძიმე სამუშაოა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით _ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება წვნიანის ხარშვა ისეთ მძიმე ნერვოზებს იწვევს, მაღაროს მუშის საქმიანობა რომ არ დააზარალებს ადამიანს ეგრე. და თან, სახლის საქმიანობა არაა დაფასებული _ კაცებს მთელი არსებით სწამთ რომ მათი ცოლები შინ ბედნიერად, მშვიდად, მყუდროდ ცხოვრობენ და ისედაც კარგად არიან. ისინი კიდე _ დმაშვრალები გახლავან და ამიტომაც, მეტი უფლებები აქვთ რარაც-რაღაცებში). ქალსაც შეუძლია ისწავლოს და იმუშაოს, როგორ არა, ოღონდ ჯობია რაიმე ,,ქალური აირჩიოს _ მაგალითად სკოლის მასწავლებლობა _ არაჩვეულებრივია_ არც დამღლელი საქმიანობაა არაა და შინაც ადრე მივა და ყველაფერს მოასწრებს საუთოოდან საკემსავამდე.

ბავშობიდანვე ბიჭები თავისუფლების გაცილებით მაღალ ხარისხს ითვისებენ, ვიდრე გოგონები. ქალი ცოცხალი არსება კი არა, თითქოს რაღაც განძია, რომელიც განძის მფლობელს შეულახავად და დაუზიანებლად უნდა გადაეცეს. ამიტომაც გოგონა შინ უნდა იჯდეს, ბიჭმა კი დაე, მოიხილოს ცხოვრება. მთაშიც წავიდეს, ბარშიც _ ის თავის თავის პატრონია _ გოგოს კი სხვა სჭირდება პატრონად.

საერთოდაც, უპრიანია კითხვა ასე დაისვას _ არის თუ არა ქალი ადამიანი?

ნიკეის პირველ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, 325 წელს, სასულიერო პირებმა დიდი სჯა-ბაასისა და მღელვარე დისკუსიების შედეგად როგორც იქნა დაასკვნეს _ ქალიც ადამიანად უნდა მივიჩნიოთო. ამ ,,ჰუმანური” დასკვნის მიზეზი გახდა იესო ქრისტე _ იესო ქრისტე ხომ განკაცებული ღმერთი იყო, ღმერთისა და ადამიანის შვილი _ ჰოდა, რაკი ღმერთში მამა _ სული წმინდა მოიაზრებოდა სხვა რაღა გზა იყო _ ესეიგი ადამიანი დედა _მარიამი ყოფილა. და თუკი ერთი ქალი ადამიანია ესე იგი დანარჩენი ქალებიც ადამიანები ყოფილან.
ასე და ამგვარად მოხდა პირველად ქალების აღიარება ადაიანებად დასავლურ კულტურაში. მაგრამ კარგად თუ გავაანალიზებთ სოციალურ სინამდვილეს, აღმოჩნდება რომ ეს საკითხი სულაც არ არის გადაწყვეტილი _ ვართ კი ადამიანები?
თუ ადამიანები ვართ და ადამიანებად გვაღიარებს კულტურა, აბა რატომღა გვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომელსაც არ უყენებს თავიდანვე ადამიანებად კვალიფიცირებულ მამაკაცებს?

ფემინიზმი ხმამაღლა და მკაფიოდ აცადებს რომ ქალი ადამიანია და მიღებული უნდა იყოს, როგორც ადამიანი.
აი, ამას ნიშნავს ფემინიზმი, როგორც ასეთი.

PS. სოციოლოგ და ფილოსოფოს თეორეტიკოსთა აზრით ფემინიზმი მომავლის იდეოლოგიაა, ისევე როგორც ეკოლოგიური მოძრაობები, და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური გახდება მთელი პლანეტის მასშტაბით.

This entry was posted in გენდერი, სოციოლოგია and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to ფემინიზმი, როგორც ასეთი

  1. tatia says:

    ararigito mokvdavo, minda gaziaro ert sibrdznes, qali adamianis megobaria…😀
    p.s. dzalian momecona statia…:)

  2. Doryan says:

    Statia martlac normaluria da sakmaod sainteresoc, tumca vfiqrob, feminizmi isetive chveulebrivi ideologiaa rogorc sxva danarcheni. mimchnia, rom amgvari ideologiebis popularizacia chaketili sazogadoebistvis ufro mimzidvelia da cotati xelovnurad gamodnobil girebulebebs efudzneba, rac wesit isec nateli unda ikos. rac sheexeba religiur aspeqtebs da qristianul religias, nikeis kreba, rogorc opiumis gamsagebelta legaluri korporaciis aqcionerta kreba, sakmaod chkvianurad moiqca da “sworad” gatvala, tumca dgesac im azrze var, rom ar sheidzleba planetis nebisnmier wertilshi adamiani ertnairi ikos(rogorc qali aseve mamakaci). sheidzleba vidavot ra aris swori an araswori, magram evropuli “cheshmaritebebis” tavze moxveva sachiro araa namdvilad.
    gmadlob statiistvis….

  3. michael says:

    ჩემი დაკვირევებით საქართველოში, როგორც რადიკალიზმის მოყვარულთა ქვეყანაში ფემინიზმის იდეით შეპყრობილი მდედრები, ძირითადად კაცების ლანძღვით და აბსურდამდე დაყვანილი რადიკალური განცხადებებით იქცევენ თავს. რათქმაუნდა ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანი უნდა იყოს, როგორც იურიდიულად ისე მორალურად და სოციალურად, მაგრამ ქალის და მამაკაცის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განსხვავებები რამდენადმე განსხვავებულ როლებს აძლევს მათ. მაგალითად სისულელედ მიმაჩნია რომ მე თუ ქალს ტრანსპორტში ადგილი დავუთმე ეს თურმე ნიშნავს იმას რომ ჩემს უპირატესობას ვუსვამ ხაზს, ან თუ ქალი რომელიც მომწონს სავახშმოდ დავპატიჟე (დაპატიჟებაში, გადახდას ვგულისხმობ და არა მარტო შეთავაზებას) რატომ უნდა ითვლებოდეს რაიმე სახის დისკრიმინაციად?

  4. Green says:

    ანუ ქალი რომ სრულფასოვანი ადამიანია, ეს ”ევროპული ჭეშმარიტებაა”?😀

  5. michael says:

    მე კი ვემხრობი რომ ქართული ჭეშმარიტებაც იყოს, თუმცა რეალობა როგორია ჩვენთან მოგეხსენებათ ალბათ…
    მე იმას ვამბობ რომ სრულფასოვნების მიუხედავად ყველას გარკვეული როლი აქვს, და ისეთ წვრილმანებზე არ ღირს აჟიოტაჟის ატეხვა როგორებიც ზემოთ აღვწერე. მითუმეტეს რომ ეს წვრილმანები არანაირად არ აკნინებს ქალის როლს,
    (იმედია კითხვა ჩემს მიმართ იყო დასმული🙂 )

  6. chankotadze says:

    მადლობა დორიან.
    ახლა რა შეეხება რაში არ გეთანხმები: (:P)
    ფემინიზმი იდეოლოგია არაა ჩემთვის, უფრო აზროვნების გარკვეული წესია, მსოფლხედვაა, ჩემი იდენტობაა რომელსაც თრავად განვსზღვრავ და ვაყალიბებ და არა პოლიტიკური იდეოლოგია. (ჩაკეტილ საზოგადოებებს რაც შეეხება, ჩრდილო ევროპაა ყველაზე დიდი ოაზისი ფემინიზმისაც და ამავდროულად თავისუფლებისაც ).
    ევროპული ჭეშმარიტებების თავსმოხვევას მეც არ ვეთანხმები, ნამდვილად არაა საჭირო ყველაფრის კოპირება. თან, გენდერული საკითხიები მართლაც შეიძლება განხილული იყოს როგორც დასავლური ლოგოცენტრიზმის გავლენა, მაგრამ ასეც რომ იყოს, მაშინ მე არ მჭირდება კულტურა, რომელიც დამჩაგრავს. მირჩევნია ,,უკულტურო” ვიყო. პრაგმატული პოზიციაა მაგრამ ნამდვილად მირჩევნია.
    თუმცა ეს იმ შემთხვევაში ,,ასეც რომ იყოს”, ისე გრინს ვეთანხმები _ ადამიანის ღირებულების საკითხი ჩემი აზრით არაა ევროპული ღირებულება, ზოგადსაკაცობრიოა.

  7. chankotadze says:

    ავტობუსში ადგილის დათმობას და რესტორანში დაპატიჟებას რაც შეეხება😀
    მაგაზე კარგი რაა თუ ვინმე გიფრთხილდება, შენზე ზრუნავს, უნდა გასიამოვნოს ან ასე მოგაჩვენოს მაინც. ჰოდა პირადად მე ვერავითარ დისკრიმინაციას ვერ ვხედავ, ძალიააც მსიამოვნებს (ავტობუსში რომ მითმობენ ადგილს, თორემ რესტორანში არავის დავუპატიჟებივარ :D). თუმცა:
    ეს არ უნდა იგულისხმებოდეს როგორც სავალდებულო. მამაკაცი არ უნდა მოიაზრებოდეს სუბიექტად და ქალი ობიექტად _ მხოლოდ მაგაშია საქმე. ქალსაც უნდა მქონდეს შესაძლებლობა საყვარელი კაცისადმი თავისი ,,მზრუნველობა” სხვა გზებით გამოხატოს, ვიდრე ლოგინში ყავის მირთმევაა. ქალსაც უნდა ქონდეს იგივენაირი შესაძლებლობა ისწავლოს, იმუშაოს, ქონდეს მაღალი ანაზღაურება და რესტორანშიც დაპატიჟოს თავისი პარტნიორი და ძვირფასი საჩუქარიც აჩუქოს _ უბრალოდ ეს მამაკაცის პრეროგატივა არ უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო მამაკაცს აქვს ამის რესურსი.

  8. michael says:

    რათქმაუნდა გეთანხმები.
    ნამდვილად სწორი ფორმულირებაა. მაგრამ ძალიან ბევრი ფემინიზმის იდეით შეპყრობილი მაგას არ უკვირდება, იმიტომ რომ ადამიანი სანამ ჩემს დამოკიდებულებას გაიგებს ამ საკითხზე ასე სიღრმისეულად, მანამდე ადგილის დათმობის გამო ან დაპატიჟების გამო შეურაცხყოფილად არ უნდა იგრძნოს თავი.
    არ მეთანხმები?

  9. chankotadze says:

    ოჰ… რა არის ეს ,,ფემინიზმის იდეით შეპყრობილი”😀 ეგეთი არსება ფემინიზმის იდეით შეპყრობილი კი არა, უმიზეზოდ აგრესიულია ასე ვთქვათ :S

    გეთანხმები. რა შეურაცხყოფა ეგაა, პირიქით😀

    საერთოდ, ყოველთვის ყველაფერში მთავარია კონტექსტი

  10. Anonymous says:

    დღე სუსტებს ჩაგრავენ და არა ქალებს. ამის გამოსწორებაზეა საჭირო ფიქრი. ისე იურიდიულად ქალებს მეტი უფრო მეტი უფლებები აქვთ ოჯახური დავების შემთხვევაში.

  11. Anonymous says:

    madlobt amomwuravad mivige pasuxi,mec ese vfiqrobdi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s