შვილები სამშობლოსთვის

…,,ჩემი ხატია”…ჰოდა, იყოს, ან ვინ იდავებს,
თუ ჩვენს გაძეძგილ საფლავებზე აკრეფილ ვარდებს
თავისუფლების მოედანზე გადაზიდავენ…
რეზო გეთიაშვილი

აფუსფუსდნენ სპეცტანსაცმლიანი ადამიანები და 2010 წლის გაზაფხულზე გმირთა მოედანზე ახალი ფალოსური სიმბოლო აღმართეს _48 მეტრიანი მონუმენტი, რომელიც 1921 წელს დაღუპული იუნკერების, 1924 წლის
აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. მონუმენტზე დაღუპული მებრძოლების სახელები და გვარებია ამოკვეთილი, მათი ღვაწლის სამარადჟამოდ განსადიდებლად. (ვფიქრობ რა შეღავათია ასეთი მონუმენტები ნაადრევად ამოხოცილი ახალგაზრდა ხალხისთვის და გულს მეფონება _ ეს მარადიული ზეციური დიდება ხომ ყველა იმ სიხარულსა და მშვენიერებას სჯაბნის რისი განცდაც მიწიერი ცხოვრების დროს შეეძლო ადაიანს). მიწიდან ამოზრდილი ეს გიგანტურ-დამზაფრავი სიმბოლო 26 მაისს საზეიმოდ გახსნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სათანადო სიტყვაც წარმოთქვა პუტინის იდუმალ ჩანაფიქრზე, ქართველთა ძლევამოსილებაზე, გმირობაზე, ქართული დროშის ამაყ ფრიალზე და ასეთ რამეებზე.
დღეს ამ ამბის გახსენება ორი მოვლენის დამთხვევამ განაპირობა:
დილით სდაზოგადოებრივი არხის ეთერი ვიხილე _ სამი ქალი რომ განიხილავს ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს, მაგ გადაცემა იყო (სახელი არ მახსოვს). ამ ქალებს სტუმრად ფემინისტი და ქალის უფლებათა დამცველი ლიკა ნადარაია მოეწვიათ. (ორიოდე დღის დაბრუნებული ვარ ლიკას მოწყობილი ფემინისტთა საზაფხულო სკოლიდან და რა გული მომცემდა გადართვის ნებას , თორემ არ მომწონს მაგ ქალების ყურება ნამდვილად. ასე მგონია ბებიაჩემის დაქალების ჭორაობას ვესწრები). ჰოდა ეს ნანა ფაჩულია დიდად აღაშფოთა ლიკას ნათქვამებმა, რომ ქალის ინდივიდუალური თავისუფლება მნიშვნელოვანი რამეა და თუ დედობა ამ თავისუფლებას ზღუდავს, მაშინ შეიძლება ქალმა უარი თქვას დედობაზეო.
ნანა ფაჩულიას ბაგეებით ამეტყველებულმა პატრიარქალურმა ლოგიკამ დიდად შეიცხადა, როგორ შეიძლება ქართველმა ქალმა დღეს დედობაზე უარი თქვას ან ეკონომიკური სიძნელეების, ან ინდივიდუალური თავისუფლების ან საერთოდ ნებისმიერი მიზეზის გამო, როცა ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა ასე საგანგაშოა და სამშობლო ითხოვს ჩვენგან შვილები აღზრდა-გაჩენასო. როდის ქონდათ განა ქართველ ქალებს უკეთესი ცხოვრება, მაგრამ ისინი ყოველთვის მრავალ შვილს აჩენდნენ სამშობლოს გულისთვისო და ა.შ. მოგვიანებით თავისი ცხოვრებიდან მოიყვანა მაგალითი, რომ მთავარი სიყვარულის ჯადოსნური სივარდისფრეა და შვილს ისე გააჩენ თუ ვინმე გიყვარს რომ არც დაფიქრდები ეკონომიკურ პირობებზე, მომავალ პასუხისმგებლობაზე. მთავარია რომ ქალს უნდა უყვარდეს მამაკაცი და ქალმა მრავალი შვილი უნა შვას, რომელთაც გულუხვად მიიყვანს სამშობლოს სამსხვერპლოზე.
დღის მეორე ნაწილში კი პროფკავშირებში იყო ქალის შრომითი უფლებების განხილვა, რომელსაც მეგობრის წყალობით დავესწარი. ჰოდა ერთმა პატივსაცემმა მამაკაცმა განაცხადა _ კი ბატონო, ქალებს უფლებები უნდა ქონდეთ და თავისუფალი და ლაღებიც უნდა იყონ, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურისთვის მახასიათებელი ჰარმონიული ოჯახი, სადაც მამაკაცია შემომტანი და მამა-მარჩენალიო. ქალებმა თუ ძალიან მოინდომეს მთლად მამაკაცებივით დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ეგ ცუდის მეტს რას მოიტანსო. შემდეგ ამ ქართული მოდელის საუკეთესოობის ხაზგასასმელად ევროპის მაგალითი მოიყვანა. აი, ქალების ემანსიპირებამ მიიყვანა ევროპა დაბერებამდე და დემოგრაფიულ კატასტროფამდეო. ამ შენ ქალებს შეშინებიათ, შვილებს რომ გავაჩენთ ჩვენ ისეთი თავისუფლები და დამოუკიდებლები ვეღარ ვიქნებით და შვილზე ზრუნვა ჩვენი ბედნიერების საშუალებებს აღარ დაგვიტოვებსო და ამიტომაც აღარ აჩენენ შვილებს. ამიტომაც, ქართველმა ქალებმა ეს არ უნდა გაიმეორონ და არც უნდა მოუნდეთ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ბედნიერება და ეგეთები… ისედაც ჰარმონიულად არის ყველაფერი და რა საჭიროა ზედმეტი აბურდვა.
დღესავით ცხადია, რაა გასაპროტესტებელი: საკუთარ თავს ვივიწყებთ და ვხდებით ის, რაც უნდა ვიყოთ ამ ,,ჰარმონიის” შესანარჩუნებლად _ გულმოდგინედ ვთამაშობთ ამ როლს _ ვაჩენთ ბევრ შვილებს, ვაჟებს ოღონდ. ვაჟები არიან მეომარი ძალა. 9 თვე მუცლით ვატარებთ, შემდეგ ტანჯვით და ვაებით, სისხლით და ოფლით ვშობთ და აღვზრდით ყველას რიგიანად _ მშვენიერ, მკერდგანიერ ვაჟკაცებს გავზრდით და სიყრმიდან ვასწავლით მამულის სიყვარულს და თავდადებას. ტფუი მას, ვინც წამით მაინც დაინანებს თავისი შვილის სიცოცხლეს ,,მამულისათვის” როცა მორიგი პრეზიდენტი მორიგ ომს ატეხავს.

ჰოი, სამშობლო, სამშობლო, სამშობლო!

This entry was posted in გენდერი, პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to შვილები სამშობლოსთვის

  1. notespost says:

    ცუდია რომ რაღაცეებს გკარნახობენ. გეგონება ძალიან ბევრი იციან.
    თუმცა მაინც მგონია, რომ ქალის თავისუფლებას ხელს ბავშვი ვერ შეუშლის. ქალს თუ უნდა თავისუფალი იყოს, მაშინაც მოახერხებს ამას თუ შვილი ეყოლება.🙂

  2. salomeaa says:

    აჰემ ჩემი და შენი შეხვერდა პროფკავშირებში ამ პოსტის მუზა თუ გახდებოდა არ მიფიქრია
    მოდი დავიწყოთ თავიდან– ის მონუმენტი, რომელსაც ყოველ დღე ვუვლი გვერდს და გახედვაც არ მინდა მისკენ ( არც კი გავიმეორებ რასაც შენ შეადარე) ნამდვილი მარაზამია, არც მეტი არც ნაკლები.
    იმ გადაცემას, რომელსაც შენ უყურე ქვია ,,სამოთხის ვაშლები”, თავიდან ოთხნი იყვნენ, ახლა სამნი დარჩნენ და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ თურმე ეს გადაცემა (როგორც ანონსში იუწყებიან) შემეცნებითი ყოფილა. 3 უსაქმური ქალის უაზრო აზრები როდის მერე გახდა შემეცნებითი ამას ჯერ ვერ ჩავწვდი.
    რაც შეეხებეა შენს მეგობარს( ანუ მე) და პროფკავშირებში შეხვედრას, გამოწურული ლიმონივით ვიყავი და ბოლოსკენ აღარც კი მქონდა რაიმე კომენტარის გაკეთების თავი. განსაკუთრებით ჩემი ,,სულამხუთავის” სიტყვები დამამახსოვრდა – ქმარი თუ არ გცემს და თუ ოჯახში ფული შემოაქვს მეტი რა გინდა, ქალი ხარ და ბედნიერი უნდა იყოო.
    დიდხანს არ დამჭირვებია ფიქრი – ასეთ შემთხვევაში ვიქნებოდი თუ არა ბედნიერი. რათქმაუნდა არა!!!!
    მიყვარხარ:*

  3. chankotadze says:

    notespost

    ჰო რა თქმა უნდა, მაგაშია საქმეც, რომ არ უნდა შეუშალოს. და თუ ქალებს გვინდა რომ თავისუფლები ვიყოთ აიტომაც უნდა დავიცვათ ჩვენი დედობის უფლება სახელმწიფო კანონმდებლობის დონეზე.

    salomeaa

    თვითონ გადაცემის იდეა მე ძალიან მომწონს სალ. შეიძლება შემეცნებითი იყოს და უფრო მეტიც, ეგეთ გადაცემას მეტის გაკეთება შეუძლია ზოგჯერ ვიდრე მამა ღმერთივით ბრძენ-სერიოზულ სიფათებიანი ექსპერტების მოწვევას. ოღონდ ნანა ფაჩუაშვილი თუ დააჯინეს იქ და იმან XIX-XX საუკუნის ლოგიკა აფრქვია ძალიან საგანმანათლებლო-შემეცნებითი კი გამოვა ის გადაცემა (ის ორი ქალი კარგი იყო და ნორმალური პროდუსერის პირობებში არ იქნებოდნენ ურიგო წამყვანები).

    ნუ ,,შენი სულთამხუთავი” ფენომენი იყო😀 მაგრამ შესწავლად მაინც არ ღირს, არც მასეთი ორიგინალური შემთხვევაა😀

  4. michael says:

    მე მგონია რომ მთავარია რაიმე უკიდურესობას არ გადავეყაროთ, ვისაც უნდა იყოს დედა და ვისაც ეს რამეში ხელს უშლის ის ნუ გააჩენს, ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს. სამშობლოს რაც შეეხება, მე ვფიქრობ ყველას გვაქვს გარკვეული ვალდებულება სამშობლოს წინაშე, ვინც რაიმე ფორმით მას თავს (შვილს) წირავს ეს მისი გმირობის ამბავია, გმირობას კი ვერავის ვერ დაავალდებულებ ეს თავად ადამიანს უნდა ქონდეს. (თავგანწირვის მაგალითები რომ არ გვქონოდა ისტორიაში აქამდე მოღწევა გაგვიჭირდებოდა) მე პირადად მეორე უკიდურესობაც მაღიზიანებს საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია რომ შვილი ბამბებში უნდა გაზარდოს და პატარა არეულობისთანავე ლაჩარივით გააპაროს წითელი ხიდიდან.
    შეიძლება პოსტის ძირითად აზრს გადავუხვიე კიდეც ცოტათი მაგრამ მინდოდა მეთქვა რომ თავგანწირვა ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ პრეზიდენტების და მეფეების ხუშტურებზე წამოწყებული ომებში არ ხდება ხოლმე ძირითადად

  5. chankotadze says:

    რა თქმა უნდა, ვისაც უნდა გააჩენს შვილებს, ვისაც არ სურს_არ გააჩენს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ შეიძლება ადამიანს უნდოდეს ზოგადად შვილის გაჩენა, მაგრამ სოციოკულტურული გარემო იმდენ წინააღმდეგობას შეიცავდეს რომ უარი თქვას.
    მე მინდა ბევრი შვილი გავაჩინო, მაგრამ გაჩენა ხომ არაა მთავარი _ ისინი ადამიანები არიან რომელთაც სჭირდებათ გარემო სადაც განხორციელდებიან ადამიანებად.

    მე ყველა ომი ხუშტური მგონია, ისინი განსაკუთრებით- რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო და ვერ ან არ მოხერხდა. მე პატივს ვცემ შენ აზრს, მაგრამ მეც მგონია რომ, პატრიოტიზმის სახელით თავგანწირვის მოთხოვნა ჩვენ საუკუნეში დაგვიანებული და ამორალური საქციელია. თან პატრიოტიზმი მოხერხებული რამეა სხვა ინტერესების გადასაფარად.
    არ ვთვლი ლაჩრობად საკუთარი სისხლის და ხორცის არგაღებას ,,ვიღაცის” დაჟინებული და უსამართლო მოთხოვნის გამო.

  6. michael says:

    ვრცელი და საკამათო თემაა, იმაში გეთანხმები რომ მთავარი გაჩენა კი არა აღზრდა და გარემოა. ასე რომ გაჩენაზე მთავარი აღზრდაა. გაჩენა ყველას შეუძლია აღზრდა არა.
    ომს რაც შეეხება ომი ხუშტური მაშინაა როცა თავს კი არ იცავ აქეთ უვარდები ვინმეს, ნუ ეს თემა პოლიტიკაში გადაგვაგდებს ასე რომ ამის განვრცობა არ ღირს.
    პატრიოტიზმს და თავგანწირვას რაც შეეხება, ზემოთაც ვთქვი რომ მოთხოვნა, სტერეოტიპი, (თუ არ შესწირე თავი პატრიოტი არა ყოფილხარ) თავისთავად სისულელეა, ერთი უკიდურესობა, სისულელეა თუ ადამიანს იმით შეაფასებ თავის გაწირვა უნდა თუ არა, თავის გაწირვა არავის უნდა, მაგრამ მეორეს მხრივ თუ ჩვენ ყველამ შიდა თუ გარე პრობლემა ჩვენი ქვეყნისა ქვეყნიდან გაქცევით “მოვაგვარეთ” იმ მოტივით რომ ვიღაცის ხუშტურებს ვერ შევეწირებიო, მაშინ ჩვენ ქვეყანა კი არა რაღაც ტერიტორიაზე, საძოვრებზე მიშვებული პირუტყვი ვყოფილვართ და არა საზოგადოება და ქვეყანა.
    იმის თქმა მინდა რომ ავღანეთში რომ მაძალებდეს ვინმე წაყვანას ეს დიახაც რომ ვიღაცის ხუშტური იქნება, მაგრამ თუ მტერი ქვეყანაში შემოვიდა, მე ამ დროს ვალდებული ვარ რითიც შემიძლია იმით ვებრძოლო, და თუ ეს ვალდებულება არ მაქვს გაცნობიერებული, პატრიოტიზმს რომ თავი დავანებოთ, მე უბრალოდ ღირსი არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქეობისა.

  7. salomeaa says:

    მართალი ხარ:* არ ღირს მისი შესწავლა

  8. chankotadze says:

    michael
    ჰო, როცა ,,მტერი” შემოდის ყველანი მასე ვგრძნობთ. აგვისტოში ჭკუიდან გადავდიოდი, ვერ ვხვდებოდი რა მეკეთებინა, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, ნეტა ბიჭი მაინც ვიყო რომ მეც წავსულიყავი-მეთქი. უქმად ჯდომა ტვინში სისხლს მიქცევდა, მაგრამ აგვისტომ რომ გაიარა და კიდევ რამოდენიმე ხანმა, ცოტა სხვაგვარი მოხაზულობები შეიძინეს მოვლენებმა. მტერ-მოყვარეზეც დაკონკრეტდა წარმოდგენები.
    სამშობლო ჩემთვის კრებითი სახელია და იმ ადამიანებს მოიცავს რომელიც სამშობლოდ ცნობილ ტერიტორიაზე ცხოვრობენ (თუმცა მთლად ნათლად არ მაქვს წარმოდგენილი, რატომ უნდა ჩაითვალონ ეს ადამიანები სხვა სამშობლოებად ცნობილ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე უკეთესებად).

  9. ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა დედობა.
    ყირამალა აყენებს ადამიანის სიცოცხლეს (ქალისას განსაკუთრებით). არ არის შეუძლებელი დედობა სხვა რაღაცეებს შეუთავსო, უბრალოდ ცოტა.. ცოტა კი არა, კაი მაგარი რთულია. რათქმაუნდა, გაცილებით ადვილია საკუთარი ერთი ადგილისთვის ცხოვრება, სადარდებელიც და საზრუნავიც უფრო ცოტაა.

  10. chankotadze says:

    კი, კი _ რა თქმა უნდა არაა შეუძლებელი სხვა რამეების შეთავსება. შეუძლებელი რომ იყოს ეგ იქნებოდა ტრაგედია, რთული როა ეგ არის პრობლემა, გაიოლება (სახელმწიფოს მწყობრი პოლიტიკისა და კონკრეტული ფასეულობების გაძლიერების ხარჯზე) იქნება გადაწყვეტა ჩემი აზრით🙂

    როგორც მივხვდი, შენ უკვე დედა ხარ :რაღაცნაირიშურიანისმაილი:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s