Summer In The City

ზაფხული _ თბილისის ზოოპარკის (თუკი შეიძლება ისევ ეწოდოს) კარუსელი

დილით ძილი შეუძლებელია _ მზის სხივებმა რომც ვერ მოაღწიონ შენამდე, სულ ერთია, ზაფხული ნებისმიერი აგრეგატული მდგომარეობით გარტყია გარს და მცხუნვარებს. მერე ჰაერი უფრო და უფრო დახუთული ხდება. შუადღისით კი, თუ კარგად დააკვირდებით ასფალტს (მიწასაც, თუ გნებავთ), შეამჩნევთ როგორი ლივლივა ოხშივარი ასდის.
ხეების ჩრდილი?_ ამაოა. შეხედეთ ერთი _ ფოთლებს სქელ ფენად აუკრავთ მტვერი, რომელიც საფუძვლიანად იკირება მწვანე ქსოვილებზე და ისინიც უკვე მწვანედ ვეღარ გამოიყურებიან. ასეთი ხეების ჩრდილში ტემპერატურა გრადუს-ნახევრით თუ განსხვავდება ჩვეულებრივისგან. იგივე ხდება შენობებშიც ( თუ მაცოცხლებელი კონდიციონერები არაა დამონტაჟებული).
მოკლედ მთელი დღე ჭკუიდან გადასვლას ანდომებ, ქვიშაზე გამორიყული თევზივით ღაფავ სულს და საკუთარი თავისვე მოსატყუებლად, იმედით მიაშურებ ხან ნაყინს, ხან ცივ წვენებს. ამაოა _ ცივი წვენები ხახის გაგრილების მეტს ვერაფერს გშველიან, ნაყინი კიდე კარაქიანი პურის გემოსია და ეგაა.
მაგრამ განა შეიძლება ასე ცალმხრივად ვაკრიტიკოთ ქალაქური ზაფხული? სულაც არა… ამ მტანჯველი დღის შემდეგ, ჰელიოსი რომ თავის ეტლს ცის კაბადონის ბოლო მონაკვეთებზეც გადააქროლებს, ანუ მზე მოსავანებლად წაბრძანდება, ქალაქს ნეტარებისმომგვრელი საღამო ეუფლება.
აი, მაშინ იწყება სიცოცხლე… ადამის შთამომავლები ერთიანად გამოიშლებიან საღამოს სიგრილით სატკბობად. ვინ ძაღლს ასეირნებს, ვინ ბავშვებს, ვინ ლუდს წრუპავს ეზოში, ვინ კარტს თამაშობს, ვინ გულისსწორს (ვიყოთ სულგრძელნი და ზედმეტად ნუ დავაკონკრეტებთ ამ საკითხს) ესიყვარულება. გოგოები მზესუმზირის კანების ფრქვევით, ჯგუფებად დაიარებიან საღამოს რომანტიკით მოცულ ქუჩებში. ბიჭები არ დაიარებიან, ერთი ადგილი აქვთ შერჩეული და იქ სუფევენ. შუახნის მამაკაცები მაგიდებს უსხედან და სასმელზე თამაშობენ კარტს, ნარდს ან რაიმე მსგავსს( ვერ ვერკვევი). დიასახლისები ყველაზე ნაკლებად, მაგრამ, მაინც შეიმჩნევიან.
ეს რაც შეეხება მოკრძალებულ ეზოებს. ახლა პარკები, სკვერები, კაფეები და რესტორნები ნახეთ. ზაფხულის ქალაქშიც საინტერესოდ ჩქეფს ცხოვრება…

This entry was posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to Summer In The City

  1. michael says:

    არ მიყვარს ქალაქის ზაფხული… საშინელებაა, თბილისში მითუმეტეს, სანამ ყველა გაიკრიფება თბილისიდან ისეთი ბუღია ქუჩებში გამონაბოლქვისგან რომ ძნელია სუნთქვა, აგვისტოში ცოტა არაუშავს, ქალაქი დაცლილია და გზებზე თავისუფლად მაინც იმოძრავებ, ზაფხულის გატარება ქალაქში მით უფრო აუტანელია როცა მთელი წელი ამ ქალაქს უყურებ და კიდევ ზაფხულშიც, როცა ყველა გაქცევას ცდილობს აქედან.

  2. khatia says:

    მე მიყვარს ქალაქის ზაფხული, ოღონდ მართლა და თანაც ძალიან. ქალაქის ზაფხულს განსაკუთრებული სუნი აქვს.მხოლოდ , შეღამებულზე გრძნობ ამ სუნს, ზომაზე მეტად თბილ ჰაერში არეული, გაგრილებული ასფალტისა და შემწვარი კარტოფილის სუნი. დაცარიელებული ქუჩები და საზოგადოებრივი ტრანსპორტები და ქალაქის მცხუნვარებას შემორჩენილი, ყოველდღიურობაში ჩაძირული ადამიანები. ცოტაზე მეტად სევდიანიც კია ქალაქური ზაფხული.
    ჩემთვის გამაბრუებელი სიმშივდე ახლავს თან,თითქოს დროის შეგრძნებას კარგავ, არსად გეჩქარება, უამრავი დრო გაქვს ფიქრისთვის, უსაქმურობისთვის. მოცალეობის ჟამს კი ყველაზე ხშირად გიტევს უცნაური ფიქრები. ქალაქური ზაფხულის მოკლე ღამეები ჩემთვის მომავალ წლის დაგეგმვაზე ფიქრში ილევა ( ვერ ვისწავლე, რომ ეს სისულელეა) :)))))))) ზაფხულში ცოტას ვლაპარაკობ ან საერთოდ არ ვლაპარაკობ, ყველაზე მეტად ეს მომწონს ქალაქურ ზაფხულში :)))))

  3. tatia says:

    an… damijere, rodesac gamocdi, rom arsebobs evropuli qalaqebi (praghis msgavsi) kondicioneris gareshe, dzalian daafaseb im faqts, rom shegidzlia macocxlebeli kondicionerebit datkbe…🙂

  4. michael says:

    khatia
    ეგ ყველაფერი საამურია მაშინ როცა დიდი ხნით ქალაქგარეთ მყოფს მოგენატრება მშობლიური ქალაქი და გვიან აგვისტოს ეწვევი როცა ხალხი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა და ქუჩები ისევე საამურად ცარიელია. ოღონდ ეს ეფექტი მხოლოდ 2-3 დღეს გრძელდება, მერე ისევ ის მომაბეზრებელი ქალაქი ხდება დასასვენებლად წასვლის წინ ყელში რომ გქონდა ამოსული მისი ყურება…
    რეავიც ჩემი განცდები ასეთია ხოლმე…

  5. salomeaa says:

    გაგრძელდებოდა მეგონა და უცებ შეწყდა…
    არ შემიძლია შენი ფრთიანი ფრაზა არ დავწერო ,,სიცხისგან სამარადჟამოდ დავდებილდი”:*

  6. chankotadze says:

    ხატ, ერთ მოკრძალებულ შესწორებას შემოგბედავთ ,,ზაფხულის სუნთან” დააკავშირებით😀 შემწვარი კარტოფილის სუნი ზამთარში უფრო საგრძნობია (თან ქონში შემწვარი კარტოფილის), ზაფხულში შემწვარი ბადრიჯნის სურნელი დომინირებს😀

    ჰოდა გუშინ თბილისში ჩემმა მხოლოდ ერთდღიანმა ვიზიტმაც კი დამარწმუნა, რომ მიჩელი სიმართლეს ამბობს… მართლაც ,,ისე სამარადჟამოდ დავდებილდი”, რომ დილით საკუთარი სიზმრებისგან დაფეთებულს გამომეღვიძა😀

    და პრაღაში კონდიციონერები აკრძალულია კი მაგრამ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s