თათია

თათია

დღეს თათიას დაბადების დღეა (თათია, თამუნია, თა…). თათია ჩემი დეიდაშვილია _ ჩემი ბავშვობის მესაიდუმლე. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვთამაშობდით, ერთი ტანსაცმელი გვეცვა, ჩვენი მოფიქრებული სიტყვები გვქონდა. როცა ერთი დღით ვნახულობდით ერთმანეთს, ლოგინში საიდულოებს ვუყვებოდით ღამ-ღამობით. დილით ათას მაიმუნობას ვიფიქრებდით რომ წასვლა როგორმე გადაედოთ მშობლებს და მეტ ხანს ვყოფილიყავით ერთად. ის თბილისში ცხოვრობდა, მე ხარაგაულში, მაგრამ ყველა არდადეგებს ერთად ვატარებდით. მასთან ყოფნა საშინლად მიყვარდა, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან სასიამოვნო, ჯადოსნური ხდებოდა რატომღაც, თითქოს ცისარტყელა გადაიჭიმა ცაზეო.
ახლა მოზრდილი ადამიანი გავხდი (სადავო დებულებაა, მაგრამ ფორმალურად მაინც ასეა). თანამედროვე ცხოვრების არაადამიანურ რიტმში ყოფიერება ისე მიქრება თითებშორის, როგორც წყალი ჟონავს ხოლმე პეშვიდან. პლანეტის დანარჩენი მოქალაქეებივით მეც ათასი პარანოიით შეპყრობილ თანამედროვეობის უბადრუკ ჭიანჭველას, ბავშვობიდან გამოყოლილი ჯადოსნურობის განცდა მაინც არ მშორდება. არ ვიცი რისი განცდაა _ სიმშვიდის, ბამბის ქულებით მოფენილი ლურჯი ცის, ბებიას თბილი ხელების თუ რწმენის _ რომ ოდესღაც, დიდი ხნის შემდეგ, როცა გავიზრდები, ყველაფერი კარგად იქნება.
არადა, კარგი ბავშვობა სულაც არ მქონია. დიმიტრი უზნაძე წერდა, რომ წარსულში მოქცეული მოვლენა ყოველთვის გაიდეალებულია, რომ ის ყოველთვის უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება წარსულში მოქცევის შემდეგ, ვიდრე ის იყო აწმყოში, რაკი ინდივიდი საკუთარ წარსულს ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე უდგება და მასში ხედავს იმას, რაც ჭირდება რომ დაინახოს.
ჰოდა, მე ჩემი ჯადოსნური ბავშვობა მჭირდება და თათიაც მისი ნაწილია.
დიდი ონავარი ბავშვი კი იყო _ ეშმაკი და ალერსიანი. თითქმის არ არსებობდა საკითხი, რომელზეც უფროსების ნებართვის მიღება არ შეეძლო _ მიუცოცდებოდა უფროსებს, ხელებს შემოხვებდა, აკოცებდა _ ხომ იცი როგორ მიყვარხარ…. და მერე საქმეზე გადადიოდა. თაფლივით დამდნარი მშობელ-ნათესავებიც იძულებული იყვენ ნებართვების ამგვარად გამოძალვას დაყაბულებოდნენ. უარი არ არსებობდა _ თათია კატეგორიული იყო (ამიტომაც სულ ვჩხუბობდით _ აი ასე, ერთმანეთი გვიყვარდა და ვჩხუბობდით).
ფაქტია, ადამიანებს ფიზიკური სხეულების გარდა აქვთ კიდევ რაღაც _ არ ვიცი აურა ქვია მაგას, მეტაფიზიკური სხეული თუ ემანაციას ასახივებენ. ყოველ შემთხვევაში ამ რაღაცას უნდა ასხივებდეს ადამიანი, რომ მისი არსებობა იგრძნო, თორემ შეიძლება საუკუნენახევარი უყურო და ჰორიზონტს ხედავდე მის მიღმა. შეიძლება ხალხმრავალ ჰოლში იჯდე და უკაცრიელ კუნძულზე გეგონოს თავი. _ თათიას ქონდა ეს აურა თუ ემანაცია _ ამიტომ მეტი აღარავინ და აღარაფერი გვჭირდებოდა ბედნიერებისთვის თუ ერთად ვიყავით. სოკოებს და რკოებს ვაგროვებდით, ნახერხის ტორტებს ვაცხობდით, გულმოდგინედ ვზელდით ტალახს, აგურების ფორმას ვაძლევდით და კმაყოფილებით აღსავსენი ვაშენებდით სახლს. იოტისოდენადაც არ გვეპარებოდა ეჭვი რომ ამ ტალახისგან მშვენიერი სახლი გამოვიდოდა😀
ახლაც მინდა ეჭვი არ შემეპაროს, რომ ამ ტალახისგან მშვენიერი სახლი გამოვა. თათიას არ ეპარება ხოლმე ეჭვი. ის ძალიან ძლიერია და მეც მშველის ხოლმე.
დღეს თათიას დაბადების დღეა. მაზეგ თათია იმ ბიჭზე ინიშნება, ძალიან რომ უყვარს. ერთი თვის შემდეგ თათიას ქორწილი აქვს. მე მისი მეჯვარე უნდა ვიყო.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to თათია

  1. Chazu says:

    “Is Bichi” Dzalian Amayobs Shenit An..🙂

  2. lex tempus says:

    მეს უყვარს ორივე:)

  3. tatia says:

    tatia kide uuuzomod madlobelia aseti vrceli chanaxatistvis…🙂
    uuzomod miyvarxar anko… :*

  4. michael says:

    კარგი პოსტია… ბავშვობა გამახსენდა,

  5. B@stet says:

    Me ar mexerxeba lamazi sitkvebit laparaki, magram shemtxvevit vsargeblob da Tatias bednierebas vusurveb “im bihtan” ertad🙂 :**

  6. chankotadze says:

    დიიიდი მადლობა თათიას მაგივრად ^_^ (გაბადრულიმზე)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s