Dancer in the Dark

იყო მართალი და პატიოსანი ძალიან ძნელია. იყო ბედნიერი კი _ უფრო ძნელი. ადამიანებმა შექმნეს წესების მინიმუმი, რომ თავი დაიცვან ერთმანეთის უსინდისობისა და ეგოიზმისაგან, მაგრამ ეს საკმარისი არაა. წესები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები და თვითონ კანონები და სამართალიც კი, სინამდვილეში უკვე პრიმიტიული და უძლურია _ მათ არ შეუძლიათ სამართლიანობის უზრუნველყოფა, როგორც ქაღალდის ნავებს არ შეუძლიათ წყალში ცურვა და მხოლო ზედაპირზე ტივტივებენ. ადამიანები კი საკუთარი ფანტაზიით ავსებენ მათ ნამდვილ გემებთან მსგავსებას.
ჯოგში, სადაც ყველა გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგს შეუძლია სხვისი გაწირვა საკუთარი სისხლისა და ხორცისთვის სარგებლის გამორჩენის მიზნით. ზოგი კი, რაც უნდა მოხდეს, წესების დაცვით თამაშობს და ერთი წამიტაც არ ღალატობს იმას, რადაც საკუთარი ადამიანობა წარმოუდგენია.
სელმა ასეთი პერსონაჟია _ ქარხნის მუშა ქალი პატიოსნების და სინამდვილის ნიჭით, სილამაზისა და რიტმის მძაფრი შეგრძნებით, პროგრესირებადი სიბრმავით და პროგრესირებადსიბრმავიანი 12 წლის შვილით. ჩეხოსლოვაკიელი ემიგრანტი 60-იანი წლების ამერიკაში ჩამოიყვანა სურვილმა, რომ საკუთარი შრომით ფული დააგროვოს ოპერაციისთვის, რომელმაც მისი ვაჟი სიბრმავისგან უნდა იხსნას.

მოკლედ, ახლახანს ვნახე ლარს ფონ ტრიერის ფილმი _ ბნელში მიცეკვავე და ამდენს იმიტომ მივედებმოვედები, რომ ფილმის ზემოქმედების ქვეშ ვარ.
სელმას როლს ბიორკი თამაშობს და ფილმიც ბიორკის მუსიკით არის გაფორმებული (დიდებული მოსასმენია, მაგრამ სიმღერის ტექსტებს მამაკაცის უხეში ხმა თარგმნის რუსულად და ყველაფერს აფუჭებს. ასე რომ, ფილმის მთელი ეფექტის შეგრძნება ალბათ მხოლოდ ორიგინალურ ენაზეა შესაძლებელი). საფუძვლიანად შეძრული ვარ სელმას ფენომენით (რომელიც სხვათა შორის, სოლჟენიცინის მატრონას მივამსგავსე ..მატრონას ეზოდან”, ალერსიანობის, წყნარი ბუნების და კიდევ რაღაცნაირი სათნოების გამო). დანარჩენს თავად მაყურებელი გადაწყვეტს.
ზედმეტად მძიმე ფილმია იმისთვის, რომ ვინმეს მისი ყურება ურჩიო, მაგრამ, ამავე დროს მრავლისმთქმელი იმ სოციალური ფენომენის შესახებ, ადამიანი რომ ქვია.

PS. საჭირო არ მგონია ოქროს პალმის რტოების და ეგეთი რამეების ჩამოთვლა, რასაც მამა გუგლი ერთ წამში მიაწვდის ყველა მსურველს. ზრდილობის გამო გთავაზობთ ორიოდე ლინკს,საიდანაც ფილმის გადმოწერა შეიძლება
http://allmovies.ge/ge/#movie/IOKL
http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=4526&order=1.1&search=dancer%20in%20the

და ბახის ღვთაებრივი მუსიკით გაფორმებულ კადრებს, რომლებსაც ბახი ბიორკზე მეტადაც კი მოუხდა

This entry was posted in კინო and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to Dancer in the Dark

  1. ჩემი უსაყვარლესი ფილმი. დიდი ხანია არ მინახავს.

  2. Lord Vader says:

    რამდენი მოყვარული ყავს ამ ქალს ქართველ ბლოგერთა შორის, იცის ნეტა?

  3. chankotadze says:

    ალბათ დაახლოებით წარმოუდგენია :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s