გალათაელთა პასუხი ,,პავლე მოციქულს”

ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, უსამართლობაზე მეტს ნუღარ დაიწუწუნებთ
(მიმართვა გალათაელებს. ბოლოდან მეორე აბზაცი )

ავტორი სერგო ფარაჯანოვი


ძმაო პავლე, სულზედ უტკბესო და მარადჟამს საყვარელო, შენმა ამასწინდელმა ქადაგებამ სიამე მოგვგვარა, რამდენადაც მოლოდინით დაქანცულ თვალებს შენი ხილვა ენატრებოდათ. მაგრამ, ამის მეტად არ შეხებია ჩვენ გულებს შენი ნაუბარი.

ის, რაც შენ გვითხარი, ძმაო, არათუ შეგონებად არ გამოგვადგება, მთლად ღვთისა და კაცის საგმობ საქმეს ვიზამთ, მაგ შეგონებას რომ მივდიოთ. გამოსულხარ და გვასწავლი, ჩვენ ყველანი უსამართლონი და მატყუარანი რომ ვართ. მაგაში ერთი წამითაც არ შეგედავებით, რა თქმა უნდა. მაგაში მართალი ხარ ცამდე, მაგრამ ეგ ფაქტის კონსტატაციაა, ძმაო პავლე, ფაქტის იტერპრეტაციები და შექმნილი პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტის ხედვა კი უკვე ჩვენ ისეთივე განსხვავებული გვაქვს, როგორც სამოთხის ეთეროვანი ნაზი სიო განსხვავდება ჯოჯოხეთში მობრიალე გეენისგან.

კი ბატონო, ვართ უსამართლო და ფარისეველი ხალხი, ძმაო, მაგრამ რა ვუყოთ ახლა ამ ამბავს _ შევეგუოთ და ვთქვათ, ბუნებრივია ეგ ამბავი და სამარაჟამოდ ასეც დარჩეს, მის შესაცვლელად თითის განძრევაც ისევ და ისევ ფარისევლობაა და მეტი არაფერიო?! შენ გინდა გვასწავლო, რომ ჩვენ ჩვენი მოკლე საბნები შემოვიხვიოთ და შიშველი ფეხები ამ მოკლე საბნებში შევმალოთ?! განა მსგავსი უმოქმედობა და წვრილბურჟუაზიული მორალი დაგვამკვიდრებინებს ცათა სასუფეველს. ან თუნდაც, განა ეგ კი იქნება გულწრფელი?! განა მაგ საბნის აკეცვით და სიცივეში გორგლად მოხვეული ძაღლის მიბაძვით გავხდებით გულწრფელები და სამართლიანები?!

იმ ადრინდელი ქადაგების დროს სულ სხვანაირად ჭიკჭიკებდი, ძმაო პავლე! მაშინ ამბობდი _ ,,ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული”(გალატელთა მიმართ.14.5).

შენ ამბობ, თითქოს აბსურდია სამართლიანობა არსებობდეს. ჩვენ გიპასუხებთ _ თუნდაც აბსურდი იყოს, მაგ შემთხვევაშიც კი, ჩვენ სამართლიანი აბსურდი გვერჩივნებოდა…

PS. ძმაო პავლე, შენი პირველი ქადაგება ჯობდა. იმან წინადაცვეთას გადაგვაჩვია!

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to გალათაელთა პასუხი ,,პავლე მოციქულს”

  1. blumgardt says:

    მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეზმანებოდაო😀
    ნამდვილი ადამიანი ხარ, რისი დანახვაც გინდოდა იმ პოსტში, მხოლოდ ის დაინახე😀

  2. chankotadze says:

    ,,ნამდვილი ადამიანი” ამ შემთხვევაში დამამცრობელ შინაარს შეიცავს თუ პირიქით, რატიოგენე?😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s