მზე, დიდი ოჯახი და ცხოველები

თუ ბავშობაში ხელში ჩაგვარდნიათ ჯერალდ დარელის წიგნი _ ,,მე,ჩემი ოჯახი და ცხოველები” (ორიგინალში წიგნს ,,ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები” ჰქვია, მაგრამ მე რატომღაც ასე მახსოვს კორდონის მწვანეგარეკანიან წიგნზე წაწერილი წიგნის სათაური) , მაშასადამე იღბლიანი ყოფილხართ. იმიტომ რომ თქვენ საბერძნეთის მზიან კუძულზე გატარებულ მწერლის (და ზოოლოგის) ბავშობაში იმოგზაურეთ, დატკბით იმ საოცარი სიცოცხლითა და ხმაურით, რაც დიდი ოჯახების ცხოვრებას ახლავს და პატივი გერგოთ დარელის იუმორით გესიამოვნათ.
თუმცა, თუ ბავშობაში ეს საქმე არ გაგიკეთებიათ, არც ახლაა გვიან _ მსგავსი წიგნები მკითხველს ყველა ასაკში დიდ სიამოვნებას პირდება და მზის სხივებით და ხალასი განცდებით ამარაგებს.
მოკლედ, კარგი წიგნი კარგ წიგნად _ ეს ერთი სიამოვნება, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ კარგი ფილმი კარგ წიგნზე, რომელსაც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ უყურებთ. ოჰო! _ რეჟისორ შერი ვოლკსონის ეკრანიზაცია_ ,,ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები” _ ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ასეთ შემთხვევად.
ფილმის პერსონაჟები ისეთივე კოლორიტულები არიან, როგორც წიგნში: პატარა ნატურალისტი ჯერალდი, რომელსაც შეუძლია საათობით გარინდებული აკვირდეს მწერებს და ხოჭოებს, ნადირობით გატაცებული ლესლი, მრავალრიცხოვან ოჯახისწევრებს რომ სროლით ურღვევს ყურადღებას, ცერცეტა მარგო, მემარცხენე ლერი, ყველას რომ სულს ხდის თავისი ინტელექტით, სულგრძელი და მზრუნველი დედა, თოკზე გამობმულ მაისის ხოჭოებიანი კაცი და ა.შ. სიტუაციების კომიკურობაც შენარჩუნებულია და ოპერატორის ხედვითა და ესთეტიზმითაც რამოდენიმეჯერ აღფრთოვანდებით.

PS. კეთილი რჩევა: თუ ამ ფილმის სანახავად ჩემს მეგობარ თინასაც მიიწვევთ, ჩათვალეთ, თითქოს დარელის წიგნის აუდიოვერსია გიზით გვერდში _ ნებისმიერ მომენტში, სადაც ფილმი ოდნავ მაინც აცდება წიგნს, თინა უცილებლად მოითხრობთ წიგნისეულ ვერსიას, სინანულს გამოთქვამს ფილმში ვერმოხვედრილი მომენტების გამო და ხალისით ჩაამატებს ,,გამორჩენილ” სიტყვებსა თუ შორისდებულებს.

This entry was posted in კინო and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to მზე, დიდი ოჯახი და ცხოველები

  1. Tina ამბობს:

    PS. კეთილი რჩევა: თუ ამ ფილმის სანახავად ჩემს მეგობარ თინასაც მიიწვევთ, ჩათვალეთ, თითქოს დარელის წიგნის აუდიოვერსია გიზით გვერდში _ ნებისმიერ მომენტში, სადაც ფილმი ოდნავ მაინც აცდება წიგნს, თინა უცილებლად მოითხრობთ წიგნისეულ ვერსიას, სინანულს გამოთქვამს ფილმში ვერმოხვედრილი მომენტების გამო და ხალისით ჩაამატებს ,,გამორჩენილ” სიტყვებსა თუ შორისდებულებს.

    ჰმ.. 🙂

  2. mari ამბობს:

    იქნებ ბმული დადო? ძალიან დამაინტერესა, სიამოვნებით ვნახავდი. მადლობა წინასწარ 🙂

  3. chankotadze ამბობს:

    რა თქმა უნდა მარი, სიამოვნებით :)) აი ბმულები:

    გოლიდან გადმოსაწერად:
    http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=6985&order=1.1&search=family

    ბუდე.ჯი–დან:
    http://bude.ge/?page=6&g=24&e_let=&cat=movies&sort=asc.#

  4. Kety Zhvania - Tyson ამბობს:

    Gmerto, arc ki vicodi es filmi tu arsebobda. Chemi usayvarlsei cigni iyo – deda da me xmamagla vukitxavdit chems umcros zmasa da das da gulianad vxarxarebdit Darelis ubadlo iumorze. Aucileblad unda vnaxo!!!

  5. chankotadze ამბობს:

    მეც ძალიან მყვარდა ეგ წიეგნი… :)) უნდა ვიგდო ხელთ და ისევ ჩავუჯდე 🙂

  6. nick_el_son ამბობს:

    😀 😀

    ძალიან მაგარი წიგნია ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s