ბაბუაწვერა

თუ ამ სურათზე დააწკაპუნებთ და გაადიდებთ, დაინახავთ როგორ კითხულობს სარკის (სავარაუდოდ) ორი თვის წინანდელ ნომერს (ასევე სავარაუდოდ) მოხუცი დარაჯი


გინახავთ ბაბუაწვერა შუა ნოემბერში? საოცრებაა რომ არც ელი მაგის ნახვას, გუმანითაც ვერ წარმოიდგენ რომ მტვრიანი ლიანდაგების სიახლოვეს ეგ უნდა დაგხვდეს ელიოზის ნატვრის ხესავით უცნაურად მორთული თავისი ბუმბულიანი თესლებით, შლაგბაუმთან მოწყობილი სადარაჯო პოსტის პირდაპირ, სადაც ნაადრევად მოხუცებული, სახედამჭკნარი კაცები უფილტრო ასტრას ეწევიან და უსიხარულო კედლებზე გაკრულ, ჟურნალიდან ამოჭრილ ქალებს აშტერებენ ხოლმე თვალებს მონაცრისფრო დღეებში. უკან მახინჯი კორპუსების ჯარია _ ზეემკის პროლეტარიატის, დაღლილი და შეწუხებული ადამიანების სამყოფელი, სადაც დღიდან დღემდე აფარებენ თავს სიცივესა და საკუთარ გრძელვადიან უმწეობას.
კონტექსტიდან ამოვარდნილი ოცნებიანი ბაბუაწვერა ამ მტვრიან და ბინძურ ალაგას, ზაფხულის რელიკვია ამ სუსხიან ზამთრისპირს…

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ბაბუაწვერა

  1. michael says:

    ძალიან კარგად დახატე სიტუაცია. ზაფხული მინდა😦

  2. chankotadze says:

    მეც ზაფხული მინდა😦

  3. salomeaa says:

    ბაბუაწვერებს შევატოვეთ სურვილები
    და ჩვენ უნებართვოდ გავიზარდეთ…

    საოცრად წერ ან, ვკითხულობ და პირდაპირ სულში ატანს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s