შემოდგომის ციფრული ანარეკლები (I) _ ოქროს შემოდგომა

იცით რა მოხდებოდა შემოდგომის ფოთლები რომ უხრწნელი იყოს? _ კომერსანტები ამქვეყნად ყველა ხეს შეისყიდიდნენ და სარფიან ფასად გაყიდიდნენ შემოდგომის ოქროსფერ ფოთლებს… მაგრამ ფოთლები მალე კვდებიან და ვერცერთი კარგად სოციალიზებული პინგვინი ვერ გეტყვის რაში შეიძლება მათი გამოყენება. უცნაურია, მაგრამ მოზრდილ ადამიანებს არ შეუძლიათ ისეთი რამეების დაფასება, რაზეც ფლობის ხანგრძლივი პერსპექტივა არ აქვთ… დახატული შემოდგომის ფოთლები?_ კი ბატონო, მისტერ X კაბინეტში დაკიდებს. ნამდვილი ფოთლები? _ ნწ. ისინი არც პრესტიჟს გამოხატავენ და არც სიმდიდრეს, არც საყვარელ ქალთან სასაუბრო ენად გამოდგებიან და თან უკვალოდ ქრებიან…

სინამდვილეში, უკვალოდ არაფერი ქრება.
ის რაც დარჩა შემოდგომისგან _ ციფრული ანარეკლები ჩემს კომპიუტერში, მზის სხივებიანი კადრები ხსოვნაში და უამრავი მტვრად თუ ნეშომპალად ქცეული ოქრო…

,,მათი სხეულის ოქრო''

სოლ...

ვარსკვლავების მტვერი მოკვდავთა ქალაქში

ოქროს ხიდი ცასა დამიწას შორის

This entry was posted in შემოდგომა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to შემოდგომის ციფრული ანარეკლები (I) _ ოქროს შემოდგომა

  1. nikusha_marx ამბობს:

    მიყვარს შემოდგომა 🙂 ზამთრის შემდეგ საყვარელი დროა.,..

  2. michael ამბობს:

    რა კარგი ფერები აქვს შემოდგომას, მითუმეტეს მზიან დღეს.

  3. chankotadze ამბობს:

    ჰო… შემოდგომა და მზე (sun)

    ნიკუშ, ზამთარი რა საყვარელია ბიჭო… (თუ თოვას არ ჩავთვლით)

დატოვე კომენტარი