ჩაკ ნორისის და მერილ სტრიპის ემოციები


გუშინ ძალიან ვიხალისე ჩემი დეიდაშვილის მიერ გახსნილ ვებ–გვერდზე ჩაკ ნორისის ,,ღრმა ემოციებით” აღბეჭდილი სახის ,,ვარიაციებს” რომ ვკიდე თვალი (თქვენც შეგიძლიათ დააკვირდეთ და დააფასოთ მისი გამომსახველობითი ხელოვნება…). ყოვლისშემძლე გმირის ამავე დროს გასაოცარი სულიერი სამყარო, ადამიანური გრძნობები, მოკვდავური სისუსტე, ინტიმური განცდები…აბა ვის არ შეძრავს! ამ კაცის ლამის უმეტყველო სულელურ სიფათს ვუყურებდი და დაახლოებით ნახევარ წუთს ვიცინოდი, ალბათ. აი, საღამოს კი ეს უპასუხისმგებლო მხიარულება მერილ სტრიპის ემოციებმა გამიქარვა და, ასე განსაჯეთ, ამატირა კიდევაც.

,,კრამერი კრამერის წინააღმდეგ” ძალიან კარგი ფილმია ქალისა და მამაკაცის როლური სტერეოტიპების შესახებ (რეჟისორი რობერტ ბენტონი. მთავარ როლებში დასტინ ჰოფმანი, მერილ სტრიპი და ჯასტინ ჰენრი ). მოქმედება 70–იანი წლების ამერიკაში ხდება _ მოქმედება რა, ალბათ უამრავი უნიათო ფილმი და წიგნი არსებობს იგივე ფაბულაზე _ დედა–დიასახლისი ქმარს და მცირეწლოვან შვილს ტოვებს, კარიერისტი მამა მზრუნველ მამიკოდ გარდაიქმნება, შემდეგ დედა ისევ ბრუნდება და შვილის დასაბრუნებლად სასამართლო პროცესს მიმართვას. _ ეს ფაბულა თიხაა, რომლისგანაც უნიჭო ადამიანი გაურანდავ ფიგურას გამოიყვანდა იმ ზედაპირული შთაბეჭდილებების მიხედვით, რომელსაც მასზე საგნები ტოვებენ, სამყაროს შემეცნების უნარით დაჯილდოვებული კი _ სიყვარულითა გამოძერწავდა მის მიერ მრავალ განზომილებაში აღქმული სამყაროს სურათს. ,,კრამერი კრამერის წინააღმდეგ” ცალსახად უნდა მიეკუთვნოს ამ უკანასკნელ კატეგორიას.
ფილმს არც იუმორი აკლია და არც სარკაზმი, მაგრამ ცენტრალურ განწყობად გასდევს რწმენა, რომ ყველა ადამიანს სიყვარულის დიდი უნარი და მოთხოვნილება გააჩნია და სულ არ აქვს მნიშვნელობა სქესს _ მამაკაცებს ქალებზე არანაკლებ შეუძლიათ სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა. კულტურული სტერეოტიპები კარიერით, და ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი სფეროთი დაკავებულ მამაკაცებზე ის მითებია, რეალობაზე რომ გავლენას ახდენს, მაგრამ თვითონ ემპირიას კი არა უსაფუძვლო და არარეალურ მოლოდინებს ემყარება. ვინ თქვა, რომ ეს ასეც უნდა იყოს _ ძლიერი, უგრძნობი, კარიერაში რეალიზებული და ეგოისტი მამაკაცი და პასიური, გატეხილი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი, პიროვნებად არარეალიზებული და დაღლილი ქალი. ვის და რატომ ჰგონია, რომ ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც როლების ასეთი გადანაწილებაა კომფორტული?
ფილმში ძალიან ოსტატურადაა ნაჩვენები ამ სტერეოტიპების გამანადგურებელი ეფექტია ადამიანურ ბენებასა და განცდებზე, ადამიანურ ბედნიერებაზე როგორც ქალის, ისე მამაკაცის შემთხვევაში. ყველაზე შთამბეჭდავი ჩემი აზრით სასამართლოს სცენებია _ უყურებ მერილ სტრიპის ემოციებს და თავადვე გრძნობ ყველაფერს, იმ სტერეოტიპებისა და მოლოდინების სიმძიმესა და არაადამიანურობას, რომლებიც ცხოვრებას ამახინჯებენ. ქალი და მამაკაცი ორივენი ადამიანები არიან და ადამიანური მოთხოვნილებები გაჩნიათ _ სისულელეა მათი ბუნების მოჩვენებით განსხვავებაზე აქცენტის გაკეთება და ცხოვრების ისე აწყობა, რომ საბოლოოდ ყველა უბედური იყოს.

This slideshow requires JavaScript.

ფილმის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან
ან აქედან


PS.
მადლობა რობერტ ბენტონს, მერილ სტრიპსა და დასტინ ჰოფმანს, სცენარისტებს, მემონტაჟეებს_ მთელ შემოქმედებით კოლექტივს, ყველა კონკურსის ჟიურის ყველა წევრს, რომელებაც ფილმი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულად გამოავლინეს, ყველა ინტერნეტ–მეკობრესა თუ ფილმის ლეგალურ გამავრცელებელს და ზვიად ბარქაიას, რომლის იმპერატიული მითითებითაც ვიხილე ეს ფილმი.

This entry was posted in კინო, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ჩაკ ნორისის და მერილ სტრიპის ემოციები

  1. Mr. Nomad says:

    კარგი პოსტია კარგ ფილმზე🙂

  2. polithooligan says:

    არაფრის გენცვალე! :*

  3. michael says:

    მგონი მინახავს ეს ფილმი. ფოტოსლაიდის კადრებიდან ძალიან მეცნო, ისე დამაინტერესე უნდა გავიხსენო,

  4. chankotadze says:

    გაიხსენე, გაიხსენე…:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s