რეკლამა–პროპაგანდა

ეგ ბიჭი თავიდანვე მომეწონა _ გამოხედვა ქონდა ხულიგნური.
მერე, ჯერ ქართული ენის უბადრუკ ლექციაზე ნასროლი ნაწყვეტ–ნაწყვეტი შენიშვნებიდან მივხვდი ეს ჭკვიანი კაციათქო, მერე მისმა მოუსვენრობამ და უდარდელობამ მომხიბლა და ბოლოს წინ _ ბიბლიური პასაჟების მისეულმა განმარტებამ.
სულ ბოლოს კი აი ამ ბლოგმა www.civiseli.wordpress.com.
უცნობი ბლოგების თვალიერებით დიდად არ ვიწუხებ ხოლმე თავს, იმიტომ რომ ხშირად იმედი მიცრუვდება და მდარე, იწილობიწილო ან ვაიშინაარსიანი პოსტები მრჩება ხელში ამ ვორდპრესის რეიტინგით ამოტივტივებულ ,,საუკეთესო პოსტებში”. ჰოდა, მეც რამდენიმე ძირითადი ბლოგის ერთგული მკითხველი ვარ და მეგობრების დაშეარებულ პოსტებსაც შევექცევი ხოლმე. დღეს საბედნიერო გამონაკლისი დავუშვი, რატომღაც დავკლიკე ერთ–ერთ რეიტინგულ პოსტს და ვორდპრესმაც მთელი წინა იმედგაცრუება ამინაზღაურა _ ცივისელის პოსტები ერთ რამედ ღირს, მისი ფსევდონიმი მეორე რამედ.

მოწოდება: თუ ნამდვილ ინტელექტს აფასებთ, საკუთარი თუ სხვათა გონების კარგად მუშაობის თვალისდევნება გსიამოვნებთ და მოაზროვნე ახალგაზრდების აღმოჩენა გახარებთ, წაიკითხეთ ეს ბლოგი!

PS. დღეს რამდენიმე აქტივობა მქონდა დაგეგმილი და მაგათ ნაცვლად დილიდან ვზივარ და ცივისელის ბლოგს ვკითხულობ… მაგრამ იმდენია, ბოლოში ვერ გავედი და ავტორი რომ არქივის დაყენებას ინებებს, დანარჩენს მერე გავაგრძლებ.

This entry was posted in ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to რეკლამა–პროპაგანდა

  1. civiseli says:

    ჰაჰჰაა, ჩემზე თუ აპირებდი დაწერას გეთქვა მაინც🙂
    ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრე🙂
    ვეცდები იგივე არ განმეორდეს და ახალი იმედგაცრუება არ შეგრჩეს ხელთ🙂
    მადლობ ანი :* :* ეგ +1 სტიმულია ჩემთვის🙂

  2. chankotadze says:

    რას მიედმოედები ვაშაკიძევ. შენთვის კი არ დამიწერია ეს პოსტი, შენზე დავწერე, ვახ :პ აშკარად იმსახურებ სხვათა შორის :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s