შიშინი…

,,ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყინულოვან წყალში იძირებოდა. არადა, სიმშვიდეს ჩქამიც არ არღვევდა. სამყაროს რამდენიმე სანტიმეტრი სიცარიელე აშორებდა და ეს სიცარიელე აბჯარივით იცავდა…”
მიშელ უელბეკი

შიშინი....

დილა ადრე მიუტევებლად ოპტიმისტური რაიმე იყო, ახალი დღის მოლოდინით და ჩაის ორთქლიანი განცდებით. ახლა დილით ადგომა არ მინდა, გაღვიძების გამო კი არა, აი, უბრალოდ მეზარება ახალი დღის ატანა. საერთოდ, საოცრად მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ…
ბოლო დროს კი საგანგაშო დაბნეულობის გამოვლინებაც დამეწყო, უნივერსიტეტში ,,საღვაწად” უბრალოდ ნერვები აღარ მყოფნის და მარადიულად დაღლილი ვარ საბრალო სიზიფესავით (მიხარია, რომ მაინცდამაინც არ მემჩნვა). შეიძლება იმის ბრალია რომ მზის სხივები დასუსტდა და ჰაერი დაცარიელდა, ან სხვა რამეების…
ადამიანი უცნაური მოცემულობაა _ ორგანულ ნივთიერებათა მთრთოლარე ნაერთი, იოლად მოწყვლადი და ისეთი დაუცველი, რომ დაფიქრდე, გული შეგეკუმშება და დაიყვირებ, ცხოვრების უღრან ტყეებში მისი მარტო მიტოვება არ შეიძლებაო. მაგრამ, ამაზე ფიქრი არსებობის ყოველდღიურ ლოგიკასთან შეუთავსებელია. ადამიანს, ამ უცნაური ორგანიზაციის ორგანულ მატერიას ახასიათებს სულისშემძვრელი რაიმე _ ფსიქიკა გააჩნია, უფრო მეტიც _ ცნობიერება და თვითცნობიერება. ის საკუთარი ორგანიზაციის გარეთ მყოფ მატერიასთან განუწყვეტელ კავშირში იმყოფება შეგრძნებების საშუალებით, შეგრძნებები კი აღქმის პროცესს ქმნიან. შეგრძნები გარე გამღიზიანებლის ენერგიას ცნობიერების ფაქტად გარდაქმნიან და დასაბამს აძლეენ ჩვენ ცნობიერებაში არსებულ რეალობებს. გრძნობები და ემოციებიც ასეთი რეალობებია…
სიცოცხლე ნიშნავს არსებობის განხორციელებას სრულყოფილად, ნახევრად სიცოცხლე კიდე არ არსებობს.

This entry was posted in ცოტა მერწყული და აპოკალიფსი, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to შიშინი…

  1. lobzhanidze ამბობს:

    ადამიანი ძალიან “ხრუპკია.” მართალია ხანდახან ამის აღქმისას შეიძლება ძალიან შეგეშინდეს, გაგიკვირდეს და ა.შ.

  2. chankotadze ამბობს:

    დედები როგორ არ გადადიან ნეტა ჭკუიდან, თავიანთ ახალშობილებს როცა უყურებენ…

  3. Social Animal ამბობს:

    სხვისი არ ვიცი და მე კი თითქმის გადავედი კიდეც ჭკუიდან 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s