ქადაგება–მუქარა

დღეს თუ საპატრიარქოს არხზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ქადაგებას უყურეთ, წესითა და რიგით, ან ,,დაჭმუნებული”, დაფიქრებული და დაბნეული უნდა იყოთ, რატომ ილაპარაკა უნეტარესმა ასეთი რამეებიო, ან აღშფოთებული, როგორ ილაპარაკა პატრიაქმა ასეთი რამეებიო და ან საერთოდ არ დაფიქრებიხართ რას ისმენდით, იმიტომ რომ თუ ასეთი სასულიერო პირი ლაპარაკობს, თქვენ გონების თვალის მიდევნებაც აღარ გჭირდებათ, მზად ხართ რასაც იტყვის, კარგს თუ ცუდს, უმალ განუსჯელად აითვისოთ და ზეგარდამო ჭეშმარიტებად ირწმუნოთ.
მე პირადად, სრულიად შემთხვევით შევესწარი ამ ქადაგებას_ სხვა არხზე გადასართავად განხორციელებული მოქმედებების დროს ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა პატრიარქის სიტყვა თაობებს შორის ურთიერობაო… ჰოდა საპატრიარქოს არხზე შევჩერდი.
უწმინდესის აზრი საბოლოოდ კარგად ვერ გავიგე. ბრძანა, შვილებსა და მშობლებს შორის რომ გაუგებრობაა და ერთმანეთის არ ესმით ეგ მშობლების მიერ ცუდი აღზრდის ბრალიაო. დღეს აქტიურად დგას ეს პრობლემაო და ამას მოაყოლა რომ მამამ საკუთარი ხელით მოკვეთა თავი წმიდა ბარბარეს. აქ რა პარალელი უნდა გაგვევლო ვერ მივხვდი _ თანამედრვე მშობლებმაც უნდა მიბაძონ ბარბარეს მამას და თავები დააცალონ ურჩ შვილებს თუ პირიქით, ბარბარეს მაგალითზე უნდა გავამართლოთ ახალგაზრდების მშობლებისადმი ურჩობა, რადგან ახალგაზრდები უფრო ჯანსაღები, მართლები და სამართლიანები არიან (რასაც პირადად მე ვიზიარებ მაგრამ ნაკლებად მგონია პატრიარქს ეგ ეგულისხმა).
თუმცა ეს დაბნეულობა დაბნეულობად დარჩეს და ქადაგების შემდგომმა ნაწილმა უკვე აღშფოთება და გაოგნება გამოიწვია: უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს დავით პაიჭაძის გუშინდელი (16 დეკემბრის) გადაცემის შესახებ რომ მიმართა. ,,ეს გადაცემა იყო ცუდი კი არა, ცუდზე უარესი” _ ბრძანა მან. გუშინდელი გადაცემა კი არ მინახავს, მაგრამ თავად პატრიაქრმა აღწერა გადაცემის ცუდი შტრიხებიც _ დავით პაიჭაძეს სტუმრად ბექა მინდიაშვილი და გიგა ზედანია ყოლია და ამ უკანასკნელებს ეკლესიის შესახებ კრიტიკული შენიშვნები გამოუთქვამთ. გიგა ზედანიას კიდე, ისიც კი უკადრებია, სული წაუწყმიდავს და მარქსის ციტატა მოუყვანია საზოგადო მაუწყებლის პირდაპირ ეთერში _ რელიგია ხალხის ოპიუმიაო. უწმინდესმა რიტორიკული კითხვაც დასვა, რაღა დროს მარქსი და მისი ციტირებააო. (ლირიული გადახვევა: თუ ვინმეს მართლა გონია რომ მარქსი ,,გადაშენებული” მოაზროვნეა და მარქსის მეთოდების და თეორიების მნიშვნელობასაც არ იცნობს თანამედროვე სოციალურ მეცნიერებებში, მაშინ ეგებ BBC–ის გამოკითხვის მიერ მარქსისი ათასწლეულის უდიდეს მოაზროვნედ აღიარებამ მაინც დააფიქროს).
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა განმარტა, რომ ის, რაც გუშინდელ გადაცემაში ვიხილეთ, იყო ეკლესიის კრიტიკა, პატრიარქის კრიტიკა და ეს ცოდვაა (რატომ, არ დაუკონკრეტებია), ცოდვის ჩამდენებს კი ყოველთვის მოეკითხებათ და დაისჯებიან. თან, უწმინდესის სიტყვებით, გადაცემა სახელისუფლო არხით გადაიცემოდა (ამ საკითხზე მოსაზრებები ჩვენც გვაწუხებს, მაგრამ ოფიციალურად მაინც საზოგადოებრივი ეწოდება არხს და დაფინანსებასაც საზოგადოების ჯიბიდან იღებს) და თუ ეს ეკლესიის კრიტიკა ხელისუფლებამ დაუკვეთა, მით უფრო უარესიო.
თუმცა ქადაგების შემდგომ ნაწილში საინტერესო გადათამაშება მოხდა _ ხელისუფლებას ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდება მოეხსნა და პირიქით, პაიჭაძის გადაცემა გამოცხადდა ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილად ( თან, თუ მოუსმენთ ქადაგებას, შეამჩნევთ რომ უწმინდესის ლექსიკონში სიტყვა სახელმწიფო და ხელისუფლება ცალსახად სინონიმებია). ქადაგებაში გაჩნდა ,,ისინი”_ ათეისტები, მარქსის ციტატებით მეტყველი, საზოგადოებისადმი მტრულად განწყობილი ვირტუალური პერსონაჟი (პაიჭაძე–ზედანია–მინდიაშვილის უკანაც დგანან ალბათ კიდე ვიღაცები, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით რომ სინამდვილეში ხელისუფლებას ებრძვიან): ,,…ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მორწმუნეა, მართმადიდებლები არიან და ესენი ცდილობენ მათ უნდობლობა ჩაუნერგონ ხელისუფლების მიმართ _ ეს ანტისახელისუფლებო გადაცემა იყო და არა ანტისაეკლესიო… ეს არის ანტიეროვნული გადაცემა… ერთ–ერთი მათგანი (გადაცემის მონაწილეებს გულისხმობს) შეეხო რუსეთის ეკლესიას, თითქოს რუსეთის ეკლესია ყოველთვის რუსეთის ხელისუფლების პოზიციის გამტარი იყო. ესეიგი, უნდათ ხიდი ჩატეხონ ჩვენს ეკლესიებს შორის… ვინ გვეკითხება რუსეთის ეკლესია გამტარია თუ არა სახელმწიფო პოლიტიკის– ჩვენ ჩვენ თავს მოვუაროთ და ჩვენი პრობლემები გადავწყვიტოთ…”.
ანუ, რეალურად, პირველი ეკლესიათმებრძოლობის ბრალდება ხელისუფლების მისამართით იყო _ გამაფრთხილებელი გასროლა. შემდეგ, ხელისუფლებას ,,დამჯერე ბიჭობის” შანსი მისცეს და პირიქით, ეკლესიათმებრძოლები ხელისუფლებათ მებრძოლებთან გააიგივეს: ,,მე მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან საშიშია ხელისუფლებისთვის, რადგან ამით ისინი (სავარაუდოდ ბოროტი პაიჭაძე, ზედანია და სხვა ამგვარები) აკეთებენ მზაკვრობას, რომ ეს მორწმუნე ხალხი აღსდგეს ხელისუფლების წინააღმდეგ” _ ესეც ახალი მესიჯ–მუქარა ხელისუფლებას _ ან მიაშთობს პაიჭაძის გადაცემას, ამით ნათელს გახდის საკუთა საპატრიარქოსტულ პოზიციას და დაიცავს მის ინტერესებს და ან საპატრიარქოს მრავალრიცხოვანი მრევლი დაიგეშება ხელისუფლებს წინააღმდეგ. (როგორც უკვე ითქვა, პატრიარქი საზოგადოებრივ არხს სახელისუფლო არხად მოიხსენიებს და საკმაოდ ლოგიკური მესიჯია ასე რომ) ახლა ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს.

PS. უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგება შოთა რუსაველის ციტატით დაასრულა: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გძელია”. აი, მთავარი საქმეც მოვლენათა ამ ,,კეთილად” და ,,ბოროტად” კლასიფიკაციაა, თორემ სიკეთის, მშვენიერებისა და სამართლიანობის წინააღმდეგ თუ ვინმე ხმას აიმაღლებს…

This entry was posted in მედია, პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

22 Responses to ქადაგება–მუქარა

  1. salomeaa says:

    ანა რა არის ეს? კარგი რა. ყველას ყველას და შენნაირ მოაზროვნე გოგოს ესეთი იაფფასიანი პატრიარქის წინააღმდეგ გამოსვლები არ გეკადრება. აი მართლა არ გეკადრება. პაიჭაძე რაც არის ეს ყველამ იცის. ზედანია და ბექა მინდიაშვილი როდიდან გახდნენ შენთვის მისაბაძი მაგალითები? როდიდად არის მათი აზრი ასეთი მნიშველოვანი. ცუდად მოქმედებს შენზე ის ადამიანები, ვისთანაც ხარ. ამას შენ ვერ ამჩნევ, მაგრამ მე ვამჩნევ. მიყვარხარ

  2. chankotadze says:

    პატრიარქის წინააღმდეგ გამოსვლა სადაა სალ, ჩემი შთაბეჭდილება დავწერე და აზრები. არავის მხარეს და არავის წინააღმდეგ…
    ზედანია–პაიჭაძე რა შუაშია, არც მინახავს გადაცემა მაგრამ ქადაგებამ ეს ემოციები გამიჩინა. ბექა მინდიაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, კარგი თეოლოგია და ინტერესით ვეცნობი მის აზრებს. პაიჭაძის თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ ჟურნალისტობას ნაღდად ვერ დავუწუნებ, ზედანიას რაც შეეხება, არც მისი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ მარქსის ციტირება ცოდვა და დასაგმობი როდის აქეთ გახდა ეს მაინტერესებს… უბრალოდ, მე არ მინდა აზრების, მოვლენების, კარგის დაცუდის, მისაღების და მიუღებლის კლასიფიკაციას კონკრეტული ორგანო ახდენდეს… მე თავს დათრგუნულად ვიგრძნობ მასეთ შემთხვევაში, მეტი არაფერი

  3. problem says:

    mec gamikvirda ani…vici rom dzalian kargi da chkviani adamiani xar,amas ar velodi.

  4. chankotadze says:

    მეგობრებო, მიხარია რომ განიცდით ჩემ გამო და გიყვარვართ.
    მაგრამ რაში ვცდები კონკრეტულად თქვით და დაგეთანხმებით. მე აკვიატებული პოზიციები არ მაქვს და თუ მე ვცდები არ შემრცხვები ამის გააზრების და აღიარების

  5. problem says:

    magalitad ratom fiqrob rom patriarqma barbares mama samagalitod gagvixada? piriqit darwmunebuli var man is igulisxma,rom agzrdisas mshobeli shvils mkacrad unda moepyras(shenc kargad ici,rom dgevandeli mshoblebi shvilebs tavze isvamen da ise azuluqeben adamianobas ukargaven.mere ki es shvili pativs ara tu sxvas sakutar mshobelsac ar cems).
    rac sheexeba eklesiis kritikas gmerti chven ar gvadzlevs uflebas sxva ganvkicxot da mit umetes eklesia an mgvdeli.
    dafiqrdi iliaII didi pirovnebaa da tyuilad codvas nu chaiden masze cudis tqmit…

  6. chankotadze says:

    მეც ეგ ვთქვი, დარწმუნებული ვარ, კი არა და რა სისულელეა, ბარბარეს მამის საქციელისკენ როგორ მოგვიწოდებდამეთქი.
    ნებისმიერ პოზიციას პატივს ვცემ, ილია II-ზეც არავითარ აუგს არ ვამბობ. რელიგიის ღირებულებას ვაღიარებ და ყველას ბოდიშს ვუხდი თუ ვინმეს რელიგიური თავმოყვარეობა შეილახა.
    მაგრამ ჩემი აზრები და ემოციები გულწრფელად გამოვხატე, თვალთმაქცობა არ მიყვარს. აზრკრიმინალი სანამ არ არსებობს, როგორც დანაშაულის კატეგორია, მანამ ალბთ არის ამის შესაძლებლობა.
    კიდევ ერთხელ მადლობა და სიამოვნებით მივიღებ ყველა საწინააღმდეგო შენიშვნას:)

  7. problem says:

    mixaria rom shenishvnas gebulob🙂

  8. michael says:

    რადგან პატრიარქია არ უნდა გააკრიტიკო თუ რაშია საქმე? დღეს რატომღაც პატრიარქზე რამე უკმაყოფილებას ან კრიტიკას თუ გამოთქვამ მაშინვე იაფფასიან გამოსვლად გითვლიან და თეა თუთბერიძობას გაბრალებენ 😀
    მე ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა რომ თქვა რუსეთის ეკლესია თავისი მთავრობის პოზიციას იზიარებს თუ არა რა თქვენი საქმეაო. ეს მიმყარებს იმ ეჭვს რომ ჩვენი საპატრიარქო რუსეთუმეა.

  9. chankotadze says:

    ჰო, გეთანხმები🙂 და მარქსმაც დამწყვიტა გული ფრიად :დ მაგრამ არ ვიცი, ხო არ წავშალო ეს პოსტი, დედაჩემს გულმა არ დაარტყას თუ წაიკითხავს, თუთბერიძე შვილი მყავსო :დ

  10. Anonymous says:

    ვარაუდებზე აგებ შენს წერილს და სხვას “ვარაუდობანას” აბრალებ….

  11. ნენე says:

    ვარაუდებით წერ და სხვას”ვარაუდობანას” აბრალებ…

  12. civiseli says:

    samwuxarod mag dros samebashi ar vyofilvar torem chavufstvendi

  13. salomeaa says:

    michael
    დამშვიდდი რა ძალიან გთხოვ, ანასთვის თეა თუთბერიძე ხარ მეთქი ეს არ მითქვამს და თქმა რომ მდომოდა შენს გარეშც როგორმე მოვახერხებდი.
    ანა ჩემი უძვირფასესი ადამიანია და შენი ჩარევა და კომენტარი არ გვჭირდება ისე გავარკვევთ რისი თქმა მინდა და არა..

    ან
    პირადად გეტყვი ჩემს აზრს:*

  14. michael says:

    salomeaa
    ძალიანაც მშვიდად ვარ და არც არავის საქმეში ჩავრეულვარ, მითუმეტეს არც გამოვსარჩლებივარ ვინმეს. მე ჩემი ზოგადი პოზიცია გამოვხატე და თუ გულზე მოგხვდა ბოდიშს გიხდი…
    ძირითადად ასეა ხოლმე, საკმარისია ვინმემ, რამე უკმაყოფილება გამოხატოს, პატრიარქის მიმართ, მაშინვე იაფფასიან შეფასებაში ადანაშაულებენ ხოლმე, სხვა დროსაც უამრავჯერ წავსწრებივარ ანალოგიურ სიტუაციას. და ამას გავუსვი ხაზი.

  15. ketusi says:

    მე არც ქადაგებისთვის მომისმენია და არც გადაცემისთვის, მაგრამ ამ პოსტში მოყვანილ სიტუაციებს თუ დავუკვირდებით,მართლაც,რამოდენიმე ურთიერთსაპირისპიროს ამბობს ილია მეორე ქადაგებაში.
    სერთოდაც,პატრიარქიც ადამიანია, და სრულიად დასაშვებია რაღაც შეცდომა მოუვიდეს, მას ან მის გარმოცვას,ქადაგების ტექსტს ვგულისხმობ.და რატომ არ შეიძლება ეს იყოს განხილვის საგანი?

  16. koniaki says:

    sheidzleba ganxilva,magram aucileblad dzalian kvalificiurad…religia es imdenad faqizi da mgrdznobiare temaa,razec cota frtxili laparakia sachiro…me ase mgonia piradad…ise pativs vcem ratqmaunda kvelas azrs…rac sheexeba salomeas me mikvars es gogo da kidev chemi ani…:*:* albat mixvdebit vinc var,magram ar gaabazrot…:* :*menatrebit orive

  17. ketusi says:

    koniaki — მერე ამ პოსტში რელიგია ხომ არაა განხილული,უბრალოგ თავისი აზრი გამოთქვა სიტყვასთან დაკავშირებით,და მეც კომენტარში დავწერე პატრიარქის სიტყვასთან დაკავშირებით.(ვაიმე,ადვოკატობას დამაწყებინებთ ეხლა…)

    და ისედაც, სხვათაშორის,ჩვენი რელიგია არ მოითხოვს ფანატიზმს..

  18. chankotadze says:

    salomeaa
    მიშელმა სხვა რამე იგულისხმა და ვეთანხმები. ორი მთავარი პოზიცია არ უნდა არსებობდეს ამ საკიხზე : პირველი, ნებისმიერი რაციონალური განსჯა–კრიტიკა ჩაითვალოს ეკლესიამებრძოლობად (ანუ ე.წ. თუთბერიძეობა) და მეორე _ არავითარი განხილვა შეფასება პატრიარქის ან სხვა სიწმინდეების. მერე მითხარი კიდე, რა თქმა უნდა სიამოვნებით მოგისმენ.

    ketusi
    მეც გეთანხმები. პატრიარქი ადამიანია და სხვა სასულიერო პირებიც. მართლა გაუგებარია რატომ არ შეიძლება მათი საქციელი ყოველთვის ადეკვატური არ იყოს…

    koniaki
    გეთანხმები რომ დიდი დალაგებული პოსტი არაა, ჯერ კიდევ მღელვარემ დავწერე :დ მაგრამ ზოგადად ,,ასე წერის” მიუღებლობა არ მესმის. რომელი პასაჟია მცდარი, ტყუილი ან ალოგიკური, ამაზე დავა საინტერესო იქნება

  19. chankotadze says:

    ნენე
    რომელ ვარაუდს გულისხმობ? მე ჩემი პოზიცია დავწერე, რაშიც ვარაუდი არ მჭირდება რომ ცემი პოზიციაა და პორიოდე ფაქტი მოვიშველიე, რომლებიც ასევე უვარაუდოდ ფაქტებია.
    არც სხვისთვის დამიბრალებია ვარაუდი, მუქარა დავაბრალე :დ

  20. tuttifri says:

    samcuxaro aris

  21. ჩემი აზრით, ბარბარეს მამას მიბაძეთ, იმიტომ, რომ დღევანდელი მშობლები თავზე ხელს უსვამთ შვილებსო, ამას არ იგულისხმებდა🙂 რავი, სულ რაღაც იმიტომ მაინც, რომ ბარბარე მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და კერპთაყვანისმცემელმა მამამ ამისთვის სიცოცხლეს გამოასალმა.
    ამას თავი დავანებოთ. არც გადაცემა მინახავს, არც პაიჭაძე მომწონს, მაგრამ რელიგია რომ ერისთვის ოპიუმია, ამაში ძაააან ძნელია მარქსს არ დაეთანხმო🙂
    რაც შეეხება პატრიარქის გაკრიტიკებას, ჩემი აზრით ძალიან სწორად იქცევი, როცა ჯერ აანალიზებ რასაც ისმენ და მაშინვე თავის კანტუზია არ გეწყება, როცა კინსაეკლესიო პირის ქადაგებას და დარიგებას ისმენ.
    ერთხელ, რომელიღაც წმინდანის ციტატაზე იყო საუბარი და ვტქვი, რომ ამ ციტატას არ ვეთანხმები მეთქი და მიპასუხეს – იმისთვის, რომ ამ ციტატას არ დაეთანხმო, სულ მცირე, ამ წმინდანისნაირი მაინც უნდა იყოო..😦
    რთულად გასაგები ლოგიკაა… ჩემთვის პირადად.

  22. chankotadze says:

    ,,ერთხელ, რომელიღაც წმინდანის ციტატაზე იყო საუბარი და ვტქვი, რომ ამ ციტატას არ ვეთანხმები მეთქი და მიპასუხეს – იმისთვის, რომ ამ ციტატას არ დაეთანხმო, სულ მცირე, ამ წმინდანისნაირი მაინც უნდა იყოო..”

    :დდდდ საოცარი არგუმენტია, ეგ უნდა დავიმახსოვრო და გამოვიყენო ხოლმე :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s