რატომ არის ვიანი დიდი მწერალი

ჩვენ ჯერ კიდევ ქაოსში ვცხოვრობთ. ყველაფერი ერთმანეთშია აღრეული, თავზე ნახევრადდაცლილი, აყროლებული კონსერვის ქილები გვაყრია, მთელი სხეულით ნანგრევებში ვართ მოყოლილი, ისე რომ ვერ ვინძრევით და მტვერი გვახრჩობს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ არ ვიცით რა დავარქვათ ლოდებს, რომლებიც გვაწევს, იმას რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ და მასზე ერთმანეთსაც ვერ ველაპარაკებით. ჩვენ არ ვიცით უამრავი საგნის სახელი და ჩვენი ცნობიერებაც ვერ აღიქვამს და ვერ ახარისხებს მათ ისე, როგორც სახელის მქონე საგნებს დაახარისხებდა. ამიტომაც, ვეგუებით ასე გაუნძრევლად სულის ღაფვას და მარტო ინსტინქტურად ვხვდებით, რა ამბავია ჩვენ თავს.
საბედნიეროდ, რაც დრო გადის მით უფრო მეტ საგანს ვუფიქრებთ სახელს და ახლა მეტი ვიცით ვიდრე ასწლეულების წინ ვიცოდით. მე რომ მკითხოს კაცმა, ამ საქმეში ყველაზე დიდი წვლილი მაინც წიგნებს მიუძღვით, რომელიც სახელების ყველაზე მასშტაბური საცავია და ახალი სახელების პროვოცირებასაც ახდენს. წიგნების საშუალებით დროსა და სივრცეს ვამარცხებთ, ერთმანეთს სახელებზე მათ მიღმა ვუთანხმდებით, ერთმანეთის ენას ვიგებთ და უკვე ვხვდებით რომელი ლოდი როგორ გადავაგოროთ. ყველაზე კარგი და დიდი წიგნები ყველაზე მძიმე ლოდებს უფიქრებენ სახელებს, _ ყველაზე დიდი მწერლები ყველაზე კარგად გვასწავლიან ერთმანეთის ენას.
ბორის ვიანი ძალიან დიდი მწერალია… მე რა თქმა უნდა სახელები არ მეყოფა, რომ ამაზე კარგად მოვყვე, მაგრამ ვიანის ნაწერები თავად მოგიყვებიან, როგორ ყვავილობს რკინა ადამიანის სხეულისგან სითბოს გამოწოვის ხარჯზე, როგორ სრესს მათ მოსიყვარულე გულებს ჰიდრავლიკური წნეხივით სულ უფრო და უფრო შეკუმშვადი სამყარო, რა ემართება ადამიანის უმწეო ვნებასა და ბედნიერების სურვილს, როგორ უსირცხვილოდ ამახინჯებენ თავად ადამიანები ერთმანეთის ბუნებას, უსირცხვილოდ აწმენდენ ხელებს განტევების ვაცებს, მათი ცოდვებით სავსე მდინარეზე რომ აღმა–დაღმა დაცურავს, ცდილობენ სისხლის სუნის ეფექტი ოქროს წკრიალით გადაფარონ და როცა დილით სამსახურში მიმავალ რიგით ქალაქელს ავტობუსი მიასრისავს, ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი რიგითის მიერ ნაჭამი, უკვე აზელილი და მისი შიგნეულიდან ასფალტზე გატყაპნილი მარწყვია…
როცა ვიანს კითხულობ, ვერ ხვდები იცინი თუ ტირი, მისი უბადლო იუმორი და უსამანო ცინიზმი გამხიარულებს თუ ამ ყველაფრს მიღმა ფონად ნაგულისხმევი ტრაგიზმი სულს გიხუთავს. იცი რომ აღფრთოვანებული ხარ, მაგრამ ვიანის მსგავსად გამოხატვა იმ შინაარსის რამაც აღგაფრთოვანა, მარტო ვიანს შეუძლია. ასე რომ თუ მაინცდამაინც ვინმეს უნდა ავუხსნათ, რატომ ვიანი, მაშინ ამის გამოხატვა ყველაზე ზუსტად შეიძლება ფრაზით:
ვიანი ღვთაებრივია!

და მისი მუსიკაც ასევე:


PS. ვერ ვხვდები ვიანზე აქამდე როგორ არ დავწერე ჩემს ბლოგზე, მაგრამ ეს რომ ბოლო პოსტი არაა ზუსტად ვიცი. ეს კი ჩემი ძველი და ვიანთან პირველი შეხვედრის ამსახველი პოსტი

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, წიგნები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s