რომანტიკოსი ნაზარეთიდან

2010 წლის წინ (თუმცა ზუსტ თარიღს დიდი მნიშვნელობა არ აქვს) 25 დეკემბერს ის დაიბადა ბეთლემის ახლოს მღვიმეში, რომელიც ცხოველების სადგომი იყო. ის დაიბადა რომის იმპერიის მიყრუებული პროვინციის პროვინციაში, მაშინდელი მსოფიო ცივილიზაციის პერიფერიაზე და თვითონ გახდა მომავალი მსოფლიო ციილიზაციის ღერძი. ის დაიბადა ძალიან ადრე და ძალიან სიბნელეში… როცა ადამიანი, როგორც ცნება არ არსებობდა. ის ღატაკებსა და ტანჯულებს შორის ცხოვრობდა, ყველაზე უბედურ და უმწეო ადამიანებს ხვდებოდა და ფიქრობდა ამ ადამიანების ყოფაზე, მათ ბედს განიცდიდა, ხედავდა მიზეზებს, რის გამოც იტანჯებოდნენ ადამიანები და ქმნიდა იდეალებს და რწმენას, რომ სიყვარული ამქვეყნად ყველაზე მთავარია, რომ სამყაროს სიყვარული ამოძრავებს და სიყვარული ყველასთვის არსებობს და ბედნიერება ყველას უფლებაა, რომ ქვეყნიერება უფალმა სიყვარულით შექმნა და ყველა ადამიანი მის წინაშე თანაბრადსაყვარელია, მონა იქნება ის, მეფე, კეთროვანი თუ მეძავი ქალი, ებრაელი, რომაელი თუ არაბი.
დიახ _ ქრისტემ შექმნა ადამიანის კონცეფცია ( ვიცი, ვიცი ძველი ბერძნები და რომ პროტოგორამ თქვა, ყოველი არსის საზომი ადამიანია და ა.შ. მაგრამ ეს ბერძნული არსის საზომი ადამიანი კეთილშობილი ბერძენი მოქალაქე უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც და თანაც მამრობითი სქესის). იესოს ბაგეებიდან გაიჟღერა საოცარმა იდეებმა _ თურმე ყველა ადამიანი თანასწორი ვყოფილვართ, თურმე ქონება, წარჩინება, გარეგნობა თუ პრესტიჟის ნებისმიერი საბაბი სინამდვილეში მოჩვენებითია და არ ამაღლებს ჩვენს ადამიანურ ღირებულებას სხვა, ამ პრესტიჟის არმქონე ადამიანებთან შედარებით, თურმე არც ეთნიკურ სხვაობას აქვს აზრი, თურმე მონებიც ისეთივე ღირსეული ადამიანები და ისეთივე უკვდავი სულის პატრონები ყოფილან, როგორც იმპერატორები და მეფეები… და რაც მთავარია, ყველა ჩვენგანი კეთილშობილია თავისი ბუნებით და სიყვარულისა და მშვიდობიანი ცხოვრებისათვისაა შექმნილი. ის კი, რასაც ბოროტებას უწოდებენ, სიყვარულის ვერწვდომაა _ მისი არსების შევსება და გაკეთილშობილება კი მხოლოდ სიყვარულის შეტანითაა შესაძლებელი და არა ბრძოლით. ასე შეცვალა ქრისტემ ბიბლიური ,,თვალი თვალის წილ” ,,გიყვარდეს მტერი შენით”. სინამდვილეში ხომ მტერი არ არსებობს _ არსებობენ მხოლოდ დაბნეული ადამიანები, რელსებიდან გადახვეული მატარებლები, რომლებთან ავარიის ასაცილებლადაც გამოსავალი მათი აფეთქება კი არა, რელსებზე დაბრუნებაა.
ამ შეშლილი ნაზარეველის სიტყვები ისე უცნაურად და გაუგონრად ჟღერდა და ისეთი მიმზიდველი იყო ცხოვრებითნაგვემი უბედური და დაბრიყვებული ადამიანებისთვის, რომ იესოს ყველგან თან დაყვებოდა დაძონძილი და ფახშიშველი ბანდა, რომლისთვისაც ეს ტკბილი იავნანა, ცისარტყელიანი ოცნება ცხოვრების ახალი საზრისი გახდა. მონების და მეცხვარეების, ქალებისა და ხეიბრების რელიგია_ აი ისიც, როგორც იქნა! მანამდე ხომ სჯეროდათ, რომ ღმერთი მდიდრების და წარჩინებულების მეგობარი იყო და მისი გულის მოსაგებად ზვარაკებისა და ოქროულის ზღვები იყო საჭირო. იესოს ღმერთი კი ყველას ღმერთია და მას არც ოქრო ჭირდება და არც სისხლი_მას ჭირდება სიყვარული და სიკეთე ადამიანებს შორის _ აი ნამდვილი რევოლუცია.
და თუ ყველას ერთნაირი სული ჰქონია და ღმერთის წინაშე იგივენი ვყოფილვართ, მაშინ რაღა გამართლება აქვს ერთის მიერ მეორის ჩაგვრას და დაქვემდებარებას? მაშინ როგორღა ჩათვლიან თავს მონები მფლობელების, ქალები მამაკაცების საკუთრებად, ღარიბები მდიდრების წინაშე დაქვემდებარებულ როლს რაღა მიზეზით აიტანენ? _ ქრისტეს მოძღვრება ბომბი იყო მაშინდელი სამყაროსთვის. ეს შეშლილი მქადაგებელი ადამიანებს ,,გონებას უწამლავდა” და არსებული წესრიგისთვის შეუფერებელ იდეალებს ასწავლიდა, საფრთხეს უქმნიდა ამ წესრიგს და ეწინააღმდეგებოდა ოფიციალურ მორალსა და რელიგიას. ამიტომაც შერაცხეს მწვალებლად სექტანტი მქადაგებელი, თავს რომ ღვთის შვილად აცხადებდა (ქრისტე რომ მაშიდნელ ოფიციალურ ეკლესიას ეწინააღმდეგებოდა და აკრიტიკებდა სახარების კანონიკურ წიგნებშიც მკაფიოდ ჩანს. სექტა კი დომინანტური ეკლესიას გარეთ არსებული, საწინააღმდეგო სუბკულტურაა) და ჯვარცმით დასაჯეს ოფიციალურმა სასულიერო პირებმა. მისი მიმდევრების დევნა კი რომის იმპერიის სახელმწიფო პოლიტიკა გახდა.
დღეს ჩვენ გვაქვს გაეროს კონვენციები, ევროპის სოციალურ უფლებათა ქარტია, ფემინიზმი, მარქსიზმი ა.შ._ დღეს ფორმლურად ყველა აღიარებს ადამიანების უფლებებს, თანასწორობას, ომის არაადამიანურ ბუნებას, სიყვარულისა და თანამშრომლობის უპირატესობას(თუმცა, მთლად ყველაც არ აღიარებს), მაგრამ ფაქტობრივად მაინდამაინც არ ვახორციელებთ ამ ყველაფერს. პლანეტა იწვის_სადღაც ყოველთვის ომია, ყოველ წამს ვიღაცაზე ვძალადობთ, გამუდმებით ვინმეს ვიმორჩილებთ, ჩვენ არათანაბარი პრესტიჟი გვაქვს და ,,ღმერთისმიერ ყველასთვი თანაბარი სიყვარულით შექმნილი” სამყაროს სიკეთეებს ზოგი ხარბად მოიხმარს, ზოგს კი მასზე ოცნებაც არ შეუძლია, ზოგი ჩვენგანი ისევე მეუფეა, ჩვენი ნახევარი კი შიმშილით იხოცება ან მონურად შრომობს. ჩვენ კი ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავთ და ამის გამოსწორების ნაცვლად სანთლებს ვანთებთ ეკლესიაში და რიტუალურად ვიწერთ პირჯვარს (პირჯვრის გადაწერის სწორ თანმიმდევრობას ქონია თურმე თან დიდი მნიშვნელობა ძლიერი მისტიკური პირადი დაცვა რომ მივიღოთ). გული გვიკანკალებს ჯოჯოხეთის ტანჯვის წარმოდგენით და მისგან თავდასაღწევად დღეში ორჯერ ვლოცულობთ, მარხვას ვიცავთ, მათხოვარს ხურდებს ვჩუქნით, მოძღვრებს ჯიპებს. ნუ, სხვა რაღაცა წვრილმან სიკეთეებსაც ვაკეთებთ _ კომპრომისი საჭიროა.
აი ის, რაც ქრისტიანობისგან გამოვიყვანეთ. ვის ადარდებს თუ მათხოვრობა ხურდის გაღებით არ აღმოიფხვრება და ქურდობა და მკვლელობა სასჯელის აღსრულებით. ვის ადარდებს რომ მისი დები და ძმები სტრუქტურული ჩაგვრის გამო ვერ ახორციელებენ იმ ქრისტესმიერ ,,თანასწორობას” და პლანეტის ყოველდღიური გაჩანაგების ფონზე მამაოჩვენოს მონოტონური ჩიფჩიფი ღვთსმოსაობა არაა (თუნდაც, ქრისტე და ფარისევლები გავიხსენოთ).
ჩვენ ყოველდღიურად ვაცვამთ ქრისტეს ჯვარს…

გოგენი_ყვითელი ქრისტე (დააკვირდით, ჯვარცმის ფონზე ადამიანთა ნაწილი მშვიდად განაგრძობს საქმიანობას, ისე რომ ყურადღებას არც აქცევენ, ნაწილი კი გულხელდაკრეფილი შესცქერის უმოქმედოდ))



PS. ყველას გილოცავთ შობას!

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to რომანტიკოსი ნაზარეთიდან

  1. polithooligan says:

    ყოვლად კარგია! მომეწონა ფრიად.. ყოჩაღ..🙂
    მაგრამ არ მომწონს ეს მონოტონურობა და მომკალი..🙂

  2. chankotadze says:

    რომელი მონოტონურობა პოლიტხულიგან, როგორც ტერმინის გამოყენება თუ…?

  3. გია ჟორჟოლიანი says:

    ძალიან კარგია, ანი!

  4. aaa says:

    ,,მღვიმეში” rom ar dabadebula macxovari mgoni shenc mshvenivrad mogexseneba, iqneb sxvanairad gecada sheni individualizmis damtkiceba???

  5. chankotadze says:

    გია ჟორჟოლიანი:
    ჩემთვის დიდი პატივია თქვენი შეფასება (sun)

    aaa :
    არ ვიცი, მაგ ძნელი დასადგენია სად დაბადა სინამდვილეში, მღვიმეში, ბოსელში თუ ღია ცის ქვეშ. თუ განსაკუთრებული ინფორმაცია გაქვს ინტერესით ველი… ნაკლებსარწმუნოა, მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს, მაგრამ მაინც.
    ჩემ ინდივიდუალიზმს რაც შეეხება, არ მგონია აქ რაიმე ძალიან ინდივიდუალური და ,,ჩემი” ყოფილიყო _ სხვა ადამიანების ჩემამდე გამოთქმული აზრები და აღქმა გავიმეორე მხოლოდ🙂 (და უამრავი ადამიანის ჯერ კიდევ გამოუთქმელი აზრი🙂 )

  6. civiseli says:

    ფბ-ზე მიმაქვს🙂
    +1 ყველაფერში

  7. theatrenaked says:

    ანი, ძალიან მომეწონა. გოგენის ყვითელი ქრისტეც კარგ დროს გაგხსენებია. ერთადერთი, მგონია, რომ ბოლო წინადადება “ჩვენ ყოველდღიურად ვაცვამთ ქრისტეს ჯვარს…” ცოტა პათეტურად ჟღერს და ზედმეტია, ვინაიდან შენი სათქმელი ტექსტშიც მშვენივრად იკითხება.

  8. chankotadze says:

    theatrenaked
    ვერ შეგედავები, მართალი ხარ🙂 ნუ, სურათის შესავალისიტყვებია _ ერთადერთი გამართლება :დ

  9. teitt says:

    “მონების და მეცხვარეების, ქალებისა და ხეიბრების რელიგია_ აი ისიც, როგორც იქნა! ” დაუნდობელი ხარ, ანი : ))

  10. aaa says:

    შენი ,,ინდივიდუალობა” იმ ცინიზმშია გამოხატული რაც ლაით მოტივად გასდევს ამ ,,შედევრს”…

  11. chankotadze says:

    თეი, რატო ვარ დაუნდობელი? :-0 (ჭეშმარიტი აღფრთოვანებით დავწერე ეგ სიტყვები)

    aaa
    საერთოდ, ცინიკური წერის სტილს ვაღმერთებ და მეც ვცდილობ ხოლმე წავბაძო მასეთი სტილის დიდოსტატებს ( შედევრების შექმნაზე ნაღდად არ მაქვს პრეტენზია), მაგრამ ამ პოსტში ლაიტმოტივად კი არა, საერთოდ სად იპოვე ცინიზმი?
    (არადა ზუსტად მაგის გამო დამიწუნა მეგობარმა პოსტი ახლახანს _ზედმეტად პათეტიკურია და ირონია აკლიაო)

  12. teitt says:

    შექებად უნდა მიგეღო ეგ სიტყვები და მასეც ქენი :p

    ინდივიდუალურობის თუ არ შეიძლება, არც იმის მტკიცება ჩანს მომხიბვლელად როგორი მორწმუნეები ვართ და როგორ არ ‘ძალგვიძს’ ტოლერანტობის გამოჩენა ამგვარი პოსტების კითხვისას: )) (არადა უკიდურესობამდე უვნებელი პოსტია, ანი. მიკვირს კიდეც, როგორ მოახერხე ესე უცინიზმოდ ამ თემაზე დაგეწერა😛 )

  13. agfrtovanebuli var, minda gitxra.
    am sakitxis egeti gaazreba da gadmocema jer ar shemxvedria da zalian zalian momewona!

    kargi siyva gvaqvs erti: yochag🙂😀

    p.s. im kompshi sadac amas vwer qartuli shrifti ar aris, me mapatiet

  14. კარგია😦

  15. იცი, მეც ასე ვხედავ ქრისტეს.

  16. ana says:

    dzalia ,dzalian, dzalian momewona!:)

  17. chankotadze says:

    :))) მადლობა

  18. fisher says:

    shen jojoxetis alshi daiwvebi an sheiwvebi😛 kartofilivit❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s