ფიტულები


…ჩვენ არა ვართ
გზააბნეული მშფოთვარე სულები;
ჩვენ ვართ უბრალოდ
ფუტურო ადამიანები,
ფიტულები და არა ადამიანები.
ტომას სტერნზ ელიოტი; ,,ფუტურო ადამიანები”

…შემზარავი სიმშვიდე, წყალში მოლივლივე დამპალი ხავსის ნაფლეთები, გაყინული დრო, ლამის ერთგანზომილებამდე შეკუმშული სამყარო, სამარისა და მარმარილოს სიცივის განცდა, ჩრდილები და არაფრისმთქმელი სილუეტები, ერთი სიტყვით, თავზარდამცემი სიცარიელე _ აი რას ვგრძნობ როცა რენე მაგრიტის ნახატებს ვუყურებ. მაგრიტის ნახატებში ნაპირზე გამორიყული თევზი სულს კი არ ღაფავს, ლაყუჩებდაბერილი კი არ ფართხალებს, არამედ წყნარად უერთდება ხრწნის მდორე მდინარეს. უყურებ და გეჩვენება, თითქოს გულში ბინძური ტბორის აშმორებული წყალი ჟონავს. _ კოპირებული სიცარიელე, ათასმაგი არარაობა, ადამიანის ფორმის უფსკრული _ ეს აუტანელია.
ჩემი მეგობარმა მითხრა ადრე, ერთი წამით ვერ ვუყურებ ჩემს ნაწოლ ადგილს, საბანი რომ რაღაცნაირადაა ამობურცული, თითქოს შენი ფორმა რომ აქვს, საშინლად ვხდები და მაშინვე ვასწორებო. ან ლიფს, რომელიც გაშლილი დევს და მკერდის ფორმა აქვსო. მეც გამახსენდა მამაჩემის მრავალრიცხოვან მხატვრულ–არქიტექტურულ ჟურნალებში ბავშვობისას ნანახი ილუსტრაცია _ შიშველი ქალების ჯგუფი, რომლთაც თავები არ აქვთ და კისრებიდან სისხლი მოსდით ან სიშავე მოჩანს _ მათ რაღაც აკლიათ, ის რაღაც, რომელსაც შენი თვალი შეჩვეულია და მართლა ჭკუაზე გადადიხარ ისე გრძნობ მის უკმარისობას. შენს ცნობიერებას საშინელ დისკომფორტს უქმნის სიცარიელის აღმოჩენა იქ, სადაც რაიმე მოცემულობას გულისხმობდა. აგონიაში ვარდები და ვერ ხვდები რა გააკეთო. ადამიანის აღქმას კატეგორიალობა ახასიათებს _ ანუ, ჩვენ საგნებს მსგავს კატეგორიებად ვაჯგუფებთ, საერთო ნიშნების მიხედვით ვუკეთებთ კლასიფიცირებას და როდესაც რაიმე საგანს ვხედავთ, ჩვენი შემეცნებითი სტრუქტურა უმალ მიაკუთვნებს ამ საგანს ცნობიერებაში უკვე არსებულ რომელიმე კატეგორიას. სიცარიელე კი კატეგორიალური არაა _ არარაობას ვერცერთი კრიტერიუმით ვერ დაახასიათებ და აღწერ, ჩვენ არ შეგვიძლია მისი ცნობიერების შინაარსად გარდაქმნა. ალბათ ამიტომაც გვცემს თავზარს როცა ვახერხებთ მის დანახვას.
როცა ვახერხებთმეთქი – ჩვენი საყოფაცხოვრებო ლოგიკისთვის შეუფერებელია შემეცნების ასეთი მიკროსკოპული მეთოდები, ადამიანები კი (კვაზი)პრაქტიკული არსებები ვართ _ იქნებ ჩვენი წარმოსახვით ვაბამთ თავებს უთავო სხეულებს, იქნებ ჩვენი წარმოსახვით ვხედავთ თვალებს სახეზე, რომელსაც ის არ აქვს, ან ვცდილობთ არ შევიჭყიტოთ მაინც სიცარიელის დასაფარად მიტყეპებული ვაშლის უკან…

,,ტუჩები, კოცნისთვის რომ მოგვეცა
ლოცვას აღუვლენენ დამსხვრეულ კერპებს…”

This entry was posted in art and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ფიტულები

  1. michael says:

    კარგი პოსტია მაგრამ დეპრესიული ხასიათის მომგვრელი😐

  2. chankotadze says:

    ჩემი დეპრესის გავლენაა ალბათ :შ

  3. Khatia says:

    მიყვარხარ, ფარფატ :*❤

  4. ჰო, აი ეგრეა, შიშის ზარი დამცა ამ შუაღამით🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s