მონტი პაიტონის შავი კომედია

,,მონტი პაიტონი და წმინდა გარაალი” 35 წლის წინ გადაღებული საკმაოდ მცირებიუჯეტიანი ფილმია, მაგრამ ისეთი დახვეწილი იუმორითა და ,,აქტუალური” სატირით რომ ერთსადაიმავე დღეს ზედიზედ ორჯერ ვუყურე აღფრთოვანებულმა (ეს საშინელი გადახრაა ჩემი ყოფაქცევითი ლოგიკიდან_იშვიათად ვუყურებ ფილმებს, მით უფრო ერთსადაიმავეს. აი, ნახევარსაათიანი შუალედით ზედიზედ კი, აქამდე არასდროს მინახავს და მომავალშიც, რაღაც, ეჭვი მეპარება, ეგ საქმე ჩავიდინო თუ სამსახურეობრივ მოვალეობას არ დამაკისრებენ ან რაიმე ნეო–საწამებელ კამერაში არ ჩამსვამენ სადაც განუწყვეტლად ერთსადაიამავე ფილმს ატრიალებენ).

მოკლედ, ,,მონტი პაიტონი და წმინდა გრაალი” შედევრია, რომელიც ისეთ სიამოვნებას განიჭებთ, რომ საკუთარ თავში ვეღარ იტევთ და სხვისთვის გაზიარება გინდებათ. ფილმის ავტორები ტერი ჯონსი და ტერი გილიამი არიან, როლებსაც თავად ასრულებენ პაიტონელები _ მათ არაჩვეულებრივად შეუძლიათ განასახიერონ სულელურად გახარებული, უბადრუკად გაოგნებული, სასაცილო ,,ღირსების” გრძნობით აღბეჭდილი თუ შიშისგან დაგონჯებული სახეები ისე, რომ დასცინონ არა თავად ამ ადამიანურ გრძნობებს, არამედ ამ გრძნობების შეუფერებელ დროსა და ადგილას გამომწვევ მიზეზებს_სოციალური სამყაროს სიბნელეს, ადამიანების არასწორ ლოგიკას, არაადამიანურობასა და ცრურწმენებს.

ფილმი სავსეა სიმბოლური სცენებით, სიტყვებითა თუ მიმიკებით. ეს სიმბოლოები არ იშიფრება ირონიად საუკუნეების მიღმა მცხოვრები ლეგენდარული მეფე არტურისადმი (ეს ძალიან გულუბყვილო მიდგომა იქნებოდა), არამედ ირონიად თანამედროვე საზოგადოებისადმი, რომელიც ძალაუფლების დაყოფის დრომოჭმულ სისტემას ეყრდნობა. ინგლისის მონარქიის სისტემა არაფერ შუაშია _ ის ისედაც ფორმალურია. შუაში არა და თავში კი დგას, ასე ვთქვათ, ,,ძალაუფლების ელიტა” _ მეფე და მისი რაინდები ძალაუფლების ელიტის სიმბოოები არიან_ არსებითად უგუნური და ცრუმორწმუნე ტიპები. ისინი უსაქმურობისაგან ზებუნებრივი მისიის შესრულებით ირთობენ თავს (თანამოაზრეთა შემოკრება და შემდეგ გრაალის მოძებნის პოლიტიკური მიზნის განხრციელება მეფისა და რაინდებისთვის გამორჩეულად, განსაკუთრებულ ადამიანად ყოფნის გარანტიაა). მორალურად ეს ელიტა სუსტია საკუთარი უმეცრებისა და რჩეულობის ავადმყოფური სურვილის გამო. ისინი სავსებით აცდენილი არიან რეალობას. საკუთარი ვნებებით გატაცებული მმართველი არც ტალახში გართხმულ, მომაკვდავ ადამიანებს აპყრობენ ყურადღებას და არც გლეხებს (მკვდრების შემგროვებლის სცენა, დენისის და არტურის საუბარი…) _ ანუ იმათ, ვის ცხოვრებასაც უნდა აწესრიგებდეს, წესით. ჩემი აზრით, ფილმში ყველაზე სკანდალურია ფრაზა, რომელსაც ანარქოსინდიკალისტი პერსონაჟი, დენისი ეუბნება თავის ცოლს.
ცოლი: …მე მეგონა რომ ჩვენ ავტონომიური კოლექტივი ვიყავით
დენისი: თავს ისულელებ! ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში, თვითწარმოებად ავტოკრატიაში, რომელშიც ჩვენ, მუშათა კლასი…

როგორც ვიდეოდან ხედავთ, ირონიის ნაკლებობა არც ამ ანარქოსინდიკალისტისადმი იგრძნობა _ მისი პოზიორობა და ,,ძალადობის” აკვიატებაც სასაცილოა, მაგრამ მაინც უფრო ადეკვატური, ვიდრე ადამიანის, ვისაც საკუთარი უპირატესი მდგომარეობის გამამართლებლად მისტიკურ–ზებუნებრივი, არაკანონზომიერი მოვლენები მოყავს.
ფილმის კიდევ ორი ღერძული საკითხია მტრის ხატის ფორმირება (მკვლელი კურდღელი) და რელიგია. ფილმი ხაზს სახელმწიფო ძალაუფლების და ეკლესიის მოკავშირეობას უსვამს. ღმერთის გამოცხადებასა და ფილმში გამოყენებულ მრავლისმეტყველ ანიმაციებს რომ შევეშვათ, მარტო ,,ანტიოქეს წმინდა ხელყუმბარის” სცენა ღირს ერთ რამედ. წმინდა, საღვთო ტერორი და ძალადობა:

მოკლედ, ,,მონტი პაიტონი და წმინდა გრაალი” დიდებული, საღვთო იუმორია, ქერუბიმულ–სერაფიმული სატირაა მემარჯვენეებისა და მემარცხენეებისადმი, პოლიტიკოსებისა და გლეხებისადმი და თავად სერაფიმებისა და ქერუბიმებისადმიც კი…

PS. ყველაზე საინტერესო მაინც ფილმის დასასრულია, რომელიც მე წმინდა ოპტიმისტურად აღვიქვი.

This entry was posted in კინო, პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to მონტი პაიტონის შავი კომედია

  1. Miss Green says:

    სად გაქრი, გოგო? :დ ეს ფილმი ვნახე და მინდა შთაბეჭდილებები მომეწერა.

  2. Miss Green says:

    მინდა კი არა მინდოდა :დ

  3. chankotadze says:

    :შ წავშალე

    შენ პერსონალურ ბოდიშს გიგზავნიდი მაგრამ სმს–ებიც აღარ მქონია.
    სკაიპში გეძებე და ვერ გიპოვე. chankotadze@gmail.com, მტრედის ფოსტა ან ფინჯან ჩაიზე შეხვედრა?

  4. Miss Green says:

    ეჰ, რა ვიცი, ფბ უფრო მოხერხებულია😦

  5. Tinatre says:

    მადლობა, ანიუტა, ბევრი ვიხალისე. არაყი, ლიმონი და ეს ფილმი ერთად ნიუმენლენდური ნეტარების ტოლფასი ყოფილა..🙂

  6. Pingback: გრაალის თასი და ქარის წისქვილები | ჯიჯღინა ბლოგი

  7. jijgina says:

    უი, თავისტავად მონიშნულა :დ :გამოუცდელი:

  8. marg0rita says:

    როგორ მიყვარს ეს ფილმიი, ძალიან ადრე ვნახე და სიმართლე გითხრა ასე ნამდვილად არ გამიაზრებია, თუმცა ყველაფერში გეთანხმები, ჭეშმარიტად მაგარი ფილმია, რაც შეეხება შენს ბლოგს ძალიან მომწონს🙂

  9. chankotadze says:

    მე დროდადრო კიდე ვუყურებ ხოლმე ნაწყვეტებს 😀

  10. marg0rita says:

    საყვარელ ფილმებზე მეც ეგრე ვარ🙂

  11. Pingback: გრაალის თასი და ქარის წისქვილები « ჯიჯღინა ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s