ორი ამბავი (პატრიარქი, დევნილები და ,,გამთლიანებული” საქართველო)

ამ პოსტში მე არ მივყოფ კომენტარების გაკეთებას ხელს. მხოლოდ ორ ახალ ამბავს დავაკოპირებ ახალი ამბების სააგენტოს, GHN–ის საიტიდან, რომლებიც საკმაოდ მეტყველ სურათს ქმნიან კომბინაციაში. ზედმეტი კომენტარები აღარცაა საჭირო:

ამბავი პირველი(22.01.2011)


დღეს დევნილებმა პატრიარქთან შეხვედრა ვერ შეძლეს. როგორც დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარემ დავით მალაზონიამ “ჯი-ეიჩ-ენთან” კომენტირებისას აღნიშნა, უწმინდესმა დღეისთვის ვერ მოიცალა, რადგან საღამოს ლოცვისთვის ემზადებოდა.

მისი თქმით, საპატრიარქოს რეზიდენციაში დევნილები ორშაბათისთვის დაიბარეს. სწორედ ამ დროს აცნობებენ მათ უწმინდესთან შეხვედრის ზუსტი თარიღის შესახებ.

წყარო

ამბავი მეორე (23.01.2011)


საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II – საკვირაო ქადაგებაზე მრევლს გამთლიანებისკენ ლოცვისკენ მოუწოდა.

“განსაკუთრებით მინდა ვილოცოთ აფხაზეთისთვისა და ცხინვალის რეგიონისთვის. ღმერთმა გვაპატიოს ჩვენც და იმათაც ის შეცოდება, რომელიც გავუკეთეთ ერთმანეთს. მინდა შევთხოვო უფალს, რომ მალე შესდგეს ჩემი ჩასვლა აფხაზეთში”, – იქადაგა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.

პატრიარქმა მღვდლები იოსებ ზაქარიძე, დავით ჯანელიძე, რევაზ კოხრეიძე, გიორგი ხარაბაძე, ნუგზარ წითური, გიორგი გაბუნია და დიმიტრი ბურდული დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ქადაგების დასასრულს მწითურების, ნიჟარაძეების და ფალიაშვილების გვარები დალოცა.


წყარო

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s