ფილმის ნახვის ნიუმენლენდური მეთოდი…

ტბაში ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო ველი, ანუ სკაიპის ფანჯარა იგულისხმება :დ

ოდესმე რომელიმე თქვენს მეგობრათან ერთად სხვადასხვა ფილმი თუ გინახავთ გაზიარებულ ონლაინ რეჟიმში? თუ ეგ ამბავი აქამდე არ გაგიკეთებიათ, უთუოდ უნდა სინჯოთ – ფრიად თავშესაქცევი ამბავია.
ანუ: დაჯდებით სკაიპთან, გახსნით თქვენს საყვარელ მეგობართან საუბრის ფანჯარას (ამასვე აკეტებს თქვენი საყვარელი მეგობარი), შემდეგ ორივენი გაუშვებთ ფილმებს და სხვადასხვა ფილმს უყურებთ ერთდროულად. დროდადრო ერთმაეთს ეხმიანებით, უყვებით თუ რა ხდება თქვენს ფილმში _ მერამდენე გვამი გამოჩნდა, რომელი მსახიობი გხიბლავთ ან წააგავს თქვენი ანატომიის მასწავლებელს, გამოიკვეთა თუ არა ეჭვმიტანილი და მოწონთ თუ გაღიზიანებთ მთავარი გმირის სიარულის მანერა და სახელდობრ რატომ. შეგიძლიათ საკითხში უფრო ღრმადაც შეხვიდეთ დაგანიხილოთ რა კონკრეტული ემოციები გეუფლებათ. ეიფორიის გამომწვევ კადრზე შეგიძლიათ დააპაუზოთ, სკაიპის ლურჯი (ანალოგია ცისა ფერთან) ფანჯარა ,,ამოწიოთ” და მეგობარს რომელიმე თქვენი ისეთი ამბავი, ემოცია, წარსულის რომანტიკული დეტალები, თავს გადამხდარი კურიოზები ან საყვარელი ციტატა თუ ლიმონათის გემო გააცნოთ, რომელიც, რატომღაც, ჯერაც კი არ გაგიზიარებიათ თქვენი მრავალწლიანი მეგობრობის მანძილზე.
რა თქმა უნდა, ფილმში ღრმად ჩაფლობისა ეფექტი აქ იკარგება, მაგრამ სამაგიერო დადებითი ეფექტები იჩენს თავს. ჰოდა, მაინცდამაინც მძმე ფსიქოლოგიურ დრამებს თუ არ ავირჩევთ ამ ამბის განსახორციელებლად,

აქ არ ჩანს გარშემო შემოლაგებული საჭმელი და სასმელი

ყველაფერი კარგად იქნება, სავარაუდოდ. თან, ზოგ შემთხვევაში ეს უკეთესი ვარიანტია, ვიდრე ფილმის ,,მართლაც” ერთად ყურება.
პირადად მე ახლახანს განვახორციელე მსგავსი ექსპერიმენტი და დიდად კმაყოფილი ვარ. რაც ნიუმენლენდში ვცხოვრობთ, მე და თინა ხშირად ვუყურებთ ხოლმე ფილმებს ერთად (ხატია დიდად არ იდებს ხოლმე თავს კინოსეანსებზე). ისე, უფალმა დაგიფაროთ, ცალი თვალით რომ მაინც დაგანახათ როგორ ვუყურებთ მე და თინა ერთად ფილმებს_სად და რა ვითარებაში ვართ ხოლმე მოკალათებული და რამდენს ვჭამთ ამ ყველაფერთან ერთად. დღეს კი, ფილმის ნახვის ამ ექსპერიმენტულ მეთოდს შემთხვევით მივაგენით და, ჩვენდა სასიქადულოდ, უნდა ითქვას, რომ ამით დიდი სამსახური გავუწიეთ მთელი ნიუმენლენდის მოსახლეობას, რომელიც, მთელი გულით გვწამს, რომ საკადრისად დაგვიფასებს ამაგს, ესოდენი მონდომებით რომ გავწიეთ.

ერთი კია: ამ პოსტის წერისას მომაფიქრდა, რომ უფრო მოსახერხებელი იქნებოდა სინქრონულად სხვადასხვა ფილმს ნაცვლად ერთიდაიგვე ფილმი რომ გვენახამეთქი :დ

This entry was posted in ნიუმენლენდის ქრონიკები and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ფილმის ნახვის ნიუმენლენდური მეთოდი…

  1. tamaRa says:

    მე და ჩემი მეგობარი ვუყურებთ ფილმებს, ოღონდ ოდნავ განსხვავებული მეთოდით: ერთსა და იმავე ფილმს, თანაც სინქრონში და თანაც საშინელებათას🙂. ჰოდა, ძირითადად, შორისდებულების და “ხომ ა

  2. tamaRa says:

    “ხომ აქ ხარ, არ წახვიდე”– თი ვიფარგლებით საშიშ მომენტებში. სამაგიეროდ, მეორე დილითაა ამ საუბრების წაკითხვა მაგარი, როცა შიში უკვე გამონელებულია; აი, მერე იწყება მხიარულება!!!😉

  3. Tina says:

    რა დროს გავაუქმე ფბ…სიამოვნებით დავაშეარებდი ახლა ამ პოსტს😀
    მეორე სურათი სად იპოვე? როგორც ხატია იტყოდა, სკამიდან გადავვარდი სიცილით, ზუსტია და რაც არ უნდა საწყენი იყოს ეგეთი ოღრაშული “ვიდი” გვაქვს ხოლმე ფილმის ერთად ნახვისას.
    პ.ს. შემდეგი სეანსი როდის გვაქვს?

  4. chankotadze says:

    tamaRa
    :დ ორიგინალური ხერხისთვის კი მიგიგნიათ შიშის დასაძლევად, მაგრამ პირადად მე საშინელებათა ფილმებს სკაიპკომპანიაში კი არა, ხელგადახვეულეიც რომ ვიყოთ მაშინაც ვერ ვუყურებ ალბათ ინფრაქტის გარეშე :დ არა, წარმოდგენაც მაშინებს :დ
    თქვენ აშკარად მამაცები ხართ

  5. chankotadze says:

    Tina
    მე 29–იდან მზად ვარ :დ თან ქართულს ვიმეცადინებთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s