ფანტაზია და სიყვარულის ფილოსოფია

1940 წელს უოლტ დისნეის სტუდიამ გამოუშვა ,,ფანტაზია”_ ფილმი, რომელსაც მე დასურათებულ ოცნებას ვუწოდებდი. კლასიკური მუსიკის რჩეული ნაწაროებები და ღვთაებრივი ფანტაზია…

ბიოგრაფიკის (ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც ადამიანის ბიოგრაფიის კანონზომიერებებს სწავლობს) ღრადპატივცემულმა ლექტორმა სემესტრის განმავლობაში არაერთხელ გაგვიმეორა თუ რა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის შეინარჩუნოს ,,ბავშვური სული” ანუ, ჰქონდეს სხვადასხვა დეტალებით სასიამოვნოდ გაოცებისა და სილამაზის სიხარულით აღქმის უნარი ცხოვრების ყველა ეტაპზე. მაგალითად(ჩემი აზრით), ახალგამომცხვარი ფუნთუშის სუნი, ხელებში მოქცეული ორთქლმდინარი ჭიქის სიღრმიდან სითბოს შეგრძნება, კიბის საფეხურზე მოდებული ხავსის სილამაზე, ბალახის ფოთლებთან შეხება, ძველი წიგნების ხაოიანი ფურცლების ,,რაღაცნაირი” სურნელი თუ წვიმის წვეთების მუსიკა სავსებით ლეგიტიმური მიზეზებია სიხარულისთვის, რომელსაც ,,ჯანსაღი” ადამიანი უნდა განიცდიდეს. არ ვიცი პატ.ლექტორი რამდენად გულისხმობდა ან ამათ და ან დისნეის ფანტაზიით აღფრთოვანების უარს, მაგრამ მე სწორედაც რომ სრულუფლებიანი სიხარულის სახეობად მიმაჩნია ეს უკანასკნელიც. ჩემს პოზიციას კი საკუთარ სხეულში მიმდინარე ფსიქო–ფიზიოლოგიურ რეაქციებზე დაყრდნობით ვიცავ (ოდნავი სულისხუთვა, პულსის გახშირება, აღმაფრენა, რომლის ადეკვატრი გამოხატვაც ქიმიური რეაქციებით არ ხერხდება. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ძალმიცს).
სილამაზე არის განსაკუთრებული კატეგორია ბავშვის ცნობიერებაში და იმაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე მოზრდილებისათვის. სილამაზესთან შეხება დაცულობის გრძნობის შემდეგ რიგით მეორე სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებაა ბავშვისთვის. შეიძლება ტრაგედიაც კია, თუ გაზრდისას იმდენად ძლიერები და უხეშები გავხდით, რო ეს კატეგორია აღარც გვჭირდებოდეს და სულ აღარ ვაქცევდეთ ყურადღებას.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დისნეის ,,ფანტაზია” ჩემი ფიქრით სწორედ ის არის, რაც ბავშვობის განსაცდელად გამოდგება. ,,მაკნატუნას” ჯადოსნურ ჰანგებში გახვეული ტყე, სადაც მიძინებულ ყვავილებსა და ბალახებს ონავარი ფერიები აფხიზლებენ, ვარსკვლავების ელვარებით რთავენ, აბლაბუდებზე ნამის მძივებს აცვამენ _ ეს ზაფხულის ღამის სიზმარია. ან ზამთრის ფერიები რად ღირს_გულდასმით რომ გამოყავთ ყინვის ნახატების დეკორატიული დეტალები და თავდავიწყებით ცეკვავენ ფიფქების კაბებში (დღეს თოვდა), ან ცისარტყელას ქალღმერთი, ან ფლამინგოები, კენტავრები და რომელი ერთი ჩამოვთვალო…
1999–ში დისნეის სტუდიამ ფილმის ახალი ვერსია ,,ფანტაზია2000” გამოუშვა. არ ვიცი კრიტიკოსები რას ღაღადებენ, შესაძლოა ვინმემ პატიოსნად დაიწუნოს კიდევაც წინა ვერსიასთან შედარებით ნაკლებესთეტიურიაო, და ეს მართალიც იქნება, მაგრამ პირადად მე ახალი ვერსია გაცილებით უფრო შემიყვარდა _ ის შეიძლება არც ისე ჯადოსნური, მაგრამ უსაზღვროდ ადამიანურია.
შარშან ჩემი პატარა დეიდაშვილისთვის გადმოვწერე ეს ფილმი ვითომ (ბავშვებთან ერთდ მულტფილმების ყურება საოცარი სიამოვებაა), თუმცა ბუნებრივია რომ 4 წლის რატიკო მონიტორს რამდენიმე წუთში გაერიდა, სამაგიეროდ მე ვუყურე გულმოდგინედ და ძალიანაც კმაყოფილი დავრჩი. ეს ყველაფერი კი ახლა ერთი ნაწყვეტის გამო მოვყევი ,,ფანტაზია 2000”–დან. რამდენიმე დღეა ამ ფანტაზიებში ვიქექები, მაგრამ ეს ჭეშმარიტად ყველაზე მშვენიერია ყველა ფანტაზიას შორის (სიტყვა ლამაზი აქ უკვე ვერ იქნებოდა ბოლომდე ადეკვატური, მშვენიერება გაცილებით მეტს მოიცავს ვიდრე სილამაზე).

This entry was posted in art, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ფანტაზია და სიყვარულის ფილოსოფია

  1. jijgina says:

    მართალი ხარ. ვივა სილამაზე!😉

  2. ამ მულტფილმზე რა ჰაიკუებს დაწერდა კაცი ^__^

  3. chankotadze says:

    შენ ჰაიკუებსაც წერ? ძალიან მინდა ვნახო…

  4. რუსა says:

    რა ,,საჩემო ” ჩანს..მეც მიყვარს მულტფილმები, კლასიკური მუსიკა…. სიამოვნებით ვუყურებ… თან ძალიან კარგად აღწერე

  5. chankotadze says:

    საოცარი მულტფილმია ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s