ტვინარეულობა და პერსპესპექტივა


ინფორმაცია
ტყიბულის მაღაროს მუშები საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ორგანიზებით დღეს დილით გაიფიცენ და უარს აცხადებენ მუშაობის განახლებაზე სანამ მაღაროს ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს:
_შ.პ.ს. „საქნახშირის” თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;
_შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას;
_„საქნახშირის” თანამშრომლეთა ხელფასების ინდექსაციას ინფლაციისა და ფასების ზრდის შესაბამისად;
_მაღაროში 2010-2011 წლებში დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების ფინანსური დავალიანებების დაფარვას;
_„საქნახშირში” დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას;
_ზეგანაკვეთური თუ ჯანმრთელობისთვის საშიში შრომის შესაბამის ანაზღაურებას და სხვა.
ტყიბულის მაღაროს ხელმძღვანელობა გაერთიანებულ პროფკავშირებს მაღაროელებისთვის “ტვინის არევაში” ადანაშაულებს.
წყარო1 წყარო2

დეზ(ებიანი)ინფორმაცია

მაღაროს ხელმძღვანელობის სრუალიად სამართლიანი გულისტკივილის სულის სიღრმემდე ჩაუშვა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა მზრუნველ მეტიარიყოსავამ, რომელმაც საჯაროდ დაგმო მუშების მიერ გაფიცვის ფაქტი და ამაზრზენი უწოდა მსგავს მოქმედებას: ,,ამ ადამიანებს არც კი ესმით რომ საკუთარი ქვეყნს ეკონომიკას ასეთ მძიმე დროს დამატებით დარტყმებს ეყენებენ თავიანთი დაუფიქრებელი ჭირვეულობით”. ის მაღაროს ხელმძღვანელობასაც დაუკავშირდა სატელეფონო ხაზით, სოლიდარობა გამოუცხადა და მსგავსი ტვინისარევების ასაცილებლად მომავალში საკანონმდებლო გარანტიებზე ისაუბრა. როგორც კულვარებში იუწყებიან, მზრუნველ მეტიარიყოსავას განსაკუთრებული აღშფოთება გამოუთქვამს მაღაროელების წამოყენებული მოთხოვნების რიცხვის გამო: ,,ან ქრისტიანები არ არიან ეგ ოჯახქორები, სამი ეთქვათ მარტო, ან ჭეშმარიტების ერთადერთობა არ წამთ… რა ვცი, უჯიშო და უგუნური ხალხია და თუ რამე არ ვიღონეთ მაგათ ხელში გამოსაჭერად სად წაეხეტებიან და რა კლდეზე გადაცვიცდებიან ბენდუქიძემ უწყის”_უთქვამს მზრუნველს.
ინიციატივით გამოვიდა ასევე მთლიანად საქართველოს საყოველთაო ყოველთაობა და განაცხადა რომ ,,რაკი არსებობენ ტვინის ამრევი და არეულობისაკენ მომწოდებელი ბნელი ძალები, უნდა გავაძლიეროთ ტვინის დამლაგებელი ძალები და სტაბილურობისათვის მუშაობაც.”

This entry was posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ტვინარეულობა და პერსპესპექტივა

  1. tamaRa says:

    მაინცდამაინც უნდა გაგემეგრელებინა ბატონი მზრუნველი, არა??:):):):)

  2. chankotadze says:

    😀 მომიკვდეს თავი… :დ სანახევროდ მეგრელი ვარ მეც ლამის :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s