მთავრობა იმისთვის არ არსებობს რომ შარდვა დაურეგულიროს მოქალაქეებს (ინტერვიუ პრეზიდენტთან)

ინფორმაცია

26 იანვარს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეარხ ,,პირველი საინფორმაციო კავკასიურის” ეთერში 3 საათის განმავლობაში ესაუბრებოდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს. საუბარი კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა ზოგიერთ კითხვას პრეზიდენტმა ორაზროვნად უპასუხა, ზოგიც კი უპასუხოდ დატოვა. ბათუმელი ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს პრეზიდენტი საკუთარი ფონდიდან კონცერტების ორგანიზების გარდა სახსრები სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების გადასარჩენადაც გამოყოს, პრეზიდენტმა უპასუხა:.. ჩვენ არცერთ მოქალაქეს არ ვივიწყებთ და ნამდვილად ყველაფრის განხილვას არ ვაპირებ ტელევიზიით. არის საკითხები, რომლებიც მიუხედავად საჯარო ინფორმაციისა ტელევიზიით განსახილველი არ არის.
პრეზიდენტის აზრით, სწორედ კონცერტებია ის, რაზეც ტელევიზიებმა უნდა ისაუბრონ ხმამაღლა რომ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. ,,ეს არის ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის – ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!”
მეორე, არანაკლებ საინტერესო ამბავი პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის ვეტერანების მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით განაცხადა: “ზოგიერთი ჟურნალისტი, რომელიც ეროვნულ სიმბოლოებზე მოშარდვას ჭეშმარიტ დემოკრატიას ეძახის, ასეთი დემოკრატია ჩემი მმართველობის პერიოდში არ იქნება”

წყარო1 წყარო2

დეზ(ებიანი)ინფორმაცია

სააგენტო წერო–ამბებმა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა მოიპოვა პრეზიდენტის კომენტარები და საქმის ჩაღრმავების შესაძლებლობა გაგვიჩნდა. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუებს საქართველოს პრეზიდენტთან:
_ ბნ–ო პრეზიდენტო, თქვენ განაცხადეთ, რომ არსებობს საითხები, რომლებიც საჯარო ინფორმაცია კია, მაგრამ ტელევიზიით განსახილველი არ არის…
_ დიახ, ეს ნამდვილად ასეა და ძალიან ნიშანდობლივია რომ თქვენ, ქართველ ჟურნალისტებს ეს ამბავი ასე გაგიკვირდათ და მგონი, საერთოდაც, პირველად გაიგონეთ. პროვოკაციების ძებნის მაგივრად ცოტა მეტად რომ ეცნობოდეთ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, გეცოდინებოდათ. ნახეთ მსოფლიოს რომელი განვითარებულ ქვეყანაც გინდათ, ვიმეორებ, რომელი ქვეყანაც გინდათ… და ყველა მათგანში ჩვეულებრივი ამბავია რომ საჯარო ინფორმაციის რაღაც ნაწილზე საუბრობენ საჯაროდ, რაღაც ნაწილზე არა. და ეს არაჩვეულებრივად ესმით იქაურ ჟურნალისტებს და ჭიქიდან ქარიშხალი არავის ამოყავს. იმიტომ რომ, ჩვენ თუ გვინდა ძლიერი და განვითარებული ქვეყნის შენება, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ რაღაცებზე.
_ ბატონო პრეზიდენტო, როგორ უნდა მივხვდეთ რომელ საჯარო ინფორმაციზე ვისაუბროთ ტელევიზიით და რომელზე არა?
_ ეს ელემენტარული ამბავია, თუმცა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტრო გახსნის საკონსულტაციო ცენტრებს, სადაც ჟურნალისტებს შეეძლებათ მივიდნენ, მოუსმინონ ლექციებს, მიიღონ პასუხები კითხვებზე, გაიგონ რა როგორ გააკეთონ, გაიზარდონ პროფესიულად… და ეს ყველაფერი იქნება აბსოლუტურად უფასო ყველა ჟურნალისტისთვის. საერთოდ თავისუფალი და ძლიერი მედია ჩვენი ერთ–ერთი პთავარი პრიორიტეტია, ასე რომ სახელმწიფო თავის მოვალეობად თვლის უზრუნველყოს ჟურნალისტების განათლება და ყველა ხარჯს ჩვენ თავზე ვიღებთ. მთავარია თქვენ გქონდეთ სურვილი რომ მეტი ისწავლოთ და ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.
_ რაც შეეხება ჭეშმარიტ დემოკრატიას, თქვენ ამტკიცებთ რომ ეროვნულ სიმბოლოებზე მოშარდვა არადემოკრატიულია? შარდის წინააღმდეგი ხართ?
_ არა, შარდის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, შარდი და მოშარდვა სავსებით დემოკრატიულია და ჩვენ მას არ ვკრძალავთ. მაგრამ აქაც, ისევე როგორც საჯარო ინფორმაციის შემთხვევაში, არის გარემოებები, რომელთა თანხვედრისას მოშარდვა ნამდვილად კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. მეტსაც გეტყვით, თუ თქვენ რუსული სიმღერის წაღიღინებით შარდავთ ეს უკვე საკმარისი საბუთია რუსეთის აგენტის კვალიფიკაციისთვის… იცით ალბათ, რომ ღიღინით შარდვა კაგებეშნიკების მეთოდი იყო ოდითგანვე. რაც შეეხება ეროვნულ სიმბოლოების შარდით შებღალვას, ეს ცალსახად ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და ვერავითარი შარდის დემოკრატიულობა ვერ გამოდგება მის გასამართლებლად.
_შარდვის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებსაც შეიმუშავებთ რომ უფრო ნათელი გახდეს რა შემთხვევაში იქნება მოშარდვა კანონსაწინააღმდეგო და არასასურველი ქმედება?
_ არა, მთავრობა იმისთვის არ არსებობს რომ შარდვა დაურეგულიროს მოქალაქეებს. ეს მათი უფლებების უხეში დარღვევა იქნებოდა. ჩვენ ლიბერალები ვართ და პატივს ვცემთ ადამიანის პრივატულ სივრცეს, კაცობრიობამ უკვე ზედმეტად გრძელი გზა გამოიარა რომ მასეთი რაღაცეები გვესწავლა. ჩვენ მხოლოდ დემოკრატიის ნამდვილი დეფინიციის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ ნორმატიულ აქტებად თუ რას გულისხმობს დემოკრატია ჩემი მმართველობის პერიოდში.

This entry was posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to მთავრობა იმისთვის არ არსებობს რომ შარდვა დაურეგულიროს მოქალაქეებს (ინტერვიუ პრეზიდენტთან)

  1. “ვერავითარი შარდის დემოკრატიულობა ვერ გამოდგება მის გასამართლებლად.’😀😀 მევასები ჭანკოტაძე😀

  2. chankotadze says:

    მეც მევასები შე მამაძაღლო :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s