ხავსის სასიცოცხლო ციკლი

ამ პოსტს ვწერ უცნობი ადამიანისთის, რომელიც მსგავსს პოსტს ეძებდა. რამოდენიმეჯერ ჩემს ბლოგზე საძებნ სიტყვებს შორის წავაწყდი ასეთ არაჩვეულებრივ რამეს _ ,,ხავსის სასიცოცხლო ციკლი”. ვიღაც, ან ვიღაცები, ბლოგზე შემოვიდნენ რომ ხავსების შესახებ წაეკითხათ, თუმცა, სამწუხაროდ, აქ ვერაფერს მსგავსს ვერ იპოვნიდნენ.

ჩემი ბოტანიკისმოყვარე სული ფრიად ააღელვა ამ შემთხვევებმა. გამახსენდა დრო, როცა ჰერბარიუმებს ვაწყობდი, წყალმცენარეებსა და შიშველთესლოვნების გამრავლებაზე თემებს ვწერდი, მცენარეების კატალოგებს ვადგენდი და ლათინური სახელწოდებების დაზეპირებას ვცდილობდი. მართალია ბევრი ვერაფერი შვისწავლე და არც სამომავლო პროფესია განმისაზღვრავს ჩემი ბოტანიკური ვნებების მიხედვით, მაგრამ სიცოცხლის კომპლექსურობის აღქმა და და დაფასება მაინც შევძელი, როგორც უაღრესად მოწესრიგებული, მშვენიერი და გონიერი მოცემულობის.

ხავსები, პაწაწინა ორგანიზმები არიან, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ალბათ ყურადღებას ერთხელაც არ მიაქცევს თავისი ცხოვრების განმავლობაში და რომლებიც მეტისმეტად უმიშვნელოდ გამოიყურებიან თანამედროვეობის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენების გვერდით. სინამდვილეში კი მათი სიცოცხლე ისეთივე საინტერესოა როგორც ნებისმიერი სხვა, ,,უფრო მაღალგანავითარებული” ცოცხალი ორგანიზმის.

გუგულის სელი–ღეროფოთლოვანი ხავსი, რომელიც ხშირად გვხვდება საქართველოში

ხავსები ხმელეთის ავტოტროფული მცენარეები არიან, უმაღლეს მცენარეთა შორის ყველაზე პრიმიტიული. მართალია იუტუბზე აკვარიუმებში მწვანედმობიბინე მცენარეების ვიდეოებიც ხავსებადაა დასათაურებული, მაგრამ წყალში მობინადრე მცენარეები წყალმცენარეებია, ხავსები კი ხმელეთზე ცხოვრობენ (არსებობს ჰიპოთეზა, რომ ხავსისნაირები, ანუ ბრიოფიტები თავის დროზე წყალმცენარეებისგან განვითარდნენ და ხმელეთზე გადმოსახლდნენ, მაგრამ ეს ჰიპოთეზა თითქმის უარყოფილია). ხავსებსში სამ ძირითად კლასს გამოყოფენ: ანთროცეროტოვანებს, ღვიძლის ხავსს და ღეროფოთლოვან ხავსს. ყველაზე გავრცელებული ჩვენთან ეს უკანასკნელი კლასია, რომელიც ისტორიულადაც ხავსებს შორის ყველაზე გვიან ჩამოყალიბებდა.

ხავსები მრავალწლიანი მცენარეებია და ისინი ხმელეთის თითქმის ყველა ნაწილში სახლობენ, უძლებენ ყველაზე მკაცრ პირობებს და ისეთ ადგილებშიც გვხვდებიან, სადაც სხვა მცენარეები ვერ ძლებენ. ხავსები სიცოცხლის ,,წინამორბედები” არიან, ისინი სხვა მცენარეების განსახლებასაც უწყობენ ხელს და ერთგვარ მწვანე აფიშებს წარმოადგეგენ, რომლებზეც იკითხება ,,აქ სიცოცხლეა, არ ელოდი?!”.

ამ მცენარეებს ფრიად საინტერესო გამრავლების სისტემა აქვთ_ მათ ახასიათებთ სქესობრივი და უსქესო გამრავლება, რომლებიც მონაცვლეობით,

დაწკაპუნებით შეგიძლიათ გაადიდოთ სქემა

ერთმანეთის მიყოლებით ხდება და ამავე დროს ერთ ციკლად ერთიანდება. ერთი ინდივიდის სასიცოცხლო ციკლის დროს ასწრებს მონაცვლეობას სქესიანი და უსქესო თაობა. პირობითად, პირველ თაობად განვიხილოთ გამეტოფიტი, ანუ ის, რასაც ჩვენ ,,ხავსს” ვუწოდებთ_ გამეტოფიტი არის სქესიანი თაობა. ის წარმოადგენს ერთ ღეროს, რომელზეც გამოიყოფა ფესვისმაგვარი დაბოლოება(მაგრამ ეს არაა ფესვი, ხავსები არიან უფესვო მცენარეები, რომლებიც პირდაპირ ღეროთი ემაგრებიან ნიადაგს თუ სხვა ზედაპირს), ფოთლისმაგვარი გამონაზარდები ღეროზე და სასქესო ორგანოები, რომლითაც ბოლოვდება ღერო_მამრი ინდივიდების შემთხვევაში ანთერიდიუმებით და მდედრი ხავსების შემთხვევაში_ არქეგონიუმებით. ანთერიდიუმებში მწიფდება ორშოლტიანი სპერმატოზოიდები, არქეგონიუმებში კი კვერცხუჯრედი.

ხავსებს გამრავლების სქესობრივი ფაზისთვის აუცილებლად ესაჭიროებათ წყალი, წვიმის წყალი ან უბრალო ნამის წვეთიც საკმარისია, რომ მომწიფებული სპერმატოზოიდები ანთერიდიუმებიდან გამოცურდნენ, არქეგონიუმებში მოხვდნენ და კვერცხუჯრედი გაანაყოფიერონ.

სპერმატოზოიდისა და კვერდცხუჯრედის შეერთებით წარმოიქმნება ზიგოტა(ზიგოტა დიპლოიდურია, ანუ მასში ორი ინდივიდის ქრომოსომებია, დიპლოიდურია ასევე სპოროგონიუმი, ხოლო პროტონემა და გემატოფორი, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, ჰაპლოიდური), ზიგოტის წიაღში რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარდება სიცოცხლის ახალი ფორმა _ სპოროფიტი (უსქესო თაობა). ზიგოტიდან განვითარებული სპოროგონიუმი უსქესო გამრავლების ორგანოა. ის შედგება ტერფის, ფეხის და კოლოფისგან. ტერფით სპოროგონიუმი, სპოროფიტული თაობა, ემაგრება გამეტოფიტის ღეროს. ტერფი გრძელდება ფეხით, რომელიც, თავის მხრივ ბოლოვდება სპორების კოლოფით. კოლოფში მწიფდება სპორები, შემდეგ კოლოფი იხსნება და სპორები გამოიბნევა.


ნიადაგზე (ან სხვა სასიცოცხლოდ ვარგის ზედაპირზე) მოხვედრილი სპორა ღვივდება და მისგან მრავალუჯრედიანი პროტონემა ვითარდება. პროტონემაზე წარმოიქმნება კვირტები, საიდანაც კვლავ გამეტოფიტური თაობის ერთ ან ორსახლიანი ღეროები ვითარდება (რაკი გამეტოფიტური თაობა სქესობრივად მრავლდება და თან გამრავლება წყლის დახმარებით ხდება, აუცილებელია მდედრი და მამრი ინდივიდები ერთმანეთის გვერდიგვერდ იზრდებოდნენ, რომ გამრავლება შესაძლებელი იყოს). გემატოფიტებს ისევ უვითარდებათ ანთერიდიუმები და არქეგონიუმები და ასე უსასრულოდ… თუმცა, მთლად უსასრულოდაც არა. უსასრულო არაფერია, მათ შორის არც სიცოცხლე, მაგრამ სანამ ის არსებობს უხვად ქმნის მომაჯადოებელ განზომილებებს და სურვილებსა თუ ლტოლვებს, რომელიც ასე უცხოა მატერიის არაცოცხალი ფორმებისთვის და მათ ფონზე იქნებ ძალიან გაუგებარი და სულელურიც გამოჩნდეს ოდესმე, მაშინ, როცა ხავსების გამრავლების წრიულ ციკლსაც და სხვა ყველაფერსაც წერტილი დაესმება, მაგრამ… მანამდე შეგვიძლია უბრალოდ ჩენი სუსტი ძალებით შევეცადოთ რომ ეს წრებრუნვა რაც შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

22 Responses to ხავსის სასიცოცხლო ციკლი

  1. Anonymous says:

    madloba martla gamomadga

  2. chankotadze says:

    ეს კომენტარი მგონი ჩემი ბლოგის ყველა დანარჩენ კომენტარზე მეტად გამეხარდა ^^

  3. Anonymous says:

    ammitt bilogiashii ati gavirtyii..:Ddidi madlobaa.:))

  4. takojabauri says:

    რეფერატი მქონდა დასაწერი და…. აი ინფორმაციაც რაზეც დავწერ…

  5. luka says:

    kai informaciaa amit atiani mivige madlobaa

  6. zaza says:

    აუ მაგარი რაგაცაა ამით მეც 10 გავირტყი

  7. Anonymous says:

    xavsebis gamravlbea mqonda da 10 mivige madlobb

  8. Anonymous says:

    yesssssssssss magariaaa:)))))):PPP:********

  9. chankotadze says:

    გაიხარეთ, კიდე უნდა დავწერო ბიოლოგიური პოსტები❤

  10. vaxo says:

    gvimrebis sasicocxlo cikli dade

  11. Anonymous says:

    me xvalistvis maq da darwmunebuli var gamomadgeba madlobaa

  12. მადლობ კარგი ადამიანი ხარ რომ დამეხმარე ძალიან კარგი გვერდია

  13. chemi klaselebi daiwkeben ver movidzie…. me ki var xeirshi

  14. Anonymous says:

    მადლობა ამით ათიანს მივიღებ

  15. მარიამი says:

    ძალიან დამეხმარა, მადლობბ

  16. Anonymous says:

    აუ გაგახარა ღმერთმა ვიდეოს ვეძებდი და ვერ ვნახე ძლივს

  17. Anonymous says:

  18. mari says:

    magaria zalian damexmara

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s