თოვასა და მანდარინის სუნზე

,,ზამთარო, შენი მწარე გემო მახსენებს მოცხარს.
გიხსენებ ჩაიდ, ნუშის გულად და მანდარინად…”

იოსიფ ბროდსკი

თქვენი არ ვიცი და მე ზამთარის მოსვლას პირველად მანდარინის სუნით ვგრძნობ და კიდევ ,,ზამთრის სუნით”. ზამთრის სუნი ცივი ჰაერის სუნია. გნებავთ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ მე თავს დავდებ რომ ზამთრის ცივ ჰაერს სპეციპიკური სუნი აქვს და მე ამ სუნს ვგრძნობ. ზამთრის და მანდარინის სუნი თითქმის ერთსადაიმავე დროს შემოიჭრება ხოლმე ჩემი აღქმის არეში და გამაბრუებლად მოქმედებს. ზამთარი არ მიყვარს, მაგრამ… მაინც მიყვარს. თუნდაც იმიტომ, რომ მიყვარს ზამთრის და მანდარინის სუნი, გოზინაყი და თოვა.
მე და ჩემი მეგობრები მთელ წელს თოვლზე ვოცნებობდით.დიდი ხნით ადრე დავთქვით, თოვას თუ დაიწყებდა წითელი ღვინო უნდა გვეყიდა, ბოთლი იქვე გაგვეხსნა, თოვაში გვეხეტიალა და გზადაგზა ვულგარულად გვესვა ღვინო საერთო ბოთლიდან. მერე ისე მოხდა, რომ, როცა მართლა მოვიდა თოვლი ჩვენ ერთად არ აღმოვჩნდით… არ გვიყიდია არც წითელი ღვინო, არც უგზოუკვლოდ აღარ გვიხეტიალია და აღარც უაზროდ და უმიზეზოდ გვიცინია ქანცისგაწყვეტამდე… მოკლედ, იმდენი მშვენიერი რამე არ ხდება რაც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო…
მაგრამ კიდევ კარგი არაფერი მთავრდება. კიდევ ძალიან ბევრჯერ მოთოვს და ჩვენ ისევ გვექნება იმ თოვაში ერთად ხეტიალის ხალისი…მაშინაც, როცა ჩვენ ასე ახალგაზრდები და სულელები აღარ ვიქნებით, ან საერთოდაც, სულ აღარ ვიქნებით… იქნებიან სხვები. ყველაფერი რაც ჩვენამდე იყო, ჩვენს შემდეგაც ისე გაგრძელდება და უჩვენობა არაფერს შეეტყობა. მზეც ისევე გაათბობს დედამიწას, ზღვებიდან ქარი ღრუბლებს წამოერეკება, მერე მოვა წვიმა, თოვლი… ჩვენ მაგივრად ვიღაც სხვები იყიდიან წითელ ღვინოს და ჯოჯოხეთური მხიარულებით ივლიან თოვლის ფანტელებში, ისე როგორც შემდეგი თოვლისას ჩვენ გავაკეთებთ სხვების, ჩვენამდე არსებული ადამიანების მაგივრად…

This entry was posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to თოვასა და მანდარინის სუნზე

  1. clown says:

    აააა…..მეც იგივე მჭირს ზამტრისა და მანდარინის სუნზე ^_^

  2. ბავშვობაში ამ ორი რაღაცის სუნს ჩემს აღქმაში ყოველთვის ”კერასინკის” სუნიც ემატებოდა ხოლმე😀

  3. ana says:

    ani dzalian momewonaaaaa ))))) :*

  4. salomeaa says:

    მომენატრა შენი ბლოგის კითხვა
    მომენატრა შენი პოსტები
    მომენატრა ,,შენ”– მწვანეთვალება, ეშმაკური, ავსულური ღიმილით
    მომენატრა თოვლიანი ზამთარი
    ეს უდროოდ მოსული თოვლი მასევდიანებს
    მე თოვლი მინდოდა შობას
    ახლა გაზაფხული მინდა …

  5. chankotadze says:

    გაზაფხულიც მოვიდა, მაგრამ მე მის პირველ დღეს კაშნემოხვეული და გაციებული ვზივარ და თავბრუ მესხმის მთელი დღეა _ ეს მხოლოდ კალენდარული გაზაფხულია… თან რამდენიც არ უნდა გაზაფხულდეს აქ ვერაფერს იგრძნობს კაცი, თუმცა კარგად ნაცნობი ნატურალისტი წინასწარ გეპატიჟება ერთ ავსულურ საგაზაფხულო შეხვედრაზე… გარემოებათა მოგვიანებით მოფიქრების პერსპექტივით

  6. chankotadze says:

    სიმორ გლას, თქვენს ასოციაციებს 90–იანების ურბანული სურნელი დაჰკავს :))) ჩვენ, სოფლად, ღუმელს ვაგუგუნებდით ხოლმე ზამთრის დღეებში… სუნი რომელსაც გამოსცემს ასეთ ღუმელში შემწვარი ვაშლი…

  7. salomeaa says:

    სიამოვნებით ვიღებ ავსულურ საგაზაფხულო შეხვერის შემოთავაზებას:* რადგან ჩემი მწვანეთვალება გამორჩეულად მიყვარს

  8. lina says:

    mec jojoxeturad mominda shentan ertad xetiali🙂❤

  9. chankotadze says:

    ჩამოხვალ ლინა ღვინიანიძე შენ აქ და იმდენს ვიხეტიალებთ რომ… :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s