სამხატვრო აკადემიის ,,თავისუფალი სახელოსნო”

თინა ყიფშიძის ფოტო


10 მარტს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა აკადემიაში შეკრებილ საზოგადოებას თავის მიერ შექმნილი ,,თავისუფალი სახელოსნოს” პრინციპები და დეკლარაცია გააცნეს. ,,თავისუფალი სახელოსნო” სტუდენტების ინიციატივით დაფუძნდა და ის თავისუფალ, ღია სასწავლო–შემოქმედებით გაერთიანებას წარმოადგენს. რამდენადაც მე აღვიქვი, სახელოსნოს მიზანია სტუდენტებმა თანამედროვე არტისტებად ჩამოყალიბის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რისი მიღწევაც ინტენსიურ მუშაობას, სათანადო ინტელექტუალურ და მატერიალური რესურსების მობილიზებასა და თავად ამ მიზნის აღიარებას გულისხმობს. სტუდენტების თქმით, ამჟამად აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ამის მიღწევა შეუძლებელია. იმიტომ, რომ აკადემიაში მოუქნელი ბიუროკრატიაა ფესვგადგმული და ყველაფერს აჩლუნგებს, სასწავლო პროცესი არასრულფასოვანი და არაფრისმომცემია, არ ეწყობა გამოფენები და ა.შ. არსებულ ვითარებაში ისინი ვერც სწავლას და პროფესიულ ზრდას ვერ ახერხებენ და ვერც არსებული პოტენციალის რეალიზაციას. მოკლედ, მიიჩნევენ რომ დღეს აკადემიაში ხელოვანად ჩამოყალიბება შეუძლებელია და არც არავინ ზრუნავს ამაზე, ამიტომაც გადაწყვიტეს ინიციატივა საკუთარ ხელში აეღოთ.ფაქტობრივად, მათ შექმნეს ნამდვილი სტუდენტური თვითმმართველობა და სურთ თავად გადაწყვიტონ როგორ მიიღონ განათლება საკუთარი ჯიბიდან გადახდილი ფულის სანაცვლოდ.
მე ძალიან კარგად მესმის აკადემიის სტუდენტების, იმიტომ რომ ანალოგიური განცდა მაქვს ჩემს უნივერსიტეტშიც (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი). საქართველოში უნივერსიტეტის (უბრალო მოკვდავთა უნივერსიტეტებს ვგულისხმობ, სადაც ჩვენ ვსწავლობთ, მოსახლეობის უმრავლესობა რომელთაც ორიოდე ძვირადღირებულ უნივერსიტეტში ხუთნიშნა რიცხვით გამოხატული თანხის გადახდა არ შეგვიძლია) ადმინისტრაციის მხრიდან უპასუხისმგებლობა საკუთარი სტუდენტების განათლება–განვითარების მიმართ იმდენად ბუნებრივი ტონი ჩანს უკვე, რომ სტუდენტთა უმრავლესობას ღვთივგანსაზღვრულ წესრიგად ეჩვენება მემგონი. შენ აბარებ რომელიმე უნივერსიტეტში, იხდი სწავლის ფულს და ხარჯავ მატერიალურ და პიროვნულ რესურსებს, საკუთარ ცხოვრების სასწავლოდ ყველაზე ნაყოფიერ პერიოდს და სანაცვლოდ იღებ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარებულ ლექციებს, აბსურდულ სასწავლო გეგმას, არასათანადო პრაქტიკას (ან საერთოდაც არ იღებ ამ უკანასკნელს, პირადად ჩემს შემთხვევაში როგორც ხდება მაგალითად) _ მოკლედ შენ იხდი ფულს იმაში რომ გახდე უფრო ფრუსტრირებული, დაკარგო ის პოტენციალიც, რაც გქონდა, თავი იგრძნო უფრო უმწეოდ რასაც საბოლოოდ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის დაკარგვა და ამ მადისკრიმინირებელი სისტემისადმი უნებლიე მოწიწება მოჰყვება. სხვაგვარად ხსენებულ პროცესს პირადად მე პიროვნების ,,საგულდაგულოდ გასრესას” ვუწოდებდი.
,,თავისუფალი სახელოსნოს” შემქმნელ სტუდენტებში მე ზუსტად ამ სისტემური ჩაგვრის წინააღმდეგ გალაშქრება დავინახე, თან სავსებით ლეგიტიმური და კანონიერი საშუალებებით. ჩემი აზრით ეს არის ერთადერთი გამოსავალი _ როცა არავინ თვლის თავს საზოგადოების (ამ შემთხვევაში, სტუდენტთა საზოგადოების) წინაშე პასუხისმგებლად, მაშინ ერთადერთი სწორი ნაბიჯი საზოგადოების ცხოველმოქმედების გასაგრძლებლად ისაა რომ, მან თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე_ ესეიგი გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების უფლება და ნამდვილი თვითმმართველობა განახორციელოს.

PS. ესეც თავისუფალი სახელოსნოს ოფიციალური ბლოგი, სადაც შეგიძლიათ მათ დეკლარაციასა და ზოგად პრინციპებს გაეცნოთ

...და თუ დიდსა და პატარა სკამებზე მყუდროდ მოკალათებულ კონფორმისტებს ეს ერთ ადგილზე ჰკიდიათ...

This entry was posted in პინგვინეთის ამბები, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s