,,ჩვენ ამორალური და მთავრობის მიღწევებისადმი გულგრილი მწერლები გვყავს”

ინფორმაცია
21 მარტს ზაზა ბურჭულაძემ ქუთაისის ოპერის თეატრის სცენიდან სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აუდიტორიას მიმართა შემდეგი სიტყვებით: “ქურდებს _ სიცოცხლე, ბოზებს _ სიკვდილი”.
წყარო

დეზინფორმაცია:

21 მარტს ქუთაისელი ინტელიგენცია, მართლაც განათლებული და კულტურული საზოგადოება სამართლიანად აღაშფოთა დიდი და პატარა ქართველი მწერლების (დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე და რამე) სტუმრობისას მომხდარმა ინციდენტმა. ზაზა ბურჭულაძემ თავისი გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: ,,ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი!”. განრისხებულმა კულტურულ ადამიანთა უმეტესობამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. მათი ნაწილი შეურაცხყოფილი იყო, რაკი მიიჩნიეს, რომ ბურჭულაძე ,,ეღადავებოდათ” ქუთაისური ,,კაიბიჭობის” გამო და ,,ქურდებს სიცოცხლე” დაცინვა იყო. აუდიტორიის მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ბურჭულაძე ქუთაისელებს მორალურ, პოლიტიკურ თუ სხვა სახის ბოზებად მიიჩნევს და თანაც სიკვდილს უსურვებს. დარბაზდამტოვებელთა ნაწილი აპროტესტებს თავად იმ იდეას, რომ მწერალის სახელის მატარებელმა პიროვნებამ (ცალსახად ,,პიროვნებამ”. მწერალი ხომ პიროვნებაა და არა პირი) შეიძლება პირიდან ამოუშვას ,,ის საძაგელი, ყოვლად ამაზრზენი სიტყვა”(იგულისხმება ,,ბოზი”), მით უფრო სხვა ადამიანებთან ერთად, მით უფრო თეატრის სცენაზე, და მით უფრო კულტურული ადამიანების გარემოცვაში. მათ გაიხსენეს, რომ ამ ქალაქში ნამდვილი კულტურული ცხოვრება ჩქეფდა და უხამსობა, სხვა თუ არაფერი, იმ ძველი სისპეტაკის შებღალვაა. (ის ფაქტი რომ მაგალითად ქუთაისელი სიმბოლისტებიც კი წერდნენ, ვთქვათ ,,რაღაცნაირ ლექსებს”, ზაზა ურჭულაძეს ასეთი თავხედობის უფლებას ცხადია არ აძლევს!!!!)
ზოგიერთმა მოქალაქემ უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ სცენაზე მყოფი მწერლები წყალს სვამდნენ, კევს ღეჭავდნენ და სუნთქავდნენ. ერთერთ მათგანს კი ცხვირშიც კი შეუყვია თითი, რისი გაკეთებაც ნებისმიერი კარგადაღზრდილი ადამიანის წინაშე მისთვის შეურაცხმყოფელად აღიქმება. ამას გარდა, ზოგიერთმა მწერლობისმოყვარულმა ქალბატონმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა მისთის საყვარელი მწერლის, დათო ტურაშვილის ბურჭულაძისნაიარ არარაობასთან მეგობრობის ფაქტის გამო ,,ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო”_ავი წინათგრძნობით შეპყრობილები ამბობდნენ ისინი და დათოს ,,იმ” ბურჭულაძესთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტისაკენ მოუწოდებდნენ.

მოგვიანებით ქუთაისში მომხდარ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა: ,,მე საფუძვლიანად შეძრული ვარ მომხდარით. ეს უბრალოდ ნონსენსია! განა შეიძლება თანამედროვე ხელოვანი, თანამედროვე მწერალი ჩავიდეს ქუთაისში და იმაზე კი არ ილაპარაკოს, აი რამდენი რამე გააკეთა მთავრობამ, როგორ შეცვალა ყველაფერი უკეთესობისაკენ, შენობები გარემონტდა და რაღაცები იქ…თუნდაც ის თეატრის შენობა რომ ახალია, რომლის სცენაზეც დგახარ, შე მამაცხონებულო, და ციდან კი არ ჩამოვარდნილა, მთავრობამ გააკეთა ხო?!… და ამის აღწერის ნაცვლად, იმის ნაცვლად რომ ეს სიახლე და სინამდვილე რაცაა და კარგი რაცაა, ამაზე წეროს და ამაზე ელაპარაკოს ადამიანებს, ეს ხალხი ბნელი დროის მოგონებებითა და ნოსტალგიით ცხოვრობს და ქურდობის და კაი ბიჭობის ინსტიტუტს მისტირის. ჩვენ დავანგრიეთ ეს ინსტიტუტი და დავანგრეთ ყველაფერს, რაც იქნება ადამიანებისთვის მიუღებელი, ჩამორჩენილი… ძალიან შეშფოთებული ვარ რომ ჩვენ ამორალური და მთავრობის მიღწევებისადმი გულგრილი მწერლები გვყავს” _ განაცხადა ბატონმა პრეზიდენტმა.
ცნობილმა ქართველმა არტისტმა შალვა რამიშვილმა კი მთავრობის შეკვეთით ქუთაისის, და ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციის ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და ძველბიჭობა–ქურდობის კიდევ ერთხელ დაგმობის მიზნით, ახალი სიმღერა ჩაწერა.

This entry was posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ,,ჩვენ ამორალური და მთავრობის მიღწევებისადმი გულგრილი მწერლები გვყავს”

  1. salomeaa says:

    ზაზა ბურჭულაძე მძაგს:| მისი ეს გამოხტომა კიდევ ერთი სკანდალის აგორების საფუძველი უნდოდა გამხდარიყო და ასეც გამოვიდა:|

    ,,ზოგიერთმა მოქალაქემ უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ სცენაზე მყოფი მწერლები წყალს სვამდნენ, კევს ღეჭავდნენ და სუნთქავდნენ. ერთერთ მათგანს კი ცხვირშიც კი შეუყვია თითი” ამაზე ვხარხარებ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s