თინა ყიფშიძის წერილი- უძღვნის სრულიად ”თვითმართველობას”

ჩემი ბლოგის მკითხველებო თუ შემთხვევით შემოხეტებულო ნეტმძრომელებო, გთავაზობთ ჩემი მეგობრის, თინა ყიფშიძის ჩანაწერს, რომელიც ფეისბუქიდან გადმოვაკოპირე. (ჩემმა წინა პსოტმა თვითმმართველობის წევრთა ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია რომ კომენტარს კომენტარი მოსდევდა და ლანძღვას ლანძღვა.)

ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო როდესაც ჩვენი ფაკულტეტის თვითმმართველობამ დიდსულოვნად გადაწყვიტა ჩვენი პრობლემების გასაგებად შეგვხვედროდა და ამ კეთილშობილური ამბის გასავრცელებლად ფეისბუქზე გვერდი გახსნა. გვერდი იუწყებოდა რომ:

“25 მარტს, 14:00 საათზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, მოგეცემათ საშუალება ისაუბროთ თქვენი პრობლემების შესახებ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. თითოეული თქვენგანის პრობლემა იქნება განხილული და უმოკლეს დროში გადაჭრილი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ..

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა თქვენს გვერდითაა!”

გადავხედე რა უნივერსიტეტში ჩემი სწავლის 4 წლიან პერიოდს, გონების გულმოდგინედ დაძაბვის შემდეგ მაინც ვერ გავიხსენე როდის, რა მომენტში, რა საქმეში და რა პრობლემის მოგვარებაში დამეხმარა თვითმმართველობა მე ან ჩემს რომელიმე მეგობრას და შესაბამისი კომენტარიც დავუტოვე კედელზე.

თინა ყიპსჰიდზე

‎”თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა თქვენს გვერდითაა!”

აქ შეგშლიათ რაღაც! (მე)

ამ კომეტარს მოჰყვა უამრავი საპასუხო კომენტარი, სადაც გვიხსნიდნენ რომ თუ რამე არ მოგვწონს შეგვიძლია მივიდეთ თვითმმართველობაში და ჩვენით გავაკეთოთ (მე თუ მივედი და მე გავაკეთე, ეგენი რაღა ტრულაილად მინდა ვეღარ გავიგე) და ა.შ. კომენტარები ყოველთვის არ იყო “ზრდილობის” ფარგლებში, მაგალითად გვიწოდეს არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც პოპულარულობის მოსაპოვებლად ლანზღავენ ამ პატიოსან თვითმმართველობას,

რა ესჰველება ამ ხალხს , მაგარი დაკომპლექსებული ადამიანები არიან , ვაბსჰე მეგობრები გყაავტ ? არაპერს არ წარმოადგენტ და გინდატ რამეტი გაგიცნოტ ხალხმა ტუნდაც ზიზგიტ სჰემოგხედონ. ბავსჰვობასჰიც ასეტები იყავიტ ალბატ

ერთერთ კომენტარში მკითხეს ნათელაშვილთან რა ნათესაურ კავშირში ვიყავი, მეორეში მე და ჩემს მეგობარს მოგვიწოდეს დავტოვოთ უნივერსიტეტი თუ არ მოგვწონს და ა.შ. მოკლედ, ამ კომენტარების განხილვა მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს, უბრალოდ ფეიბუქზე ამ “გაპაექრებამ” დახლოებითი წარმოდგენა შეგვიქმნა რა გველოდებოდა ლაივ შეხვედრაზე.

ვაიღიარებ მეც და ჩემი მეგობარიც (ხატია ნადარაია) საკმაოდ გაღიზიანებულები მივედით ამ შეხვედრეზე, სწორედ ფეისბუქზე დატოვებული უაზრო და შეურაცხმყოფელი კომეტარების გამო. შეშვლისთანავე რაც თვალი, უფრო სწორად ყურში მეცა, ეს იყო დინამიკების ხმა, საიდანაც თვითმმართველობის თავმჯდომარის ხმა იღვენთებოდა, მართალი რომ გითხრათ დიდად უაზრო მეჩვენა ერთი ბეწო დარბაზში, სადაც ყველას ერთმანეთზე ცხვირი გვაქვს მიდებული მიკროფონის გამოყენების საჭიროება, მაგრამ როგორც მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ეს შეხვედრის პროტოკოლის ნაწილი იყო, რომელიც აგრერიგად გავდა ჩვენი პოლიტელიტის პრ-ჭინთვურ შეხვედრებს მოსახლეობასთან. მოკლედ, დარბაზში შევედით და დავსხედით, დაახლოებით 10 წუთი ვისმენდით თვითმმართველობის მიღწევებს, რომელსაც ჩვენს ბედ-იღბალზე თვალებამოღამებული ბატონი თავმჯდომარე გვაცნობდა. მიღწევები იყო შემდეგი:

• თვითმმართველობა უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს სტუდენტური ბარათების დამზადებაში დაეხმარა,

• მიაღწია იმას, რომ იმ სტუდენტის ნაშრომს, რომელიც მიღებულ ქულას აპროტესტებს იგივე ლექტორი კი არა, ამჯერად სხვა ლექტორი გაასწორებს,

• ყველა კორპუსის შესასვლელში წამოჭიმა ბანერი, სადაც მითითებულია მათი კოორდინატები, რათა სტუდენტმა საჭიროების შემთხვევაში ადვილად მიაგნოს მათ ადგილსამყოფელს.

ამ მიღწევებს ბატონი თავმჯდომარე ისეთი სერიოზულობით გვაცნობდა ერთ მომენტი ეჭვი შემეპარა მგონი ეს მართლა მნიშვნელოვანი მიღწევებია და დიდი უმადური არსება ვარ ამას რომ ვერ ვხედავთქო. საბედნიეროდ ჩემი მეგობარი მალევე გამოერკვა ამ გაუგებრობიდან და რეალურ პრობლემებზე საუბარს შეეცადა შესაბამისი კითხვის დასმით. ხატიას კითხვა დაახლოებით ასე ჟღერდა: ”გასაგებია, რომ თქვენ რამდენიმე სტუდენტს სტუდბილეთის დამზადებაში მოეხმარეთ, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ რომ ეს მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გადაჭრაა, მაშინ როდესაც თვისებრივი პრობლემები გვაქვს გადასაჭრელი? მაგალითად, სასწავლო ლიტერატურის თარგმნის პრობლემა, სამწუხაროდ, ჩემს მიმართულებაზე ქართულ ენაზე ლიტერატურის პრობლემაა, რას აკეთებთ ამის შესაცვლელად? გაქვთ თუ არა ბიუჯეტში ამისთვის რაიმე თანხა გამოყოფილი?”

პასუხი იყო შემდეგი: ”თქვენ ჩვენს წესდებას იცნობთ? აი, მანდ წერია რომ თვითმმართველობა კულტურულ-გასართობი ორგანიზაციაა და მას არ ევალება სტუდენტის მასალების თარგმნა და შესაბამისად წიგნების სათარგმენლად არანაირი თანხა არ გვაქვს გამოყოფილი”.

ანუ, თავმჯდომარემ ბრძანა, რომ თვითმმართველობას სულ ერთ ადგილას კიდია სასწავლო მასალას მოვამზადებ თუ არა, ვისწავლი თუ არა, შევძლებ თუ არა წავიკითხო უცხოურენოვანი ლიტერატურა, მათთვის უპირატესი “წკლიპურტების ჩემპიონატების” ტარებაა, იმიტომ რომ მათ მხოლოდ ჩვენი გართობა ევალებათ და რომ მათი წესდება მეტს არ ითვალისწინებს, თუმცა აქვე დასძინეს, რომ სასწავლო მასალის ქართულ ენაზე არ არსებობა მართლაც სერიოზული პრობლემაა და რომ აუცილებლად დაელაპარაკებიან დეკანს, რომელმაც “კეთილი უნდა ინებოს და ამისთვის თანხები უნდა გამოყოს” (ზუსტად ასე თქვეს, დედას გეფიცებით).

რადგანაც აღნიშნეს, რომ მათი წესდება “მეტს არ ითვალისწინებდა” ლოგიკურად გამიჩნდა კითხვა თუ ეს წესდება სტუდენტის რეალური პრობლემების მოგვარებას არ ითვალისწინებდა და ჯერ კიდევ მეტრეველის დროსაა დაწერილი (ხუბუამდეაო დაწერილი ასე თქვეს და..) რატომ იყენებს თვითმმართველობა ისევ ამ წესდებას და რატომ არ ცვლის მას, უფრო ადკვატური, სტუდენტზე ორიენტირებული წესდებით?

ამ კითხვაზე მიპასუხეს, რომ მე კანონების გარტყმაში არ ვარ და რომ ეს წესდება მიბმულია განათლების რაღაც კანონს, რომელიც თავის მხრივ მიბმულია კიდეც რაღაცას (კონსტიტუცია ახსენეს მგონი) და რომ მისი შეცვლა სიზმარშიც კი არ შეგვიძლია. ჯერ ერთი, თუ ეს რაღაც წესდება მიბმულია რაღაც კანონს, რომელიც კიდევ მიბმულია რაღაცას მაშინ გამოვიდეთ ინიციანტივით რომ ეს რაღაცა შეიცვალოს (ბოლო-ბოლო ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და კანონი თუ არსებობაში ადამიანთა დიდ რაოდენობას ხელს უშლის ეს კანონი უნდა შეიცვალოს – ასე მწამს მე), იმისათვის რომ შეიცვალოს ის კანონი, რომელსაც მიბმულია ეს წესდება და ბოლოს შევცვალოთ წესდებაც და საერთოდაც თუ უნივერსიტეტის თვითმმართველობა ხარ და თავს თვით იმართავ რატომ გიწერს პარლამეტი წესდებას? რატომაა ყველაფერი ასე ცენტრალიზებული და ბიუროკრატიზებული? ერთერთი წევრი შემპირდა მე რომ პარლამეტში მოვალ ამას შევცლიო, ზუსტად ასე მითხრა, თან ისეთი სახით მეგონა პარლამეტარის მანდატი უკვე ჯიბეში ედო. (აი, რა მოლოდინები აქვთ თვითმართველობის წევრებს, თვითმმართველობიდან პირდაპირ პარლამეტში, ნუ მინიმუმ მინისტრის მოადგილე მაინც უნდა გამოხვიდე).

მოკლედ, თავად საუბრის შინაარსი საინტერესო არაა, ჩვენს კითხვებს პასუხობნენ პოლიტტექნოლიგიესბი ტრენინგებზე წინასწარათვისებული მეთოდებით ანუ მათი პასუხები და ჩვენი კითხვები ისეთ შესაბამისობაში იყო ერთმანეთთან, როგორც კალოში და ნიგვზის მწნილი, (რაზეც ხატიამ აღნიშნა კიდეც თქვენ ფორმალური ლოგიკის კანონებს არღვევთო).

რაა თქმა უნდა, ჩვენს გარდა სხვა სტუდენტებიც აქტიურობნდნენ და მათთვის საინტერესო შეკითხვებს სვამდნენ, მაგალითად ერთერთმა სტუდენტმა იკითხა, რატომ გამიცდა ლექცია თქვენი ერთერთი აქციის გამოო, რაზე უპასუხეს, რომ ეს ერთერთი აქცია პატრიოტული ხასიათის იყო და რომ თვითმმართველობა სტუდენტებში პატრიოტული სულის გამძაფრებას ემსახურება და თუ ასეთი აქციის გამო ლექცია გაგიცდა აღშფოთება კი არ უნდა გამოხატო, პირიქით ამ აქციას უნდა შეუერთდე. თვითმმართველობის მიერ პატრიოტიზმის ქადაგებიზე მე და ხატიას ჩვენდა საუბედუროდ გაგვეღიმა რაც ქვეყნის ღალატად მიიჩნიეს თვითმმართველობის წევრებმა და დარბაზიის დატოვება მოგვთხოვეს (აქ ქურდული ტონი იგულისხმეთ). მოკლედ, მათი სიტყვებით, რომ ვისმჯელოთ პატრიოტიზმი რუსეთის გულისგასახეთქად ჯაჭვების მოწყობა ყოფილა და თუ ამდენი არ გვესმის მაშინ რა გვინდა უნივერსიტეტში ასსეტ ადამიანებს.

აქ უკვე სიტუაცია კულმინაციას აღწევდა, ცოტაც და ჩვენზე ხელით გამოიწევდნენ. თავმჯდომარემ რომელიც შედარებით მეტი ნორმალურობით ხასიათდდებოდა შეკრება დასრულებულად გამოაცხადა, ოღონდ მანამდე ერთერთმა გოგონამ შეკრებას პ.ს. გაუკეთა შემდეგი სიტყვებით” ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული” და ამ სიტყვებზე მრავალმნიშვნელოვნად გამოგვხედა. ამ სიტყვებს მოჰყვა მქუხარე და ხანგძლივი ტაში და ლამის ბისზე გამოიწვიეს ეს ადამიანი ამ მეტად კონტექსტური და ლოგიკური ჩანართისთვის შეკრების ბოლოს.

გამოვედით რა დარბაზიდან, გვეგონა რომ შეკრება მორჩა და ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ. ჩვენმა ერთერთ კეთილისმსურველმა შეშფოთებული სახით ჩუმად გვითხრა, რომ თვითმმართველობის წევრები შეკრების რამდენიმე სხვა აქტიური მონაწილის ცემას აპირებდნენ. ეს რამდენიმე აქტიური მონაწილე მეორეკურსელი ბიჭები არიან, რომლებიც გულგრილი ვერ რჩებიან სტუდენტური პრობლემებისა და თვითმმართველობის ჩამყაყებული მდგომარეობის მიმართ და ეს გამოხატეს კიდეც შეკრებაზე. როგორც ზემოთ აღნიშნული კეთილისმსურველი გვეუბნებოდა მან მოისმინა თუ როგორ ამბობდა თვითმმართველობის ერთერთი წევრი შედეგ სიტყვებს: “როდესაც მხეცებს ვერაფერს აგებინებ უნდა სცემო, ხერხემალში გადავტეხავ მე მაგათი…”. დარწმუნებული ვარ ხერხემალში ჩვენს გადატეხაზეც არ იტყოდნენ უარს, უბრალოდ “ქალს ხელით როგორ შევეხები, მაინც ქალიას” მენტალობა ამის გაკეთებაში ხელს უშლიდათ. შევხედეთ რა თვითმმართველობის ბუღების დაჭიმულ ძარღვებს, მივხდით რომ ეს არ იყო სახუმარო ამბავი და გადაწყვიტეთ მათი ძველბიჭური ფანტაზიისთვის გასაქანი არ მიგვეცა და ცოტნე დადიანის თავგანწირვით ჩავდექით მეორეკურსელ ბავშვებსა და თვითთმართველობის პათოლოგ ძველ ბიჭებს შორის, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ამ ბავშვებისგან “გვერდზე გამოსვლას”. მას შემდეგ რაც ჩვენთან ჯაჯგურით ვერაფერი ქნეს და “არ მოვკეტეთ ქალებმა” ყველა ერთბაშად სადღაც აორთქლდა. სამწუხაროდ, დარწმუნებულები არ ვართ რომ საკუთარი დანაქადნის შესრულებას სხვა დროს არ შეეცდებიან!!!!

პ.ს. ამ პოსტს ვწერ საკმაოდ ცხელ გულზე და მიჭირს ყველა დეტალის ზუსტად გახსენება, შევეცადე მოკლედ მომეყოლა რა მოხდა დღეს თვითთმართველობასთან შეხვედრისას, თვითმმართველობასთან, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით არის!!!!

პ.ს.ს. ხო, როდესაც ვთხოვეთ ჩვენთვის გადმოეცათ წინა სემესტრში ჩატარებული აქტივობების ნუსხა დახარჯული თანხის მითითებითურთ, მიპასუხეს რომ მათ იურიდიულად დამოწმებული ასეთი დოკუმენტაცია არ აქვთ!

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

25 Responses to თინა ყიფშიძის წერილი- უძღვნის სრულიად ”თვითმართველობას”

  1. civiseli says:

    საერთოდ თსუ-მ ღირებულებების დეკლარირება უნდა მოახდინოს.
    მიმაქვს ფბ-ზე

  2. otius says:

    რა მარაზმია ეს ყველაფერი რა😐 ამ ხალხს შეგნებაში და მენტალიტეტში რაღაც ვერ აქვს კარგად … ვინმესგან უნივერსიტეტის დატოვებას რომ ითხოვენ, რა, მაგათი დაარსებულია და ეგენი გვასწავლიან?!

  3. chankotadze says:

    otius
    უნივერსიტეტის დატოვებას ითხოვენ კი არა ჩვენი უნებური ფიქრი რად გაივლე გულშიო დაახლოებით ამ სააზროვნო სივრცეში არიან :დ

    აუჰ, ჯერ ეს პოსტი არ შეუმჩნევიათ :დ მოიცათ, მოჯირითდებიან აქაც :დ

  4. ვგიჟდები თქვენზე🙂
    ძალიან საყვარლები ხართ🙂

  5. me vici tqveni wamali says:

    tqven gaqvt ertaderti problema rasac veravin ver mogigvarebt tqven tviton tuar mixedet tavs:) cota daiwynaret nervebi meti sitbo gchirdebat xolme : ) sawinaagmdego sqesis warmomadgenlis sitbo : ) mere dagiwyanrdebat nervebi🙂 :* ogond ai tu gulit ar geubnebodet gamiskdes miwa me:))

  6. leva;) says:

    ქალბატონო თინა, პირველ რიგში რაც მინდა რომ გითხრა ეს ისაა, რომ თქვენი მეგობრისგან განსხვავებით თქვენ სწორად და გამართულად წერაც კი არ შეგძლებიათ.;) (ეს ისე, შემდეგ რომ არაობიექტურობაში ბრალი არ დამდოთ…) რაც შეეხება დანარჩენს, შეიძლება ადამიანმა რაღაც არ იცოდე, ან არ გესმოდეს, მაგრამ არაერთხელ ახსნის შემდეგ, როდესაც უკვე ხვდები, რომ შეცდომას უშვებდი, კარგია, თუ აღიარება შეგიძლია. არ გთხოვთ აღიარებას, იცით რატომ???—ეჭვი მეპარება თვენ ეგ შეგეძლოთ.
    უბრალოდ არ შეიძლება ადამიანი იდგე და მართლა ძაღლივით ყეფდე… ნუთუ სხვა საქმე არ გაქვთ??? არავინ გეუბნებათ გაჩუმდით და ხმას ნუ იღებთო, მაგრამ თუ პირის გაღება იცით, ისიც უნდა იცოდეთ სად, რა და როგორ უნდა თქვათ.
    პატივისცემით:ლევან კვარაცხელია

  7. lilikoooooooooo says:

    leva faceze ver gipove samwuxarod. es meore sasowarkvetilia xo mgoni? :D:D:D:D:D:D

  8. თინა says:

    პატივცემულო ლევან, ვერ მივიღებ თქვენს საყვედურს წერის არ ცოდნასთან დაკავშირებით, მართლა ვერ ვხვდები რას უწუნებთ ჩემს წერის სტილს, თქვენი კომეტარებით თუ ვიმსჯელებთ თქვენც არ უნდა ბდღვნიდეთ მაინცდამანც წერაში, რაც შეეხება სწორად და გამართულ წერას ზუსტად ის აღვწერე რაც იყო და რაც მოხდა შეკრებაზე. ახლა რაც გინდათ ის დამაბრალეთ, გინდ უცოდინრობა, გინდ გაუმართავი წერა, თქვენი საქმე გასული 2 დღის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი ლანძღვა იყო და სანამ არ დაიღლებით შეგიძლიათ მსგავსი საქმიანობით დაკავდეთ.

  9. თინა says:

    lilikoooooooooo

    :*:*:*:*:*:*:*:*:*

  10. lilikoooooooooo says:

    tina ra gixaria, shenze davwere sasowarkvetiliatqo:P:P:P

  11. leva;) says:

    თინა (ასე მოგმართავ, თუ წინააღმდეგი არ იქნები) ჩემი წერის საკითხთან დაკავშირებით, ასე დარწმუნებულიც ნუ იქნები შენს დასკვნაში. რაც შეეხება შენი წერის საკითხს_უბრალოდ ობიექტური მინდა ვიყო, შენი მეგობრებისგან განსხვავებით, რომლებმაც, ალბათ, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტაშითა და ოვაციით დაგაჯილდოეს. და კიდევ, თუ კარგად დააკვირდები დაინახავ იმასაც, რომ თქვენ თვითონ ჩაიგდეთ თავი მსგავს სიტუაციაში. არავის უთხოვია შენთვის და შენი მეგობრებისთვის თავი დაგემცირებინათ იმხელა აუდიტორიის წინაშე. ეს კომენტარები კი უბრალოდ შედეგია თქვენივე საქციელისა. იმედია სწორად და ადექვატურად გაიგებთ ამ პოსტის შინაარსსაც. (თვენ ხომ სახელმწიფო უნივერსიტეტის უგზო-უკვლოდ განათლებული დაფრთიანებული ანგელოზები ხართ.) წარმატებებს გისურვებთ, თუმცა ვშიშობ მათაც კი დააფრთხობთ მსგავსი საქციელით.;)

  12. თინა says:

    lilikoooooooooo
    მივხდი ვისზეც თქვი, სიხარულო. :*ეს ყველა ოოოოოოო გქვია ისე თუ საკუთარი ფანტაზიით მიმატებული ოოოოოოო-ებია?

    leva;)

    ბატონო ლევა, რაღაც მიზეზებით საკუთარი თავი მეტად ლოგიკურ და ბრწყინვალე წერის უნარის მქონე ადამიანად მიგაჩნიათ, მართალი რომ გითხრათ დიდი ტრაგიადია არაა ამგვარი ილუზიები თუ გაწუხებთ, დაე გწამდეთ საკუთარი წერა-კითხვის შესაძლებლობების, რაც შეეხება თქვენ მიერ ჩემის კრიტიკას, დიდად არ მაღელვეს თქვენ როგორ შემსაფასებთ, ჩემთვის ავტორიტეტული და საინტერესო აზრი არ ბრძანდებით.
    ჰო, რაც შეეხება თავის დამცირებას, არ ვიცი თქვენ როგორ აღიქვით და იქ თავი თუ ვინმემ დაიმცირა მე და ხატია ნამდვილად არ ვყოფილვართ, თქვენი აღქმის შესაძლებლობებშიც შემეპარა უკვე ეჭვი, რა თავის დამცირება, ღმერთმანი…
    ჰო, თუ კიდევ აპირებთ მესამე კომენტარი დამიწეროთ, სადაც ისევ ჩემს ცუდ წერის სტილს გააკრიტიკებთ, გირჩევთ დრო რამე უფრო სასარგებლოზე დახარჯოთ ან ახალი რამე დამაბრალოთ, უფრო ადეკვატური ბრალდება!

  13. leva;) says:

    საკუთარ თავზე არც მისაუბრია და არც ვაპირებ, მითუმეტეს თქვენთან. უბრალოდ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია და იმიტომ… დანარჩენზე მოდი უბრალოდ არ გაგცემ პასუხს, თორემ ალბათ არაკორექტულობაშიც დამდებ ბრალს… ავტორიტარულ და საინტერესო აზრს რაც შეეხება––თქვენთვის ეგეთი რამე საერთოდ თუ არსებობს??? ხო კიდევ, წერის სტილზე–––თვითონ ამბობ “ჩემს ცუდ წერის სტილს გააკრიტიკებო”–––ამის შემდეგ რა უნდა გელაპარაკო…;)
    საინტერესოა კიდევ რა შეიძლება ვუწოდოთ თქვენს საქციელს თვითმმართველობის შეხვედრაზე??? ეტყობა თვენ გაქვთ ჩემზე უკეთესი აღქმა და იქნებ გამაგებინოთ??? ისე, შეიძლება რაღაც მომენტში მართალიც კი ხარ >>>თქვენი საქციელი აღნიშნულ შეხვედრაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ თავის დამცირება. ცუდია, თუ ამდენსაც კი ვერ ხვდებით…

  14. lilikoooooooo says:

    Tina albat shen magasac ki ver mixvdebi da gtxov gonebas nu dadzabav, tu ratqmaunda saertod gaqvs egeti rame.:P:D

  15. sali:)))))))))))))))) says:

    au am bichs ukve isedac bevri fani yavs da mgoni me zedmeti var, magram tu fanta rigebshi adgili kidea chamweret ra.😀 tina shen ki girchevdi saxlshi wasvlas da kargad gamodzinebas, iqneb arc gagegvidzos da chvenc davisvenebt da shenc:D:D:D:D

  16. მოკლედ ტრადიციული სტილისტიკა, არსებობს სტუდენტები რომლებსაც აინტერესებთ ისეთი მოძველებული რამ როგორც არის როგორ განათლებას ღებულობ, სად შეძლებ მის გამოყენებას და არის კი ეს განათლება საკმარისი…
    მაგრამ ამავდროულად არსებობს ტრადიციული ნაწილი სტუდენტებში, საბჭოთა ტრადიციიდან გადმოყოლილი რომლებსაც მიაჩნიათ რომ საკმარისია ჭკვიანური სახის მიღება, არა რაიმეს სწავლა და განათლების გარღმავება არამედ ზუსტად ჭვიანური სახის მიღება(მაგ სათვალის გაკეთება და კოსტუმის ჩაცმა) იმისთვის რომ სხვას მოაჩვენო თავი განათლებულად…ხოდა ამ ჭკვიან ტიპებს ჰგონიათ რომ საკმარისია იყო გამტარი სხვისი იდეების და ოდესმე სადმე სამადლოდ რომელიმე სამინისტროში დაიწყებენ მუშაობას.. დაგეთანხმებით ეს მართლაც ასეა სამადლოდ ეს ხელისუფლეაბ მართლა აკეთებს ამას, მაგრამ ყოველთვის არის ერთი დიდი მაგრამ მხოლოდ სახის გამომეტყველება “დაჟე” ამ ხელისუფლებას არ სჭირდება და როდესაც დრო გავა ასეთი “პროფესიონალები” წავლენ იქ სადაც მათი ადგილია:)
    მაგალითად მე როდესაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში ჩემს დროსაც იყო ასეთი ჭკვიანი ტიპი, რომელიც ძალიან ვაჟნობდა და ხანდახან დერზკობდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ არ გაუმართლა და ერთ დღეს სისტემა ჩამოვარდა და დღეს ერთი ტიპური ნახევრად უმუშევარია…

    პ.ს ისე ტეხავს როდესაც ვინმე დაწერს კომენტარს და შემდგომ საკუთარ თავზე დაწერს რა მაგარი ხარო, რავი ინტერნეტ სივრცეში ეს ტეხავს და ძალიან დაბალი დონის საქციელად ითვლება …

  17. chankotadze says:

    ის რაც ამ ბლოგზე განვითარდა მარტივად აღწერს სიტუაციას _ თვითმმართველობა ჩამოყალიბდა ჩაკეტილ ინსტიტუტად, რომელსაც არათუ სტუდენტებთან არ აქვს კავშირი, მათ აზრსა და მოთხოვნილებებს არ გამოხატავს, არამედ არც კი ცდილობს ამ აზრის გაგებას. მის მისამართით გაჩენილი კრიტიკისა და უკმაყოფილების შემთხვევაში კი ამ კრიტიკის მოსმენის ნაცვლად სტუდენტების შეურაცხყოფას იწყებს: აქაოდა ეს როგორ გაბედეთ კაცო, ვისა ბიჭო, შენ ცუდი ვისზე თქვიო, არასპრავედლივი ხელი ვის დაადეო… უი შენ ასე და ისეო.
    ეს რამდენიმე ადამიანი,სხვადასხვა ნიკებით პოსტავს და საკუთარ თავს ეაასება თუ თითოთი, ლანძღვა–გინებასა და პირონული შეურაცხყოფის მიყენების მცდელობებს მიღმა ვერ გასულა ვერბალური კომუნიკაციის ფარგლებში და კიდე აქეთ აქვთ პრეტენზია, რას ქვია თქვენ რამე პროტესტი გიჩნდებათო. გეგონება თუ ყველაფერზე მხედრული სალამი არ მიეცი და ალტერნატიული აზრი გაგიჩნდა სისხლის სამართლის დანაშაულია.
    რომ შეხედავ ძალიან სასაცილო სიტუაციაა, რომ დაუკვირდები ძალიან ტრაგიკული. არ ვიცი ეს ვიღაც ლევა ვინაა, მაგრამ თუ ეს კაცია თვითმმართველობის სახე და მთელი თვითმმართველობის აზრს მართლა ეს კაცი გამოხატავს, მაშინ იმაზე გაცილებვით მაგარ ქაქში ვყოფილვართ ვიდრე გვეგონა.

  18. თინა says:

    კარგი, ბატონო ლევა ვთანხმდებით რომ მე ვარ ცუდი აღქმისა და წერის ცუდი სტილის მქონე ადამიანი და თქვენ ხართ უბადლო მეკალმე და მოაზროვნე და საერთოდ როგორ გავბედე მე, დედაკაცმა, თვითმმართველობის შეკრებაზე ტლიკინი!!!

  19. otius says:

    აუ რატომ არ მოვედი მაგ შეხვედრაზე რა😐 ლევა, გენაცვალე, ნამეტანი თავს ნუ გამოიდებ ნურავის დაცვაზე :)) უბრალოდ წევრობა თვითმმართველობის ნუ შეგიშლის ხელს დაინახო მანდ არსებული პრობლემები… უფრო სხვა წარმოდგენა მაქვს შენზე და იმედია ამ წარმოდგენას არ შემაცვლევინებ. კრიტიკა და მით უმეტეს ჯანსაღი კრიტიკა მისაღები უნდა იყოს ყველა საღად მოაზროვნე ადამიასთვის. :*

  20. რიგითი სტუდენტი says:

    ძალიან საინტერესოა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა აპოლიტიკურობას აწვება… თავი ნაცმოძრაობის აქტივისტების შეკრებაზე მგონია ამათ კომენტარებს რომ ვკითხულობ…
    იცით რაშია თქვენი პრობლემა თვითმმართველებო? ჯანსაღი კრიტიკის მიღების უნარი არ გაქვთ და ადამიანი, რომელიც თვლის, რომ იდეალურია და კრიტიკას არ საჭიროებს, ის ადამიანი სრული იდიოტია… ხოლო თუ შემდეგ მმართველ ორგანოებშიც მოგვევლინება, უკვე საშიში იდიოტი გახდება.

  21. Anonymous says:

    ყველაზე ცუდი, მეგობრებო, ისაა, რომ ორივე მხარეს – თვითმმართველობის “კრიტიკოსებსაც” და “დამცველებსაც” ზუსტად ერთი და იგივე მახასიათებელი გაქვთ – ობიექტური შეფასების დაბალი მაჩვენებელი, სამწუხაროდ… ერთი საკითხია რას აკეთებს თვითმმართველობა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც აკეთებს (ჩემი პირადი მოსაზრებით, ბევრად უფრო საინტერესო და საჭირო საქმეებიც შეიძლება აკეთო საუნივერსიტეტო სივრცეში), მაგრამ მეორე საკითხი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც ვინმეს ან რამეს აკრიტიკებ აუცილებლად უნდა დაასაბუთო (!) კონკრეტული არგუმენტებით (!) შენი მოსაზრება და შესთავაზო (!) შენეული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მეც ამ სტატიის ავტორის მხარეს უფრო ვარ, ვიდრე თვითმმართველობისა (10 წლის განმავლობაში რამდენიმე თვითმმართველობას მოვესწარი და არცერთს დაუტოვებია ჩემში ტკბილი მოგონებები), მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერში დამნაშავე არ შეიძლება იყოს ერთი “ორგანო”. თქვენ, დანარჩენი სტუდენტები, ვისაც არ მოგწონთ თვითმმართველობის საქმიანობა, რას აკეთებთ? როგორც მე ვხედავ, მხოლოდ კრიტიკით შემოვიფარგლებით და გავიწყდებათ, რომ თვითმმართველობაც და მთელი უნივერსიტეტიც არის ზუსტად ისეთი, როგორსაც იმსახურებენ და ითხოვენ (!) სტუდენტები. გინდათ უკეთესი? მაშინ თავად გამოიჩინეთ ინიციატივა და მოითხოვეთ ის, რაც უკეთესად მიგაჩნიათ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ კომენტარებშიც გამოჩნდა, არის კრიტიკული აზრის მიუღებლობა, რაც მხოლოდ თქვენი პრობლემა არაა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი პირად შეურაცხყოფად აღიქვამს კეთილ რჩევას, თუმცა რჩევის მიმცემებსაც ხშირად ავიწყდებათ, რომ არსებობს საზღვარი კრიტიკულ აზრსა და შეურაცხმყოფელ შენიშვნას შორის. მე, როგორც შორიდან თვალყურის მადევნებელს, გული მწყდება, როცა თსუ-ის სტუდენტობას ასე უმოქმედოს, უმიზნოსა და საკუთარ თავში ჩაკეტილს ვხედავ, რომელსაც არ აქვს უნარი სხვისი აზრი მოისმინოს და გაითვალისწინოს, მივიდეს იგივე თვითმმართველობასთან და დაუსაბუთოს თვითონ მას რა უნდა და რატომ უნდა. გისურვებთ თავისუფალ აზრის პატივისცემის, ერთმანეთის მოსმენისა და ურთიერთთანამშრომლობის სწავლას! ეს თუ არ გეცოდინებათ, ყველა ის ცოდნა, რასაც უნივერსიტეტი გაძლევთ ან არ გაძლევთ, წყალში გადაყრილი იქნება.

  22. chankotadze says:

    Anonymous

    სავსებით გეთანხმები რომ სტუდენტობა ინერტული ვართ. ჩემი თაობა განსაკუთრებით. ჩვენ არც ვიცოდით თუ რაიმე შეგვეძლო გაგვეკეთებინა. მეოთხე კურსე დავიწყე იმის გამოხატვა რაც პირველ კურსზე უნდა გამომეხატა. მაგრამ ალბათ საჭიროა რაღაც გამაფხიზლებელი მუხტი, არ ვიცი ზუსტად. სტუდენტების უმეტესობას, ვისთანაც საქმე მქონია, არ მოსწონს თვითმმართველობა მაგრამ პრივატულ ხუმრობებს მიღმა ამას ყურადღებას არ უთმობს. სქამე ისაა რომ თვითმმართველობის სისტემა დანარჩენი მაკროსისტემის ერთ–ერთი ქვესისტემაა და ეს მაკროსისტემა ისეა აწყობილი რომ სანამ სხვა ადგილებშიც ბზარები არ გაჩნდება მანამდე ამ სახით იარსებებს.
    არგუმენტებს რაც შეეხება, გეთანხმები რომ ეს პოსტი უბრალოდ აღწერითია _ ჩემი მეგობარი რეპორტაჟულ სტილში აღწერს რა მოხდა. ამ სტატიას სხვა არგუმენტი ჭირდებოდეს არ მგონია _ თვითმხილველი ყვება.
    ზოგადად თვითმმართველობის შეფასებას რაც შეეხება (მაგ. წინა პოსტში) არც ის არაა დოკუუმენტებზე დამყარებული _ რა თქმა უნდა შეიძლებოდა თვითმმართველობის ყოფილი მესვეურების ახლანდელი თანამდებობები ჩამომეწერა და ეს უკვე არგუმენტი იქნებოდა (მაგასაც გავაკეთებ ისე), მაგრამ ისედაც გრძელ პოსტს კიდევ უფრო დააგრძელებდა და თემატურად დატვირტავდა. სხვა სახის არგუმენტებს რაც შეეხება, მაგალითად ოფიციალურ ხარჯთაღრიცხვას, თავად პრეზიდენტმა ბრძანა რომ არაო, მაგას არ მოგცემთო და მე ხომ ვერ მოვიგონებ ჩემით. ნუ, თუ გზეთისთვის ან სხვა ოფიციალური მედიაორგანისთვის დავწერ სტატიას ბუნებრივია იმას სტატიის ფორმა ექნება და ფაქტების აღწერა და ანალიზი იქნება და არა ექსპერტული დასკვნები, მაგრამ ბლოგის მთელი ხიბლი და ძალაც იმაშია რომ ამ მშრალ ფაქტებს მიღმა გასაქანს იძლევა ისეთი რიგითისთვის, როგორიც მე ვარ.

  23. Anonymous says:

    ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვოთ ერთ მხარესაც და მეორესაც. ისე თუ ჩემს რჩევას რამე აზრი აქვს არ ვიცი, მაგრამ მაინც უკეთესი იქნება თუ ერთად გააკეთებთ იმ საქმეებს, რაც მართლა თქვენი გასაკეთებელია და კინკლაობაზე და ერთმანეთის ლანძღვაზე დროს თუ აღარ დახარჯავთ, ისედაც ძალიან ბერვი დრო დაიკარგა ამ სისულელეებზე ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. აბა, წარმატებები!

  24. :zuz: says:

    ubralod ukomentarod🙂
    arc vici ramogwerot

    vicodi ra nagavic iyo zogadad tvitmartvelobis instituti, mara amdenad nagvebi tu iqndebodnen ar megona

  25. ნახევარპრინცი says:

    გადავხედე რა პოსტის კომენტარებს , საკმაოდ გამიკვირდა ლევანის აქტიურობა..
    ჩემო ლევან, ნამდვილად სხვა შთაბეჭდილება მაქვს შენზე და ნუ შემაცვლევინებ.. სხვანაირს გიცნობ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s