Monthly Archives: აპრილი 2011

იყავი სტუდენტი და ,,მოკეტე”

დღეს 21 აპრილს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ბრიფინგს გამართავს თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე. როგორც წინასწარ აცხადებს, ნათელი უნდა მოჰფინოს ვინ დგას ჩვენს უკან და ვის ინტერესებს ვასრულებთ ჩვენ. ჩვენ, ანუ სტუდენტები, რომლებმაც ,,არ მოკეტეს”. როგორც გუშინ დაჩიმ რადიო ,,ობიექტივში” განაცხადა ერთ–ერთი … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , | 2 Comments

თვითმმართველობამ სტუდენტებს ისევე სცემა

ამ წუთას გავიგე რომ თვთმმართველობის წევრებმა ცემეს გიორგი გოგუა და ლაშა ქავთარაძე. გიორგი გოგუა ,,თარგმნეს” საინიციატივო ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი და ბლოგერია. აი ამ ბლოგის და ამ პოსტის ავტორი. ლაშა ქავთარაძეც ჟურნალისტი და ბლოგერია, რომელმაც გუშინ შეხვედრაზე თვითმმართველობის მიმართ კრიტიკული აზრი … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , | 23 Comments

გულწრფელი პოსტი

ჩაცმულ–დახურული ვზივარ, შინიდან უნდა გავიდე და რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გავემგზავრო სამსახურის გამო, მაგრამ ფეხები უკან მრჩება _ ბოლოს ვხვდები მიზეზს, კომპიუტერთან ვჯდები და ამ პოსტს ვწერ. ისევ გუშინდელი ამბავი მიტრიალებს თავში რა თქმა უნდა_ახლა ლამის მრცხვენია უკვე ჩემი წინა პოსტის, … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | 2 Comments

ნაცემი სტუდენტები და გულზემჯიღისმცემი ,,თვითები”

დღეს (უკვე ,,გუშინ” ითქმის წესით) საინიციატივო ჯგუფ ,,თარგმნეს” პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები რომლებიც აჩვენებდნენ რომ უცხო ენებზე სრულყოფილად სწავლა სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია (5–10%, ზოგი ენის შემთხვევაში კი უფრო ნაკლებს), … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , , , | 8 Comments

,,თარგმნეს” პრეზენტაცია_ცვლილებები

,,თარგმნეს” პრეზენტაცია გაიმართება პარასკევს, 15 აპრილს, უნივერსიტეტის Vკორპუსის N313 აუდიტორიაში. მოკლედ, წინა პოსტში როგორც გამცნეთ, პრეზენტაცია 1საათზე, VI კორპუსის დარბაზში იყო დაგეგმილი, მაგრამ ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ბოლო მომენტში სირთულეებს წავაწყდით და დარბაზით სარგებლობაზე უარი გვსტკიცეს (ფაკულტეტის ადმინისტრაცია ფილმის თრეილერმა გააღიზიანა, … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ჩვენთვის უფლება, უნივერსიტეტისთვის ვალდებულება…

წინა წელს, ჩემს ახალშობილ ბლოგზე ერთერთი პირველი პოსტი, ,,ჩინური ქსეროქსები”, მივუძღვენი პრობლემას, რომელიც ყველა თსუ–ელი სოც.პოლისთვის (ტერმინის დაზუსტება: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტისთვის) მევალესავით კარგად ნაცნობი და თავისმომაბეზრებელია. კაცმა რომ თქვას, ეს პრობლემა არც მარტო ჩვენს ფაკულტეტზე არსებობს და … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , | 4 Comments

საჯარო და პირადი ტრაგედია

იმ დღეს თითქოს თარსი დღე იყო _ ჩანთა ინფრა, ლაზერულ, რენტგენულ თუ რაღაცნარი დასხივების აპარატით შემიმოწმეს და ის ის იყო მხარზე გადავიკიდე და ჩემებური არხეინი ნაბიჯებით უნდა გამელაჯებინა პირველ კორპუსში გამავალ ჰოლში რომ რომ ჩანთების რაღაცნაირი დასხივებით შემმოწმებელმა ქალმა ნიშნისმოგებით … Continue reading

Posted in პინგვინეთის ამბები | Tagged , , , , , , , , , , , , | 4 Comments