პულსი

მე, ხავსი და გაზაფხული მოხუცი მუხის ტანზე

    გამოიღვიძეს
    გაზაფხულზე ტბებმა თუ არა,
    საფეხურებთან
    კორდს სიმწვანემ გადაუარა…

(ციუ ჩი. ჩინური პეიზაჟური ლირიკა.VII – X ს.).

პინგვინეთის რკინაბეტონოვან ქალაქებში გაზაფხული მხოლოდ ნაპრალებიდან ჟონავს ხოლმე. შეიძლება რომელიმე მოსაწყენი ქუჩის ბოლოს, შარდის სუნით აქოთებულ ქვა–ღორღს შორის უეცდარ ზედ წააწყდეთ აფეთქებულ ნუშს ან სხვა ხეხილს (შეიძლება ვერ გამოიცნოთ რა ხეხილია, ქლიავი, ალუბალი თუ ტყემალი, ან, შეიძლება საერთოდ მისი არსებობაც ვერ შენიშნოთ და გულგრილად ჩაუაროთ). თუ დაკვირვებული პინგვინი ხართ, მაშინ არ გამოგეპარებთ როგორ ბობოქრობს არტახებში მოქცეული გაზაფხული გაზონებში _ მიწა ყვავილობს, გაზონების გაკრეჭილ ბალახს რაღაც სხვანაირი ბალახი და ყვავილები ერევა. მერიის დაქირავებული დეკორატორების მიერ დარგული კი არა _ ქარის მოტანილი თესლებიდან აღმოცენებული, ველური, თეთრგვირგვიანიანი წვრილი ყვავილები და თაგვისკუდივით სუსტფოთლებიანი თოთო სალათისფერი მინდვრის ბალახი.
გუშინ ვიღაცის ეზოში ამოსულ ტყემლის ხეს ორიოდე ყვავილი მოვაგლიჯე (ბოროტი პინგვინი!), გავსრისე და ხელებზე გაზაფხულის სუნი შემრჩა _ მთელ დღეს ვგრძნობდი. გამახსენდა სახლში (იმერეთში) როგორია გაზაფხული. წლის ამ დროს ის მთრთოლვარეა, არითმიულად ფეთქავს, გახშირებით სუნთქავს და თუ მისთვის პულსის გასინჯვას შეეცდებით თქვენს გულსაც აიყოლიებს.

This slideshow requires JavaScript.

PS. ,, თითი გამეჭრა.
მოსჩქეფს სისხლი
გიჟმაჟ აპრილის.”
კეირო ისაკავა

This entry was posted in ჩემი ფოტოები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to პულსი

  1. თინა says:

    იმერეთში მომინდა…
    წავალ!

  2. salomeaa says:

    როგორც გაჭრილი თითი
    ისე მტკივა ყაყაჩო ტუჩთან…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s