ჩვენთვის უფლება, უნივერსიტეტისთვის ვალდებულება…

წინა წელს, ჩემს ახალშობილ ბლოგზე ერთერთი პირველი პოსტი, ,,ჩინური ქსეროქსები”, მივუძღვენი პრობლემას, რომელიც ყველა თსუ–ელი სოც.პოლისთვის (ტერმინის დაზუსტება: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტისთვის) მევალესავით კარგად ნაცნობი და თავისმომაბეზრებელია. კაცმა რომ თქვას, ეს პრობლემა არც მარტო ჩვენს ფაკულტეტზე არსებობს და არც მარტო ჩვენს უნივერსიტეტში, მაგრამ მისი გადაჭრა რომ ნაწილობრივ ფაკულტეტის დონეზეც შეიძლება, საუნივერსიტეტოზეც და ზოგადად, ეროვნულ დონეზეც, ეს ცალკე საკითხია.
მოკლედ, უნივერსიტეტის მთავარი და სასიქადულო მიზანია სტუდენტებს უბოძოს ცოდნა. უნვერსიტეტმა რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და ეს წმიდათაწმიდა მისტერია განახორციელოს 3 აუცილებელი კომპონენტია საჭირო:
1) ლექტორი, რომელსაც ნამდვილად აქვს ,,ეს” ცოდნა და გადასცემს სტუდენტს
2) სტუდენტი, რომელიც ჩართულია ცოდნის მისთვის გადაცემის პროცესში
3) სასწავლო მასალა, რომლითაც ხელმძღვანელობს სტუდენტი.
პირველი 2 პუნქტიც პრობლემატურია _ ცალ–ცალკე პოსტებს (და არამხოლოდ პოსტებს) იმსახურებს ნამდვილად, მაგრამ ამჟამად თქვენს მე თქვენს ფრიადმნიშვნელოვან ყურადღებას მესამეზე შევაჩერებ.
სასწავლო მასალა არის ის ჯადოსნური საგანი, რომელსაც შეუძლია დააკომპენსიროს ,,ლექტორის ხარვეზები” მაგრამ თუ თვითონაც ერთი დიდი ხარვეზია ან თითქმის არ არსებობს მაშინ? რა რჩება უნივერსიტეტის დიადი ფუნქციისგან?

მეოთხე წელია ვცდილობ უგვანი ქსეროქსებით ვისწავლო რამე და ამ დღეში არიან სხვა სტუდენტებიც. სასწავლო მასალის ნაწილი უცხო ენაზეა, ნაწილი კი ქართულადაა, მაგრამ იმდენად მწირი, უგვანი და ცუდად თარგმნილი რომ კითხვისას ოფლი კი დაგასხამთ, მაგრამ ახალს ბევრს ვერაფერს იგებთ. წელს ამგვარად დამაშვრალმა სრტუდენტებმა გადავწყვიტეთ ერთობლივად რამე გვეღონა მომავალში მაინც ამ პრობლემის გადასაჭრელად. საკუთარი ინიციატივით შევიკრიბეთ, შევისწავლეთ პრობლემა (ნამეტანი აკადემიურად კი ჟღერს მაგრამ ასე ვქენით), შევეცადეთ რაც შეიძლება მეტი სტუდენტების აზრი გაგვეგო და, შეიძლება ითქვას, დავადგინეთ, რომ ეს პრობლემა სტუდენტების დიდი ნაწილისთვის აქტუალურია და მისი გადაწყვეტა საჭიროა. საჭიროს გარდა, გარდა კანონიერი და სავალდებულოც კი _ მშობლიურ ენაზე სწავლა ჩვენთვის უფლებაა, უნივერსიტეტისთვის კი ვალდებულება.
ჩვენი ნაშრომ–ნაღვაწის პრეზენტაცია პარასკევს 1 საათზე შედგება უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის სააქტო დარბაზში. ყველა სტუდენტსა თუ არასტუდენტს გეპატიჟებით პრეზენტაციაზე. ერთად ვიმსჯელოთ და მოვაგვაროთ საკითხი, რომელიც დიდწილად განაპირობებს განათლების ხარისხს, კომპეტენტური კადრების მომზადებასა და საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობას.

PS. ესეც სტუდენტების მიერ მომზადებული ფილმის თრეილერი, რომელსაც პრეზენტაციაზე მოსვლის შემთხვევაში სრულად იხილავთ.

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ჩვენთვის უფლება, უნივერსიტეტისთვის ვალდებულება…

  1. willimes says:

    ase ar jobia?
    kidev gauchndebat tvitmmartvelobis cevrebs kitxva: da tqven ras aketebt imistvis rom tqveni problema mogvardes?!😀
    carmatebebi bavshvebo…

  2. Pingback: ,,თარგმნეს” პრეზენტაცია_ცვლილებები | პინგვინთა კუნძული

  3. qristina says:

    რა მოხდა დღეს? ფილმს ატვირთეთ რა სადმე🙂

  4. chankotadze says:

    უჰ…..
    რა მოხდა და 3 კაცს სცემა თვითმმართველობის ემოციებმოჭარბებულმა წარმომადგენელმა. ფიმლმსაც ავტვირთავთ უთუოდ და ახლა შევეცდები შეძლებისდაგვარად დალაგებულად გადმოვცე რაც მოხდა პოსტში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s