ნაცემი სტუდენტები და გულზემჯიღისმცემი ,,თვითები”


დღეს (უკვე ,,გუშინ” ითქმის წესით) საინიციატივო ჯგუფ ,,თარგმნეს” პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები რომლებიც აჩვენებდნენ რომ უცხო ენებზე სრულყოფილად სწავლა სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია (5–10%, ზოგი ენის შემთხვევაში კი უფრო ნაკლებს), მასალების ნახევარზე მეტი კი (68%) უცხოენოვანია (ეს მონაცემი დათვლილია ჩვენ მიერ მოპოვებული სილაბუსების მიხედვით, თუმცა ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყველა სილაბუსის მოპოვება). ასევე, ნაჩვენები იყო სტუდენტების მიერვე მომზადებული ფილმი.
,,თარგმნე” ჯგუფის სურვილი და მიზანი იყო რაც შეიძლება ნაკლები გაღიზიანება გამოეწვია, არ დაპირისპირებოდა არცერთ სტრუქტურასა თუ ინსტიტუტს და მხოლოდ თარგმანების პრობლემის სხვა მოგვარებისაკენ მიემართა ძალისხმევა.
პრეზენტაციამ საკმაოდ კარგად ჩაიარა, სტუდენტებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებითა და შეხვედრის გასაშუქებლად მოსული ადამიანებით პირთამდე სავსე დარბაზში ამ ინიციატივის მხარდაჭერა და ერთსულოვნება აშკარად იგრძნობოდა (რეპლიკები, ტაში და ა.შ.). ფილმის შემდგომ მსჯელობისას კი იქ მოსულმა სტუდენტებმა ბუნებრივია თავიანთი აზრი გამოთქვეს ფილმზე, ,,თარგმნე” ჯგუფის ინიციატივასა და ზოგადად, სტუდენტური პრობლემების შესახებაც. პრეზენტაციის ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ საუბარი არ გასცდენოდა თარგმანების საკითხს და ამ პრობლემის გარშემო ეტრიალა, მაგრამ ბუნებრივია საჯარო შეხვედრაზე ვერავის აუკრძალავ აზრის გამოთქმას და ამის დარეგულირებაც რთულია, ზოგიერთ შემთხვევაში არაეთიკური, ზოგიერთ შემთხვევაში კი სულაც დანაშაული. _ მოკლედ, იქ მოსული სტუდენტების ნაწილმა კარგა მწვავე შეფასებები გამოთქვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის მისამართით. ამ უკანასკნელი ორგანოს დარბაზში მყოფმა წარმომადგენლებმა კი აქეთ არ დააკლეს მწვავე შეფასებები. თვითმმართველობა ამ თარგმანების პრობლემაში რომ არაფერი დამნაშავე არაა ეგ ცალკე ამბავია ( თუმცა, ამის მიუხედავად რომ ამ პრობლემის ლობირება პირველ რიგში მას უნდა აინტერესებდეს ეგეც იქით იყოს) მაგრამ იქ დამსწრე სტუდენტებმა ტაშფანდურაზე ორიენტირებული ორგანო რომ უწოდეს (არადა თვითონაც ხომ არ მალავენ კაცო ამას) და პრივილეგირებული სტუდენტების საზღვარგარეთული ვოიაჟები და წიგნებისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტში გამოყოფილ თანხასთან შედარებით მათი ბიუჯეტის სიგრძე და სიგანე რომ ახსენეს, ეს ამბავი არაფრად ეპიტნავად. ეს სიტყვის თავისუფლების ზეიმი კი იმით დაგვირგვინდა რომ თვითმმართველობის რამოდენიმე წარმომადგენელმა 3 ადამიანს სცემა, პრეზენტაცია მათ წინააღმდეგ მიმართულად ჩათვალა და დარბაზი ინტრიგნებით სავსედ (არ ვიცი ეს რომელი ფაკულტეტის თითმმართველობის წევრები იყვნენ, როგორც ნაცნობი სტუდენტებისგან შევიტყვე ჰუმანიტარული ფაკულტეტისო, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვი).
პოლიციაში არავის დაგვირეკავს, ახლა ვეკითხები ჩემ თავს რატომ არ დავრეკე _ არ ვიცი, არც მომფიქრებია, გაოგნებული დავრბოდი და ვეძებდი ვინ სცემეს და რატომთქო, ვერ გავიგე. უსაფრთხოების დაცვის სამსახურიც მოვიდა და ,,არაჩვეულებრივად” იმუშავა_ჯერ ჟურნალისტის მიერ გადაღებული ჩხუბის კადრების გადამოწმება უცდია, აბა ერთი რა გადაიღე მანახეო, მე კი ასეთი რამე მკითხა _ ვინც ცემეს იმ ბიჭებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მცემელებს და მერე სცემეს ამათმაო? _ კი, დამსახურებულად სცემესთქო ვუპასუხე მწარე ღიმილით და წამოვედი (კაი ბიჭობისა და ღირსების საკითხებზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაწოდებელ გუნებაზე არ გახლდით).
ჩვენი პრეზენტაციის მიზანი თვითმმართველობასთან დაპირისპირება არ ყოფილა და საბოლოოდ ისიც ვერ გავიგე ეს თვითმმართველობის ოფიციალური პოზიცია იყო მუშტი–კრივი და დედის ხმამაღალი, ლამის ყვირილით გინება უნივერსიტეტის კედლებში თუ თვითმმართველობის ზოგიერთი წარმომადგენლეს აფექტური მოქმედება რომელიც უშუალოდ მათ პირად პოზიციას გამოხატავს და არა მთელი თვითმმართველობისას. ამ კითხვაზე პასუხს იმედია გავიგებთ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, კრიმინალური ხასიათის მოქმედებები რომ უნდა აღიკვეთოს ეს უდავოა_ პასუხი უნდა აგონ ადამიანებმა, რომელთაც ჰგონიათ რომ სხვა ადამიანების ფიზიკური დაზიანების უფლება აქვთ _ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ასეთ ხალხს ვინმემ ძალიან კარგად აუხსნას რას ნიშნავს ადამიანი, ადამიანის უფლებები, საზოგადოება და სახელმწიფო, როგორ მოაღწია კაცობრიობამ აქამდე, რატომ არის ღირებული თავისუფლება და რა ფუნქციას ემსახურება თვითმმართველობა, უნივერსიტეტი, კონსტიტუცია, სახელმწიფო თუ ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისთვის მახასიათებელი ინსტიტუტი, რომელიც გულზე მჯიღისმცემელი გორილებისაგან განგვასხვავებს.

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to ნაცემი სტუდენტები და გულზემჯიღისმცემი ,,თვითები”

  1. teitt says:

    “იქ დამსწრე სტუდენტებმა ტაშფანდურაზე ორიენტირებული ორგანო რომ უწოდეს (არადა თვითონაც ხომ არ მალავენ კაცო ამას) ” < ლევან ჩოხელის სინქრონი ფილმიდან არ ნახეს ? როგორ აპროტესტებენ. ის ძროხა საერთოდ არ უნახავთ მაგათ მგონი, სინდისი რომ ქვია : ))))))))

  2. Chazu says:

    Ashkarad Igrznoba Tvitmartvelobashi Axali Sisxli Ra.. Progresi Saxezea.. “Ras Ambob Kaco, Chem Dros Iyo” – Daicherdnen Ert Kacs 20 Mamulis Ketilmosurne Axalgazrda Da Wixlavda Lanchis Shida Nomeris Saxeze Dakopirebamde.. Axla Ramxela Nabiji Gadaidga Win Ertis Magivrad Ramodenime Scemen.. Enac, Mamulic Da Sarwmuneobac Amayobs Tkvenit.. “Targmnes” Mec Almacerad Vuyureb Mara Tvitebshi Mainc Ar Mimigeben..🙂

  3. რობერტ კავთიაშვილი says:

    თავისუფლება საკუთარი თავის ფლობაა და არა ყველაფრის კეთების უფლება.

  4. chankotadze says:

    რობერტ კავთიაშვილი

    თქვენ თვლით რომ სტუდენტების მხრიდან საკუთარ პრობლემებზე საუბარი ,,ყველაფრის კეთებაა”, რომელიც თავისუფლებაში არ შედის და თვითმმართველობის მხრიდან მუშტი–კრივი საკუთარი თავის ფლობა?
    თუ მცდარად გავიგე ბოდიშს ვიხდი.

  5. Pingback: გულწრფელი პოსტი | პინგვინთა კუნძული

  6. გორილები! აი ზუსტი შეფასება თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და საუკეთესო დადასტურება იმისა, რომ დარვინი არ ცდებოდა თავის თეორიაში.

  7. Pingback: ნაცემი სტუდენტები და გულზემჯიღისმცემი ,,თვითები”

  8. beqa says:

    universitetshi dzalian rtuli vitarebaa da es aucileblad unda gamoscordes. dziritadi problema mainc administraciaa… ufro meti disciplinaa sachiro. mushtis qnevas jobia problemebis realurad gadachraze ifiqros yvelam. mushtis qnevis, populizmisa da radikalizmis gamoa gaxlechil saqartveloshi rom vcxovrobt.. vifiqrot am yvelaferze da ufro metad gavufrtxildet ertmanets.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s