გულწრფელი პოსტი

ჩაცმულ–დახურული ვზივარ, შინიდან უნდა გავიდე და რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გავემგზავრო სამსახურის გამო, მაგრამ ფეხები უკან მრჩება _ ბოლოს ვხვდები მიზეზს, კომპიუტერთან ვჯდები და ამ პოსტს ვწერ.


ისევ გუშინდელი ამბავი მიტრიალებს თავში რა თქმა უნდა_ახლა ლამის მრცხვენია უკვე ჩემი წინა პოსტის, რომელიც გამოჩერჩეტებული მტრედის ნაბოდვარს წააგავს, ზეთისხილის რტოც რომ ვეღარსად უპოვნია მაგრამ ნირს არ იხდენს და ნარშავა გაურჭვია ნისკარტში. რა ქნას საბრალომ, იცის რომ მშვიდობის მტერი უნდა იყოს… ახლა რომ ვფიქრობ გუშინდელ მოვლენებზე, გუშინდელ ცემა–ტყეპაზე, იმაზე რომ ამ ცემა ტყეპის პარალელურად პატ.საზოგადოების ნაწილი შეურყვნელი სახით აგრძელებდა თარგმანების პრობლემაზე საუბარს და პრეზენტაციაც თარგმანების პრობლემის მოსაგვარებლად გაგრძელდა, რაღაც უფრო მძიმე განწყობა მეუფლება კიდევ უფრო.
მოკლედ, ამ საინიციატივო ჯგუფის მიზანი მართლაც მხოლოდ თარგმანების პრობლემა იყო და არც ერთი წამით არ სურდა თვითმმართველობას შეხებოდა. ეს ყველაზე მკაფიოდ პრეზენტაციაზე გამოჩნდა, როცა თვითმმართელობის მისამართით სტუდენტები კრიტიკულ აზრს გამოთქვამდნენ, პრეზენტრაციის მოდერატორები კი ცდილობდნენ თემა ისევ თარგმანებზე დაებრუნებინათ და თვითმართველობაზე არ გაგრძელებულიყო საუბარი. და ამას ისე თვალსაჩინოდ ცდილობდნენ, რომ მე ძალიან გავბრაზდი ჩემს მეგობრებზე, რატომ არ ალაპარაკებენ სტუდენტებს იმაზე, რაც თარგმანებზე მეტად აწუხებთ და თარგმანებზე არანაკლები პრობლემაათქო. დიახ, პირადად მე ვთვლი რომ სასწავლო ლიტერტატურა თავისთავადი პრობლემა არაა სხვა, უფრო მნიშვნელოვან პრობლემებსაა მიბმული. ეს პროლემები სისტემური ხასიათისაა და ჩვენი ფაკულტეტის ადმინისტრაციამ ის საბრალო 20 000 ლარი, რომელიც მწიგნობრობაზეა ყოველ სემესტრში გამოყოფილი და რომელიც ,,გაუგებარი” მიზეზებით არ იხარჯება, ძალიანაც გონივრულად რომ განკარგოს და ყოველ სემესტრში 2–2 რიდერი ბეჭდოს თქვენ წარმოიდგინეთ ჯერ მარტო რამდენი სემესტრი დაჭირდება ყველა საგანში ასეთი რიდერების დაბეჭდვას. ასე ასე 2060–2070 წლებისთვის ალბათ ბოლო რიდერებს დავამთავრებთ და მერე ხელახალ წრეზე წავალთ რაკი ის სულ პირველად გამოშვებული 2011 წლის რიდერი უკვე 60 წლის იქნება. მოკლედ პრობლემა ის კი არაა, რომ ჩვენი ფაკულტეტის ადმინისტრაცია თურმე ტენდერს ვერ ატარებს და ფულს კი აძლევენ ამ ხალხს მაგრამ ესენი ვერ იყენებენ_ პრობლემა ისაა რომ ეს ,,ფულის მოცემა” სიმბოლური ხასიათისაა, არც პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად და არც არაფერს, ეს ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული და მაინცდამაინც არც ღელავენ და არც რაიმეს შეცვლას ცდილობენ. რა, ხარისხის მართვის სამსახურმა არ იცის რომ ფაკულტეტის არსებული ლიტერატურის ფონდი თეორიულ დონეზე განათლების მისაღებადაც კი არასაკმარისია? ამას გარდა, სასწავლო მასალებისა და თარგმნის გარდა, ეს საქმე რომ სულ ბრწყინვალედ და არაჩვეულებრივად იყოს მოგვარებული, უნივერსიტეტი რომ კოლეჯი არ არის და საუნივერსიტეტო დონეზე ლექციის ქსეროქსებში წაკითხვა–მოყოლა რომ სწავლების სამარცხვინო ფორმაა არც ეგ არი იცის არც ხარისხის მართვის სამსახურმა, არც ადმინისტრაციამ და პროფესურამ და არც ჩვენ, სტუდენტობამ ამას რომ ვეგუებით და არ ვითხოვთ შეცვლას? უნივერსიტეტის ფუნქცია რომ დაწყებითი კლასების განათლებით არ შემოიფარგლება, არამედ სამეცნიერო–კლვევითი დაწესებულებაა არც ეს არ ვიცით არავინ?
კარგი, თვითმმართველობამ არ იცის, არ ესმის ამდენი, მაგათ გონიათ რომ სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქცია ზემოჩამოთვლილი პრეტენზიების გამოთქმა და მათ მოსაგვარებლად ბრძოლა კი არა სიყვარულის დღეს კონცერტის მოწყობაა მარტო (არც სიყვარულის დღესთან არაფერი პრეტენზია მაქვს და არც კონცერტთან_ეგეც აკეთონ ბატონო,მშვენიერია, მაგრამ არა არსებითი და მთავარი _ არა ის, რაც სტუდენტობის მხრიდან ლეგიტიმაციასმიანიჭებდა ამ ორგანოს არსებობას). იმის მაგივრად რომ თვითმმართველობა თავად იყოს ამ პრობლემების მოგვარების ლობისტი, თავად ყვიროდეს მეტი ფული განათლებისთვის, მეტი ყურადღება უნივერსიტეტის და სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტებს, უნივერსიტეტსა და საერთოდ მეცნიერებასო, როცა სტუდენტები იწყებენ ამ პრობლემებზე საუბარს თვითმართველობის წარმომადგენლები საომრად აგზნებული გორილებივით იქცევიან, გულზე მჯიღებს იბრაგუნებენ თუ ენამ წაგისწრო და მაგათზეც რაიმე თქვი, თუნდაც ის რომ ფაქტობრივად უსაქმურების ხროვაა (რა არაა? აკეთებენ იმას რასაც უნდა აკეთებდნენ?), ან ,,ცენტრალური პარტკომის” ინტერესების გამტარი, გვარიან მუშტებს მიიღებ სიფათში.
წუხელ, პირველ სართულზე შევესწარი დაცვას როგორ ურჩევდა საქმეს ის ჰუმანიტარების თვითმმართველობის წევრი მკლავრისხი რაინდი. გინების ინტონაციით, თქვენ საერთოდ რას მიკეთებთ, არ იცით ზემოთ რა ამბავიაო, რაებს გვიწყობენ (,,თარგმნეს” პრეზენტაციას გულისხმობდა) და თქვენ აქ დგახართო? დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.
მე მეჩვენება რომ როცა რაიმეს თქმისთვის გცემენ ჯერ ამ ,,თქმის” უფლების ლეგიტიმაციის დამტკიცება და ამ უფლების შეზღუდვის კრიმინალიზაციაა მთავარი. ჰოდა, ამის თქმა მინდოდა, რომ ეს არის ჩემი პირადი (და არა ,,თარგმნე” ჯგუფის) პოზიცია და აზრი, რომლის გამოუთქმელადაც თავს ცუდად ვგრძნობდი.

This entry was posted in პინგვინეთის ამბები. Bookmark the permalink.

2 Responses to გულწრფელი პოსტი

  1. Orlando says:

    კარგია რომ ამ გადმოსახედიდანაც დაიწერა ამ მოვლენაზე. მეც ამან გამაღიზიანა და სტუდენტური ინიციატივის მონაწილეებსაც ვუთხარი ეს.

  2. რა საჭიროა დიალოგი, როცა შეიძლება ადამიანს ყბაში უთავაზო? – აი მაგ პრინციპით ხელმძღვანელობენ ჩვენთან ხშირ შემთვევაში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s