იყავი სტუდენტი და ,,მოკეტე”

დღეს 21 აპრილს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ბრიფინგს გამართავს თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე. როგორც წინასწარ აცხადებს, ნათელი უნდა მოჰფინოს ვინ დგას ჩვენს უკან და ვის ინტერესებს ვასრულებთ ჩვენ. ჩვენ, ანუ სტუდენტები, რომლებმაც ,,არ მოკეტეს”.
როგორც გუშინ დაჩიმ რადიო ,,ობიექტივში” განაცხადა ერთ–ერთი ,,უკანმდგომელი” თეა თუთბერიძეა. მე ეჭვი მაქვს ბატონი დაჩი ამ უკანმდგომელებს მიამატებს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, რამდენიმე ოდიოზურ პიროვნებას, თემურ ლენგს, ბასილი ბულგართმმუსვრელს, იმპერატორ ნერონს, გრაფ დრაკულასა და რამოდენიმე ბოროტ გმირს სპაიდერმენიდან (შეიძლება ჩვენი ვოლდემორთან კავშირი ჯერ ვერ გამოააშკარავეს, კარგად ვიფარებით). ასევე დადებს უცხოპლანეტელებთან ჩვენი შეხვედრის ფაქტებს და გვესაუბრება ჩვენი გამოყენებით უცხო ცივილიზაციის მიერ თსუ–ს თვისმმართველობისადმი წარმოებულ ბრძოლაზე. საბოლოო ჯამში კი დაამტკიცებს რომ იმისმიუხედავად, არსებობს თუ არა პრობლემები რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თავად ჩვენი საუბრის მოტივი შეუძლებელია სამართლიანობის მიღწევა და სტუდენტის უფლებების დაცვა იყოს ზემოდასახელებულ არსებებთან მჭიდრო კავშირის გამო.

ხატია ნადარაიას ფოტო
მოდით მე თვითონ გაგიმხელთ პირადად ჩემს საიდუმლო მოტივებს სანამ ამას დაჩი ახდიდეს ფარდას: მე ვცხოვრობ ჭაობში, ისევე როგორც მილიონობით ჩემნაირი ადამიანი. და ამ ჭაობიდან გასაღწევი ერთადერთი გზა ცოდნაზე გადის. ცოდნა არის საჭირო იმისთის რომ შექმნა არსებულზე უკეთესი მოცემულობა.
უნივერსიტეტი კი არის დაწესებულება, რომელიც , ამ ჯადოსნურ ცოდნასთანაა დაკავშირებული. მთელი ბავშვობა წიგნებსა და რვეულებთან ვმეგობრობდი და ვიცოდი რომ ჩემი მომავალიც ამ საგნებს უნდა დაკავშირებოდა. ეროვნული გამოცდების წარმატებით (საკმაო წარმატებით) ჩაბარების შემდეგ კი, 2007 წელს მე ცოდნის ტაძრისა და ცოდნით დამპურებელი ირმის ნორჩი შვლის ნუკრი გავხდი. ორიოდე თვეში უნივერსიტეტს მაღალი აკადემიური მოსწრებით ვამთავრებ მაგრამ მთელი 4 წლის მაძილზე მიმდინარე სასწავლო პროცესი იმდენად ზედაპირული და არაადეკვატურია, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები და ძალიან ბევრი პროტესტი ჩნდება ამის მიმართ. ასე არის ჩემთვის, ერთი რიგითი სტუდენტისთვის და ამავე ბედს იზიარებს უამრავი სხვა რიგითი სტუდენტიც.
!!!!!! : უნივერსიტეტში გატარებული პირველი კვირა იყო შოკი, პირველი წელი დეპრესია, დანარჩენი უკვე აგონია… მახსოვს როგორ გამოვედი დაბნეული პირველკურსელი ჟურნალისტიკის მიმართულების ტუტორების ოთახიდან ლამის ატირებული მათი უგულისყურობითა და შეურაცხმყოფელი უხეშობით, მახსოვს როგორ არავის არ ეცალა ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, რომლებიც საათობით ვიდეგით ატუზულები ადმინისტრაციის ხან ერთ კართან, ხან მეორესთან, რამდენ ნერვებსა და მოთმინებას ითხოვდა უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა და რა ცოტა სარგებელს იძლეოდა პირველი კურსიდან ვიდრე დღემდე, მეოთხე კურსის ბოლო სემესტრამდე. ვიცი რაა ქსეროქსების სულისამომხდელ რიგში გატარებული საათები უგვანი მასალის გადასაქსეროქსებლად, რომელიც იმ ინფორმაციის მეათედს შეიცავს, რაც საჭიროა, იმ მოცულობაზე 10–ჯერ დიდია რაც საჭიროა და რა ინფორმაციასაც შეიცავს იმასაც იმდენაც ცუდად და დამახინჯებულად გადმოსცემს, რომ მისი კითხვა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს კატორღულ შრომად. ვიცი უნივერსიტეტი სადაც არ არსებობს ბიბლიოთეკა _ ბიბლიოთეკას კი უწოდებენ რაღაც ოთახს, მაგრამ მერხების და სკამების გარდა ბიბლიოთეკასთან მათი სხვა საერთო მახასიაებლების მოძებნა ჭირს. მქონია არაერთი ლექცია, რომელსაც დიდი მონდომებითაც რომ უსმინო იმაზე მეტს ვერაფერს გამოიტან რაც ლექციაზე შესვლამდე იცოდი. მახსოვს ლექტორები, რომლეცსაც უბრალოდ ეზარებდათ სალექციო თემაზე საუბარი. მახსოვს ლექტორები, რომლებსაც არამარტო სალექციო თემაზე საუბარი ეზარებოდათ, არამედ შეურაცხყოფას აყენებდნენ სტუდენტებს და მათი უმრავლესობა ამას ითმენდა. ასევე მახსოვს სტუდენტებიც, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ლექტორებს _ მაგალითად უნებართვოდ შემოიჭრებოდნენ ლექციაზე, სასწავლო პროცესს შლიდნენ და თავიანთი ღონისძიებების განცხადებებს ავრცელებდნენ. მიხვდით ალბათ, თვითმმართველობის წევრებზე ვსაუბობ. ისეთი შემთხვევაც იყო ლექციაზე ასეთი თავხედური შემოჭრისთვის ლექტორმა რომ უმაყოფილება გამოთქვა, ამ შემოჭრილმა სტუდენტებმა სახელი და გვარი გამოკითხეს, უნდა ვიცოდეთო.
მოკლედ, თავიდან მსგავსი ფაქტებით დავაფიქსირე თვითმმართველობის ინსტიტუტის საქმიანობა. მერე უფრო მეტი გავიგე დროთა განმავლობაში _ გაჩნდა ამ ინსტიტუტთან დაკავშირებული ადამიანების ისტორიები. გააზრება იმის რომ რაღაც ორგანო არსებობს, რომელმაც ლამისაა უნვერსიტეტის სტენდები ,,ფართიებისა” და ,,ივენთების” აფიშებით წალეკოს. მერე ნელ–ნელა ისიც გავიგე რომ თურმე ამ ორგანოს საქმიანობისთვის ჩემი ფული იხარჯება _ თან საკმაოდ ბევრი, იმდენად ბევრი რომ საკმარისია თვითმმართველობის წევრებისა და მათ მეგობრებზე გათვლილი კარგი ლაზათიანი საზღვარგარეთული ვოიაჟებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე ნახსენებ წვეულება–დისკოთეკებზე. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა მე სასწავლო პრობლემები თავზე მაყრია _ არ მაქვს ცოდნის მიღების რეალური პირობები, ის, რისთვისაც მე ფულს ვიხდი (კარგი, სახელმწიფო მიხდის, მაგრამ სახელმწიფოს ფულიც ჩემი გადახდაა) და უნივერსიტეტის ბიუჯეტის მთელი 1%–ს თვითმმართველობა ტაშ–ფანდურასა და მამლაყინწობებში ხარჯავს, იმის ნაცვლად რომ დახარჯოს იმ საკითხებზე რაც უნივერსიტეტში ყველაზე პრიორიტეტულია. ეს ჯეელები არც ინტერესედებიან სტუდენტების აზრით, საჭიროებითა და პრობლემებით (თუ აზრი გკითხეს, უთუოდ იმის შესახებ რომელი მსახიობის მოწვევას ისურვებდით უნივერსიტეტში). მათი პირველი ფუნქცია სტუდენტის ინტერესების დაცვაა მაგარამ ამას თავადვე უარყოფენ და აპელირებენ რომ კულტურულ–გასართობი ფუნქციები აქვთ. გიჟი უნდა იყო ამან რომ პროტესტის გრძნობა არ გაგჩინოს.
აი თუ პროტესტის გრძნობა გიჩნდება მაშინ უკვე თვითმმართველობას თავის მეთოდები აქვს ასეთი უგვანი და მკრეხელური საქციელის აღმოსაფხვრელად. ჯერ ინტრიგანს გიწოდებს, შემდეგ გცემს და შეიძლება რაიმე თეორიაც მოხაზოს შენი პროტესტის ასახსნელად (მაინც ნუ გავასწრებთ მოვლენებს). თვითმართველობის ერთ ერთი წევრი, თორნიკე ვაშაკიძე კი ფეისბუქზე ასეთ ,,გენიალურ” რაიმეს წერს საკუთარი ანგარიშიდან:

დააწკაპეთ და წაიკითხეთ შედევრი უკეთესად

PS. თუმცა მე არ გამკვირვებია არც სტუდენტების ცემა და არც ვაშაკიძის ფაშისტურ–ანტისემიტური გამოსვლა. მათი აზროვნების ეს ტიპი ჩემს ბლოგზე თვითმმართველობის შესახებ დაწერილ პოსტზე ადრე დატოვებული კომენტარებიდანვე უკვე ცხადი იყო. (განსაკუთრებით მას მერე როცა გავიგე რომ ერთ–ერთი ყველაზე არაადეკვატური ოპონენტი, ბექა ახლოური, თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი ყოფილა და არა რომელიმე რიგითი, აფექტურად მოქმედი წევრი).

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to იყავი სტუდენტი და ,,მოკეტე”

  1. ani chankotadzis dzma! :D(metevze nodara) says:

    an es jeltmeni daushromeli ena rom aqvs😀 kudians vis uzaxis?😀 gamaogna saedan eseti gamchriaxi goneba ert kacs :O:O

  2. Anonymous says:

    ყველამ მოკეტეთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s