ლაბორატორია 1918


დიდი ხანია ჩემს ბლოგზე არ დამიწერია და მომენატრა აქაურობა, თუმცა წერას ლაბორატორიაზე მოყოლის გარეშე ვერ გავაგრძელებ…
ახლა უნივერსიტეტის დამთავრებამდე დაახლოებით ერთი თვე დამრჩა. პირველ კურსზე ვიქრობდი, რომ მომავალი წლიდან მაინც დაიწყებოდა სწავლა. მეორე კურსზე ვფიქრობდი, რომ სერიოზული მუშაობა და მესამე–მეოთხე კურსზე მელოდებოდა. მესამე კურსზე სრულ აგონიაში ვიყავი, მივხვდი რომ უნივერსიტეტში ჩემს პროფესიას ვერ ვისწავლიდი (ვიწრო სპეციალიზაციის დონეზეც კი, თორემ საუნივერსიტეტო განათლების მიღებას არ ვგულისხმობ), მეოთხე კურსზე დავასკვენი რომ უნივერსიტეტში მიმდინარე ,,სასწავლო პროცესი” სტუდენტების და მთელი საზოგადოების მოტყუებაა _ უფრო მეტიც, გეგმაზომიერი და გააზრებული ბოროტება რომელიც უამრავ უარყოფით შედეგს იწვევს და როცა ამას დაინახავ ან თვალი უნდა დახუჭო და თვალთმაქცობა გააგრძელო, ან უნდა ადგე და ეს თქვა.
თუმცა თქმა ერთია… პრობლემებს ყოველთვის თავიანთი მიზეზები აქვთ და ზოგჯერ უბრალოდ ადგომა და ამის შესახებ ეპისტოლეს გამოქვეყნება არასაკმარისია. პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა ამ პრობლემების გამომწვევი ფაქტორების შესწავლა და ნება მისი მხრიდან, ვისაც მათი მოგვარება შეუძლია. და თუ ეს ,,ნება” არ არსებობს მაშინ ის უნდა ,,შექმნა”.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ,,ლაბორატორია 1918”.
,,ლაბორატორია 1918” სტუდენტთა და ლექტორთა თვითორგანიზებული ჯგუფია. მე მისი ერთ–ერთი წევრი ვარ. ჯგუფში გაერთიანებული ვართ ადამიანები, ვისაც აწუხებს უნივერსიტეტსა და ზოგადად, განათლების სისტემაში დღეს არსებული პრობლემები (,,პრობლემები” ლამის შერბილებული ფორმაა) და ვიღებთ ინიციატივას დავიწყოთ მათი მოგვარება. ამისთვის ვიწყებთ პრობლემის საფუძვლების გამოკვლევას და ველოდებით ყველა ადამიანს, რომელსაც სურს ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა.
,,ლაბორატორია 1918” ღია ჯგუფია, რაც იმას ნიშნავს რომ მასში გაწევრიანება და მოქმედება ყველას შეუძლია, ვინც ლაბორატორიის პრინციპებსა და მიზნებს იზიარებს (განურჩევლად სქესისა, ასაკისა, კანის ფერისა, სტუდენტობა–არასტუდენტობისა და ა.შ). პრინციპებს რაც შეეხება, ლაბორატორიის პრინციპებია თანასწორობა, თვითორგანიზებულობა, ჰორიზონტალური პრინციპი, ანუ იერარქიაზე უარის თქმა (ყველა წევრი თანაბარუფლებიანია და არ არსებობს იერარქიული დაქვემდებარება), გადაწყვეტილების კონსესუსით მიღების წესი (ანუ, არჩევნების წესისგან განსხვავებით, კონსესუსის დროს ყველა წევრი უნდა უჭერდეს მხარს გადაწყვეტლებას)… შეგიძლიათ ჩვენს მანიფესტს ლაბორატორიის ოფიციალურ ბლოგზე გაეცნოთ.

ლაბორატორია 1918 სიმბოლური გამოძახილია 1918 წელს თსუ–ს, როგორც ავტონომიური უნივერსიტეტის და სამეცნიერო ტრადიციის დაარსების. დღეს, უნივერსიტეტის ავოტნომია აღარ არსებობს და არც უნივერსიტეტი აღარაა განათლებისა და მეცნიერების კერა. იგივეს თქმა შეიძლება სხვა უნივერსიტეტებზეც, რადგა ეს პრობლემები დიდწილად განპირობებულია ზოგადად განათლების სისტემის მოდელით და გამნათლების პოლიტიკით ქვეყანაში. ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც მიიჩნევთ რომ საჭიროა ვითარების შეცვლა და მზად ხართ ამისთვის რაიმე გააკეთოთ.

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s