ტოკიოს ხმების რუკა_her story

ტოკიოს ხმების რუკა ერთი შეხედვით, ,,ბევრი არაფერი” ფილმია. არც ღრმა ინტელექტუალურ-ცინიკური წიაღსვლები ამშვენებს, არც გლობალურ პრობლემებზე გადის და არც ადამიანის არსების მისტიკური განწმენდა-კათარზისია ნაჩვენები. იდეაში, მისი დახასიათება შეიძლება როგორც მორიგი კარგად გაკეთებული ეროტიკული დრამის. თუმცა, მე ვიტყოდი რომ ის საკმაოდ საინტერესო ,,ქალური” ფილმია._ her story(ნაწილობრივ).
ფილმი ამაზრზენი კადრით იწყება _ იაპონელი საქმოსნები დასავლელ პარტნიორებს სუშით უმასპინძლდებიან. მაგიდის გარშემო ამქვეყნიური პრივილეგიებით მორჭმული სმოკინგიანი მამაკაცები სხედან და სუშის მაგიდაზე გაწოლილი შიშველი ქერა ლამაზმანების სხეულებიდან მიირთმევენ. ეს ყველაზე უფრო უხამსი კადრებია რც შეიძლება ოდესმე ნახოთ _ უსულო ნივთებივით გახევებული თევზეულითა და ყვავილებით მორთული ქალის სხეული, რომელიც მამაკაცთა გასტრონომიული სიამის პროცესისთვის პეწის შემატებას ემსახურება და ხაზს უსვამს მათ ძალაუფლებასა და პრესტიჟს, ისევე როგორც, ვთქვათ, როლექსის საათი. შემდეგ, როცა სუფრაზე არეულობა იწყება, ოპერატორი საინტერესოდ ათამაშებს კადრს _ როგორ ერთმანეთის მიყოლებით დგებიან მამაკაცებისგან შევიწროებული ქალები, გაუბედავად და უსუსურობის გამომხატველი მოძრაობებით, და ეს რამდენიმე წამს გრძელდება _ თითქოს ერთი ქალის მოქმედებას ერთი მერაღაცამდენი წამის შემდეგ ზუსტად იმეორებენ მისი ორეულები, რომლებიც ერთმანეთის უკან მიდგმულ უსასრულო რაოდენობის სარკეებში ჩანან (ჰო, ფილმის პერსონაჟი ყველა ქალი კვდება… ქალები ამ ფილმში ან სუშის დეკორაციები არიან, ან მოგონებები რეალურად არსებულ ქალებზე)

ფილმის რეჟისორი იზაბელ კოიშეტია _ ესპანელი კინორეჟისორი ქალი. ისე, ალმადოვარის ფილმების გარდა სხვა უფრო ,,ქალური” ფილმი არ მინახავს. უამრავი მშვენიერი კადრი, დიდებული მუსიკა და რეჟისორის სურვილი აჩვენოს ქალების გულისამაჩუყებლად მყუდრო და ეროტიკული სამყარო ფილმს დაუვიწყარს ხდის იმ მაყურებლისთვის ვისაც ამის შემჩნევა შეუძლია. სამწუხაროა რომ ფილმი აქა-იქ ზედმეტად პათეტიურია და სერგი ლოპესიც (მამაკაცის მთავარ როლს ასრულებს) პროვინციელი მატადორის ტიპს უფრო განასახიერებს ვიდრე თავის პერსონაჟს, მაგრამ სამაგიეროდ ეროტიკული სცენებია ერთობ მშვენიერი და ესთეტიური.

ფილმის ცენტრალური ბგერა რიუა _ მეტროპოლისში ჩაკარგული გოგონა, რომელიც გარესამყაროსგან ,,რამდენიმემეტრიანი სიცარიელითაა” დაშორებული და ცხოვრებაში სიამოვნებას მხოლოდ მარწვისჯემიანი ნამცხვრების ჭამა ანიჭებს. ის ყოველდღე დგება, იბანს, ტანსაცმელს იცვამს და უმეტყველო სახით მიუყვება გზას სამსახურისკენ და უკან. სამსახური თევზის ბაზრობაა, მექანიკური და დამქანცავი _ რიუსაც ეს მოწონს, უნდა რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დაიკავოს სამყაროში. მაგრამ სიცოცხლე სახეს იცვლის როდესაც ის ხვდება კაცს, რომელიც, იდეაში, უნდა მოკლას. რიუს სხეული ცოცხლდება, თვალები უკიაფებს, მეტროში თავისთის იღიმის… მისი არსება ბოლომდე ეძლევა სიყვარულს, მოკლედ მთელი მისტიკა და რომანტიკა ხდება, თითქოს საკუთარი თვალით უყურებთ როგორ იზდება მიწიდან ჯეჯილი, როგორ ყვავილობს და მწიფდება. აი ესაა ძირითადად ფილმის ღირსშესანიშნაობა რომელიც იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის რომ ფილმის ნახვიდან ასე ერთი წლის შემდეგ იუტუბზე შემთხვევით ნაპოვნმა ფილმის თრეილერმა პოსტის დაწერა მომასურვა.


PS
. ჰო, დასასრულს რაც შეეხება, ერთმნიშვნელოვნად ცუდია. წარმოიდგინეთ, ვინემ კომიქსების კრებულს რომ ,,შაგრენის ტყავის” ეპილოგი გაუკეთოს, დაახლოებით მსგავსი შემთხვევაა. რატომღაც რეჟისორმა გადაწყვიტა რომ თხრობის შუასაუკუნეობრივი მეთოდი გამოეყენებინა, ეს მშვენიერი მოზაიკა ერთ გრანდნარატივად გაეერთიაებინა და გამოცდილების კლასიკურ სისტემაში მიებრუნებინა. ასე რომ, ფილმი ფინალით ისევ მამაკაცების სამყაროს უბრუნდება რა სევდიანადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს ამბავი.

This entry was posted in კინო and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ტოკიოს ხმების რუკა_her story

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s