გზანი უფლისანი ანუ როგორ დაგვესხა თავს შუახნის ქალბატონი

გუშინწინ საქართველოში პირველი აქცია მოეწყო, რომელსაც შეიძლება ფემინისტური დემონსტრაცია უწოდოს ადამიანმა. აქციის მიზანი იყო იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ საქართველოში არსებობენ სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც ქალის გამოცდილებისა და უფლებების ნებისმიერი სახით შეზღუდვას გააპროტესტებენ და არ შეეგუებიან.
წელს აქტიური კამპანია მიმდინარეობდა აბორტის აკრძალვაზე (როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ქრისტიან–დემოკრატების ახალგაზრდული შვებოდა ამ ამბებს, მაგრამ მე როგორ დავიჯერებ, ეგ ისეთი პროგრესული ტიპების პარტიაა რომ არ იზამდნენ დედას გეფიცებით :დ). ამიტომაც, ლოზუნგების დიდი ნაწილი შეეხებოდა აბორტის აკრძალვის მავნებლობას, იყო ასევე სქესუალური განათლების მოთხოვნა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნეგატიური კულტურული ტრადიციების კრიტიკა და ისეთი ზოგადი და დიდებული ლოზუნგებიც, როგორიცაა თუნდაც შემდეგი:

როგორც დაგეგმილი გვქონდა, ფილარმონიასთან შევიკრიბეთ და რუსთაველის გავლით მსვლელობა მოვაწყვეთ ჯერ პუშკინის სკვერამდე, შემდეგ კი რიყის ახალ პარკამდე. მე და ჩემი მეგობრები, სულ ხუთნი, თავიდან დემონსტრაციის ძირითად ტალღას ჩამოვრჩით და სანამ დანარჩენებს დავეწეოდით მარტო მოგვიწია მსვლელობა. ჩვენც საკუთარი პლაკატებით შეიარაღებულები გავეშურეთ და გამვლელ–გამოვლელს დაინტერესების შემთხვევაში ხალისით ვუხსნიდით აქციის იდეას. კოსტავაზე რომ მოვდიოდით აპოკალიფსის სისხლიანი მხედარი გვეკვეთა: ცანი განიპო და გამოჩნდეს ანგელოზნი, და პირველმა ნგელოზმა ჩაბერა საყვირს და იძრა მიწა და შეზანზარდა ყოველი… და სულ ასეთი რამეები გაგრძელდა სანამ შვიდივე ანგელოზმა არ ჩაბერა საყვირს.
ჰო… ხუმრობის მიღმა, აპოკალიფსის მხედარი არა, მაგრამ აპოკალიფტური მითებით გაბრუებული ქალბატონი კი გვეკვეთა. უეცრად შევნიშნე, რომ ერთერთი გამვლელის სივრცეში ორიენტირების მიართულება შემაშფოთებლად ემთხვეოდა იმ ალაგის კოორდინატებს, რომელიც უკვე მე მეკავა. ცოტა არ იყოს დავიბენი, წამის მეათასედში ვიფიქრე რომ ეთეროვანი სული იყო და ჩემში გავლა სურდა, მაგრამ ყოველგვარ ეთეროვნება–ჰაეროვნებაზე ილუზიები სასწრაფოდ უკუვაგდე, რამეთუ ხსენებულმა წარმოსადგემა ქალბატონმა უეცრად გულზე მიმაგრებული პლაკატი ისეთი ძალით ჩამომგლიჯა რომ შევქანდი. მერე უმალ მადლი შევწირე შემოქმედს, რომ პლაკატი კისერზე არ მქონდა ჩამოკიდებული და გულზე მივიმაგრე, თორემ კარგა მედგარი თოკით გახლდათ დამაგრებული და ამ ქალის ძალ–ღონის პირობაზე ის თოკი უეჭველი კისერს წამაგდებინებდა. ეს რა არის, რაები გიჭირავთო ყვიროდა ქალბატონი. მე ცოტა გამოვლენჩდი, რითაც ქალბატონმა უმალ ისარგებლა და გვარიანი მუჯლუგუნი მითავაზა. ტვინის ნაცრისფერ ჯრედებში მეშვა საგანგაშო ვერსია ,,ნუთუ მმკ დაგვესხა თავს და ახლა სულზე უნდა მიგვდონ?”_ მხოლოდ 5–ნი ვიყავით და უცებ წარმოვიდგინე ასე 15–20 მმკ–ელი როგორ შეგვესია და უფლის სახელით ჩვენს გვემას აწარმოებს. ჩემმა ტვინმა დიდ ხანს აღარ მტანჯა და უმალ მომაწოდა მეორე არგუმენტიც _ ეს რომ მმკ ყოფილიყო აქცის ჩამორჩენილ მონაწილეებს არ დაგვესხმებოდა კაცო თავს, მოწინავეებს შეუტევდათქო. დამშვიდებულ გულზე კიდე ალიაქოთს სხვა თვალით შევხედე და აპოკალიფსის ანგელოზებისა და მმკ–ელთა ზმანებების მიღმა აღმოჩნდა რომ მთელი ალიაქოთი ერთ, ერთადერთ, უბრალო გამვლელ ქალბატონს აუტეხია.
უბრალო გამვლელმა ქალბატონმა ყველას სათითაოდ გამოგლიჯა პლაკატები (ძალიან ენერგიულად გამოიყურებოდა სხვათა შორის და სისწრაფეც არ აკლდა), მიფხრიწ–მოფხრიწა (იმ სისქე კარდონებზე გვქონდა გაკეთებული, როგორ მოახერხა არ მესმის) ძირს დაყარა და ფეხით შესდგა. ამავე დროს, რეგგულარულად ცდილობდა ფიზიკური ზიანი მიეყენებინა ჩემი მეგობრებისათვის და ასევე, გამოეხატა ჩვენდამი საკუთარი დამოკიდებულება სიტყვებით: ,,ბოზის გაჩენილებო, საქართველოდან წაეთრიეთ, რაებს ლაპარაკობთ, სექსები გინდათ? უჰ თქვე გაფუჭებულებო, თქვენ გამო ხდება ყველაფერი”(უთუოდ აპოკალიფსის მოახლოვებას გულისხმობდა, რაშიც ეჭვი არ ეპარება)… ჩემმა გენდერისტმა ,,ბოსმა”, რომელსაც გენდერული პროპაგანდის და მსგავს ტიპებთან ურთიერთობის აშკარად მეტი გამოცდილება აქვს, სამშვიდობოს გაგვწია და როგორც იქნა დაგვარწმუნა რომ ამ ქალთან საუბარი არ შეიძლებოდა. არადა რაღაც მონაკვეთში მართლა მჯეროდა რომ ამ წარმოსადეგ, სწრაფ და ენერგიულ ქალბატოს თვალებში ჩავხედავდი და უმალ გავაგებინებდი რომ ქალები სინამდვილეში მაგარ ცუდ დღეში ვართ და ჩვენი უფლებების დაცვის მოთხოვნა ღმერთს კაკრას გაუხარდებოდა.
სხვათაშორის, ამ ქალბატონს თან ახლდა მეგობარი ქალბატონიც, რომელიც ამის დაშოშმინებს ცდილობდა. მეგობარმა გვამცნო რომ ესო, ძალიან რელიგიური ქალბატონიაო და მოგვიწოდა და არაფერი უთხრათო. როგორც კი გვესმა რომ ეს ქალი მორწმუნე ყოფილა, იმავ წამს ნათელი მოეფინა პლაკატების ჩამოგლეჯა–ყვირილ–ცემის წიმადათაწმიდა მოტივაციას და უმალ საღმრთო სიყვარულმა განმსჭვალა ჩვენი გულები. ბუნებრივია უფალი ვადიდეთ და ერთმანეთს პირზე კოცნით დავშორდით. ამასთან, იმედი გამოვთქვით, რომ ღმერთი კვლავ ისურვებდა და შეგვახვედრებდა ესოდენ კეთილშობილ და მშვიდობისმოყვარე ქალბატონს ვიდრე ამქვეყნად მის მიერ ჩვენთვის დაწესებული სასიცოცხლო დრო მიიწურებოდეს.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე… ამინ!

This entry was posted in გენდერი, პინგვინეთის ამბები, ცოტა მერწყული და აპოკალიფსი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to გზანი უფლისანი ანუ როგორ დაგვესხა თავს შუახნის ქალბატონი

  1. samuraisxmali says:

    ბრწყინვალეა…
    ვოლტერისეული სარკაზმი გაქვს, შესანიშნავია!

  2. Anonymous says:

    😐

  3. Anonymous says:

    ეს რომ ციტატა იყოს მხატვრული ნაწარმოებიდან, მართლაც რომ კარგიათქო ვიტყოდი, მაგრამ ეს ხომ ბნელი რეალობაა?😦 ეეჰ.. მმკ მმკ…

  4. jijgina says:

    ნუთუ არ იცი, რომ ფემინიზმი, ჰომოფობია, ქსენოფობია და მისთანანი დამპალი კაპიტალისტების შემოგდებული თემებია და უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება? :ო :დდ

  5. chankotadze says:

    ააა :დდდ აია❤ ….. :არაადეკვატური რეაქცია:
    შემირიგდი….ok?

  6. Anonymous says:

    haha jijginam daglija

  7. agatako says:

    ლოლ :დ

  8. The Bad Guy says:

    ქალები რატომ ხართ ცუდ დღეში ? :))

  9. chankotadze says:

    იმიტომ რომ ქალის განვითარებისა და თავისუფლად ცხოვრებისთვის უამრავი წინაღობა არსებობს საზოგადოებაში და ქალებს ან მსხვერპლის გაღება უწევთ მათ გადასალახად და ან საერთოდ არ აქვთ ამ წინააღმდეგობების გადალახვის ძალა და იმ ნაჭუჭში ცხოვრობენ, სადაც ჩაამწყვდევენ ხოლმე.

  10. ///ნუთუ არ იცი, რომ ფემინიზმი, ჰომოფობია, ქსენოფობია და მისთანანი დამპალი კაპიტალისტების შემოგდებული თემებია და უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება? :ო :დდ////

    ეჰ არადა ერთადერთი მოპოლიტიკანო ტიპები კაკრაზ კაპიტალისტებზე გაბრაზებულები ვიყავით მოსულები🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s