ნიკუშა მარქსს საყვარელ ადამიანს მიხალკოვის ფილმები ახსენებს


პინგვინეთის სტუმრებო, ჩვენი არაჩვეულებრივი კუნძულის საეჭვო რეპუტაციის განყოფილება ,,წერო ამბები ანუ დეზ(ებიანი)ინფორმაცია”_ ახალ რუბრიკას გთავაზობთ. ამიერიდან თქვენ შეგეძლებათ წეროანკეტებში ამოიკითხოთ სხვადასხვა ცნობილ თუ უცნობ გვამთა გულწრფელი და უგულწრფელესი პასუხები დია საინტერესო კითხვებზე. კუნძულის ადმინისტრაციამ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი რუბრიკა დღეიდან მოყოლებული საფუძვლიან მეტოქეობას გაუწევს პინგვინეთის მეზობელ სახელმწიფოთა ისეთ აკადემიურ გამოცემემებს, როგორიცაა ზღვის ღორთა სამეფოს სამეცნიერო–ყვითელი ჟურნალი ,,სარკე” და აბანოს ჭიათა ავტორიტარული სახელმწიფოს მანიფესტური გამოცემა ,,ტაბულა” (იხ. თვალსაჩინოებისათვის ბმული ესე დადგენილი ღმრთითა და თავისუფალი ბაზრითა)

წეროანკეტის დღევანდელი სტუმარია კაი-ბიჭობის და პოსტ-კაიბიჭობის კვლევის ეროვნული სააგენტოს დამაარსებელი ცნობილი ქართველი ექსპერტი _ ნიკუშა მარქსი.
ნიკუშა ამჟამად არის გლობალური მოძრაობა ,,მხეცის” წევრი (მოძრაობის მიზნებში, როგორც ამბობენ შედის ხალხის იძულება გამოიყენოს ეკონომიური ნათურები, მოსახლეობის მასიური აცრები და მსგავსი რამერუმეები. თუმცა თავად ნიკუშამ ამ თემაზე ჩვენთან საუბარს თავი აარიდა, ეგ სხვა ინტერვიუ–ანკეტის თემააო). ნიკუშა ასევე არის საპატრიარქოსთან არსებული ათეისტური სოციალიზმის ცენტრის წამყვანი ფიგურა. ნიკუშას უფრო ახლოს გაცნობასა და მის უმანკოსა და მშვენიერი სულის წიაღში ჩაჭვრეტას კი პინგვინეთის მონდომებული მკითხველი შემდეგი ანკეტიდან შეძლებს:

1. როგორი თვალები გაქვს? _ უძირო ოკეანესავით
2. რა გიყვარს? _ ვგიჟდები ბიჭი რომ ცუდად ღადაობს თან თუ ამას ქუთაისურ აქცენტს უმატებს იმენა ვაფანატებ.
3. რისი გეშინია?_ ერთ დღესაც გავიღვიძებ და აღმოჩნდება რომ წარმატებული ბანკირი ვარ, მანქანით, ცოლით რომელთანაც სექსი არ მაქვს, ორი ბავშვით რომლებიც ვერ მიტანენ და ლაბრადორით.
4. მაცივრის საყინულეში თუ დაგწეპებია ენა? _არა მაგრამ უნდა შევამოწმო.
5. საყვარელი სუნი – ბუნებრივი აირის სურნელი 
6. რა გახსენებთ საყვარელ ადამიანს? – ნიკიტა მიხალკოვის ფილმები.
7. შენი აზრით, რა არის სამყაროს სუბსტანცია? _ ჩემი მეგობრის ორლანდოს ხუმრობები.
8. უცხოპლანეტელები არსებობენ? _ კი არსებობენ და ბანკებში მუშაობენ.
9. გაფრინდებოდი კოსმოსში? _ კი, აუცილებლად, არც დავფიქრდებოდი.
10. შენს სიზმრებში… _ მაქვს რეგულალური სექსი მინიმუმ ორ გოგოსთან.(ეჰ რას ვიტყუები ორჯერ დამესიზმრა სულ)
11. შენთვის ღიმილი ნიშნავს… _ რავი გააჩნია, ზოგჯერ სპეციალურად ვხუმრობ ცუდად რადგანაც მომწონს როდესაც ადამიანი ყალბად მიღიმის, თან ხომ ვერ წარმოუდგენიათ რომ შეიძლება მე არ ვიყო სერიოზული.
12. შენი საიდუმლო ოცნება – სექსი სამ გოგოსთან ერთდროულად.
13. რა ფერის სული გაქვს შენი აზრით? _ უეჭველი წითელი
14. ცისარტყელა თუ ჭიამაია? _ ჭიამაია.
15. რომელი ზღაპრის გმირი იქნებოდი და რატომ? _ ნაცარქექიას უფრო ძმა ვიქნებოდი, ყველაზე მრავლისმეტყველი პერსონაჟია.
16. რომელი წიგნის რომელ პერსონაჟთან გექნებოდა სექსი? _ ახლა ვკითხულობ დენ სიმონსის ჰიპერიონს და იქ არის ერთი პერსონაჟი გოგო და იმასთან.
17. როცა მთელი სამყარო უცხოა და მარტო ხარ… _ ვაშენებ ცინიკური თავდაცვის კედელს.
18. რას ფიქრობ ლედი გაგაზე? – წესიერი ადამიანი ლედი გაგაზე არ ფიქრობს.
19. საცვლების ფერს განწყობას უხამებ? _ გააჩნია, თუ მაგალითად გარეთ გასვლა მიწევს მაშინ აუცილებლად სუფთა შავს ვიცმევ ხოლო თუ არ მიწევს გარეთ გასვლა მაშინაც სუფთა შავს,
20. რომელი ყვავილი შეგეფერება? _ ენძელა.
21. გჯერა რომ მთვარე ყველისგანაა გაკეთებული? _ არამარტო მჯერა, მწამს.
22. ვარსკვლავებს ითვლი ხოლმე? _ მაგ რაოდენობის სასმელს არ ვსვამ.
23. რა სურვილი ჩაიფიქრე წელს როცა პირველად შეჭამე მარწყვი?– სოციალისტური რევოლუცია 
24. შენს ცხოვრებას ბედისწერა განაგებს? _ კი, კიდევ ლეპრიკონები, თოვლის ბაბუა და თავისუფალი ბაზარი.
25. გჯერა მაგიის არსებობის? _ მაგიის არა მაგრამ მჯღიბავების და მოლების კი.
26. რა არის სიცოცხლის აზრი? _ არაფერი, სიცოცხლეს აზრი არ აქვს.
27. მელანქოლიური ხარ? _ გააჩნია. ალბათ უფრო არა.
28. რომანტიკა შენთვის ნიშნავს… _ ლამაზი გოგოს დაკერვის გზას თუ ფული არ გაქვს.
29. რომელი პოლიტიკოსი გესიზმრება ხოლმე და რა ვითარებაში? _ ვერა ქობალია დამესიზრმა ერთადერთხელ საქმიანი საუბარი გვქონდა(ნუ თავიდან)
30. რა გახსენდება სიტყვებზე ,,ნიკა გილაური’’? _ გელა ნიკაური მახსენდება სულ, ოღონდ არ ვიცი ვინ არის..
31. რა სიტყვები გესმის ამ წუთას? _ რუუტს, ბლადი რუუტს…
32. ნატვრისთვალი რომ გქონდეს…_ დროს დავაბრუნებდი.
33. შენი ჩუმი ჩანაფიქრი? _ :წამწამებისწკლაპურტი;
34. გჯერა უბიწო ჩასახვის? _ კი, რატომაც არა, არამგონია ბურჯანაძე ისე გაჩენილიყო.

This entry was posted in წერო ამბები_დეზ(ებიანი)ინფორმაცია and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ნიკუშა მარქსს საყვარელ ადამიანს მიხალკოვის ფილმები ახსენებს

  1. andro says:

    ეე მაგარია

  2. Kate says:

    ვაიმე, რამდენი ვიცინე 😀😀😀😀😀
    საღოლ მართლა :))))))))))))))))))))

  3. Kate says:

    ჩემი დებილი ცინიკოსი არის ეს❤❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s