OVERLAP

დღეს თავისუფალი სახელოსნოს სტუდენტის, თეო ბიჩინაშვილის სადიპლომო ნამუშევრი OVERLAP შედგა.
წარმოიდგინეთ, ჩაბნელებული ინტერიერის შუა ნაწილში გრძელი სადენით თითქმის იატაკამდე დაშვებული ელექტრონათურა ანათებს, რომლის გამოსხივებულ ფოტონებსაც გარშემო აბაჟურივით შემოხვეული ქაღალდი ერთი მიმართულებით კრებს და ნათურის ქვეშ სიმეტრიულად დალაგებულ რამდენიმე ათეული ფერადი ფრჩხილის ლაქის შუშისაკენ მიმართავს. გარემომცველი მყუდრო სიბნელე ხელშეუხები რჩება _ ქაღალდის აბაჟური კი 90–იანების სოფლური ღამის ასოციაციას გიჩენთ, როცა ღამის ჭრიჭინების ხმა გესმით, გამშრალი ხის სუნი გცემთ და შიშველ სადენზე დაკიდებული, მწერებით გარშემორტყმული ნათურა ზუსტად ასე დაგიფარავთ ქაღალდის აბაჟურით, მის ქვეშ კი არხეინად კითხულობთ რაიმე დიდებულ, ვრცელტანიან და გამაოგნებელ რომანს.

overlap

ბექა კუნდალინის ფოტო

გალერეის ერთი კედელი მთლიანად უჭირავს დიდი ფორმატის სამ ფოტოს ბავშვების გამოსახულებებით, რომელთაგან ერთ–ერთ თავად პროექტის ავტორია. ფოტოები შავთეთრია და უკვე გავლილი, ნაცნობი და დავიწყებული განცდების სუსტ გამოძახილს აღვიძებს. ბავშვური ხალისის, მიამიტობისა და ჯადოსნობის გარდა სურათები 90–იანი წლების სასოწარკვეთილებით, ერთგვარი მწუხარებითა და დაუცველობის გრძნობითაა გაჟღენთილი… უფრო მეტიც, თითქოს მთავარ კონტურებს ეს უკანასკნელები ქმნიან, ბავშურობა კი მხოლოდ ფონია.

ბექა კუნდალინის ფოტო

OVERLAP გადაფარვას, ნაწილობრივ გადაფარვას ნიშნავს… პროექტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ფრჩხილის ლაქის გამოყენებით იქ მყოფებს თავად შეექმნათ ახალი ნაწარმოები _ გადაეფარათ არსებული, დოკუმენტური სინამდვილის ამსახველი სურათები თავიანთი შემოქმედებით. ნებისმიერ დამსწრეს შეეძლო სასურველი ფერის ლაქით სურათზე წაეწერა ან მიეხატა რაიმე. პროექტის ავტორის, თეო ბიჩინაშვილის თქმით, მან სპეციალურად შექარჩია სამუშაო მასალად ლაქი, რადგან ლაქის ფუნჯები ძალიან პატარაა, სამუშაო ტილო კი ძალიან დიდი და სწორედ ეს შეუსაბამობა კარგად აღმოჩნდა პრეზენტირებული თავისი შედეგებითურთ.
შენ თითქმის არ შეგიძლია რაიმეს შეცვლა შენი სურვილისამებრ, სანამ ეს სურვილი სხვების სურვილებს ეწინააღმდეგება. მანიკურის პაწაწინა ფუნჯით გამოყვანილი დეტალები უმნიშვნელო შტრიხია ტილოზე, რომლის წაშლა და გადაფარვაც ნებისმიერ წამს შეუძლია სხვას. ყველა ცდილობს საკუთარი შინაგანი რეალობის, შეხედულებების და მრწამსის შესაბამისად შეცვალოს რეალობა, მაგრამ სინამდვილეში უაზრო მოზაიკა გამოდის, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ერთმანეთისადმი სრულიად შეუფერებელი მოცემულობები უეცრად გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან და ერთმანეთის არსებობას საზრისს უკარგავენ.

თუმცა ცოდნა და მიზანმიმართულობა და ამ მიზნის სხვებთან გაზიარების უნარი ისეთი სერიოზული მეთოდი ყოფილა, რომ ფრჩხილის ლაქის პაწაწინა ფუნჯით შესაძლებელს ხდის სასურველი რეალობის კონსტრუირებას სამუშაო იარაღის ზომაზე ამდენად აღმატებული მასშტაბითაც კი. აი ნივთმტკიცებაც…

This entry was posted in art and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to OVERLAP

  1. მშვენიერი იდეა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s