Snake _ ამბოხება სისტემის წინააღმდეგ

ჩაკეტილი სისტემა, რომელშიც მოქცეულია გველი_ ყვითელი და შავი ფერები ამ სისტემის სახიფათოობის შესახებ გამაფრთხილებელ ფუნქციას ასრულებს


,,თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც. არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.(დაბ.3:22)განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.(დაბ.3:34)”_ ძველი აღთქმის შესაქმის, ანუ დაბადების წიგნიდან აღებული ამ სიტყვებით მთავრდება ტექსტი, რომელიც დამთვალიერებელს ვეფხვია მანიას ფერწერის გაგებაში უნდა დახმარებოდა.

ვეფხვია მანია სამხატვრო აკადემიის თავისუფალი სახელოსნოს წევრია. დღეს შარდენზე პატარა საგამოფენო დარბაზში, Academy+-ის სივრცეში მისი ფერწერული ტილოების გამოფენა _ ,,Snake”_მოეწყო. ვეფხვიას ხელმძღვანელი სამხატვრო აკადემიის ლექტორი, ლუიზა ლაფერაძეა. ნამუშევრების თემა იყო სისტემა, სისტემაში ჩაკეტილი ინდივიდები და აკრძალული და ტაბუირებული შინაარსები, რომელთაც სისტემა ინდივიდებისთვის მიუწვდომელს ხდის. ეს მოდელი მოცემულია ჯერ კიდევ ბიბლიურ მითებში (იხ.ზემო ციტატა) და სწორედ ბიბლიური სიმბოლოებითა და თანამედროვე კომპიუტერული თამაშის სიმბოლოების ერთობლიობით გამოხატა ავტორმა მოცემულობა, რომელიც, მისი აზრით, ჩვენი რეალობაა.


ციფრულ თამაშში ,,Snake” მოთამაშის ვირტუალური წარმომადგენელი პატარა გველია, რომელიც მხოლოდ ვაშლების ჩაყლაპვის შემთხვევაში იზრდება და ძლიერდება. ვაშლი, რომლის მოპოვებაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, სასიცოცხლოდ აუცილებელია გველისთვის. ამავე დროს, ვაშლი არის აკრძალულის ბიბლიური სიმბოლო. ტრადიციული წაკითხვით ის ცოდვასთან, ღვთიურის შებილწვასთან ასოცირდება, მეორე კუთხით კი, ვაშლი იმ ცოდნისა და თავისუფლების მატარებელია, რომელიც ადამიანებს ღმერთებად აქცევს. ამიტომ, ის ვინც უკვე არის ღმერთი, აკონტროლებს ვაშლებს, რათა სხვებს არ მიეცეთ მის უზენაესობაში ჩაზიარების საშუალება და ვითარება იმ ფორმით შენარჩუნდეს, რომლითაც არსებობს.
,,ღმერთი არის სისტემა, რომელიც ცდილობს არსებული წესრიგის შენარჩუნებას… ვაშლი არის ზღურბლი კულტურასა და მის მიღმიერს, გაურკვეველს, ჯერ კიდევ არ არსებულსა და შესაძლო რეალობას შორის… ევა _ პოტენციური სიცოცხლე, თვითგადარჩენის ინსტინქტით.
კულტურა პრობლემაა, რომელიც მალავს ვაშლებს და თუ ვერ ახერხებს, კრძალავს, აცხადებს მტრის ხატად, იმუქრება(ვინც შეჭამს მოკვდება). ვინც ჭამს, იწყებს რა გაცნობიერებას, სისტემა სჯის და დევნის. სუსტები არ ჭამენ ვაშლს და ძრწიან მის წინაშე, უარს ამბობენ თავისუფლებაზე, რათა გაიიოლონ ცხოვრება.”_ ასე განმარტავს ავტორი.
ევა, რომელიც პროგრესისა და სიცოცხლის განვითარების სიმბოლოა , ანგრევს ჩაკეტილს სისტემას და ეუფლება ვაშლებს _ ცოდნას, საიდუმლოებას, პროგრესის და ცვლილებების პერსპექტივას(ეს გაგება ზოგადად გაჩნდა ევას შესახებ სისტემის მიერ შემოთავაზებული მითის საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვითაც ევა ცოდვილი და მაცდუნებელია, რომლის ნამოქმედარის გამოც იტანჯება კაცობრიობა). ცვლილებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა შეძლონ გვერდი აუარონ ძალაუფლების ცენტრალური განაწილების პრინციპსა და ვერტიკალურ იერარქიას, რომელიც ძალადობის წარმომშობი მიზეზია. ,,ძალაუფლება, რომელიც ქმნის ძალადობრივ–დიქტატურულ სისტემას, უნდა განადგურდეს. უნდა იქნას განადგურებული ცენტრი, საიდანაც მოდის დიქტატი, საზღვრები, რომლებიც ძალაუფლების ხელში ბარიერებად იქცევიან. უნდა მოხდეს აფეთქება და შეიქმნას ქაოსი _ ნაწილაკების თავისუფალი მოძრაობა, ანუ უნა მოხდეს სოციალური რევოლუცია. შეიქმნას ანარქია _ აბსოლუტური თავისუფლება!”(ვეფხვია)

This entry was posted in art and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to Snake _ ამბოხება სისტემის წინააღმდეგ

  1. ვეფხვია მანია says:

    ძალიან დიდი მადლობა, ტექსტიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ნამუშევარი შედგა, რადგან ზუსტად გაქვს აღქმული რისი თქმაც და ჩვენებაც მინდოდა.

  2. ძალიან საინტერესო და გენიალური პოსტია..გამოფენაც არანაკლები იქნებოდა რათქმაუნდა.. ყველაზე დიდი და ღრმა აზრი დევს ამ ყველაფერში

  3. Pingback: Snake | TBILISISTUDIO

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s