ქალი როგორც კაკალი

პინგვინეთის სტუმარნო, დღეს ჩენ კუნძულზე მობრძანებით პატივი დაგვდო შოთა ხინჩაგაშვილმა, ანუ ლეგენდარულმა ლიშთოთამ. შევეგებოთ მას პალმის რტოებით… ქვემოთ საშუალება გაქვთ იხილოთ ჩვენი ერთობლივი პოსტი ქალის, როგორც კაკლის, თაგვური თაგვებისა და სხვა ამგვარების შესახებ…

,,წუნა და წრუწუნა’’ იმ ტიპის ქართული საბჭოთა მულტფილმია, ჩვენი მშობლების თაობას რომ მისი დანახვისას სახე ებადრება და ერთგვარი ფარული მამულიშვილური სიტკბოება უვლის (ნუ აურევთ ამ გრძნობას იმ მძაფრ პატრიოტულ აღტკინებაში ,,ფსოუს წყლის’’ მოსმენის დროს რომ უნდა ეუფლებოდეს პატიოსან ადამიანს). რატომღაც მათი უმრავლესობა დარწმუნებულია რომ წუნა და წრუწუნა ,,ქართული ხალხური მულტფილმია’’, ისეთივე მარგე და ნატურალური, როგორც ბებოს მაწონი. მოდი ვნახოთ ვენახი, ანუ რა ფსიქოსომატურ მუტაციებს იწვევს ბებოს მაწონი და რას ვერ ვამჩნევდით ან არც გვიფიქრია რომ შეგვემჩნია…
ფილმის სიუჟეტი ლელოს თამაშით იწყება, რომელშიც მხოლოდ სოფლელი ბიჭები მონაწილეობენ. ქალი ხომ თაგვი არაა?! მას მხოლოდ ისღა დარჩენია, განზე მოჯდეს და თანასოფლელ ‘ნახევრადთაგვებთან’ ერთად თავი შეიქციოს იმ სანახაობით, რომლის უშუალო მონაწილე ვერასდროს გახდება. დიდი დიდი იმის უფლება მისცეს თავს, რჩეულ მღრნელს უგულშემატკივროს და, მისი მოხერხებულობის მხილველმა, ერთი ვნებიანად ამოიკვნესოს. დანარჩენი მას არ ეკუთვნის, თავად ეკუთვნის სხვას. ბატონიც სწორად იკითხავს – ეს გოგო ვისიაო. ვიღაცის ხომ უნდა იყოს, უპატრონო ხომ არ იქნება?
ცხოვრების მდინარებასა და მხიარულებას მიღმა დარჩენილი წუნას შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, გარდა იმისა რომ ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს _ მორცხვი ნაზი, კდემით აღსავსე… მარადქალური ხატის განსახიერება, ისეთი სუსტი და ფაქიზი რომ კატის კნავილზე გული უღონდება. განსაკუთრებით ძვირფასი ლარნაკივითაა, იოლად რომ შეიძლება დაიმსხვრეს და ბევრ ლოლიავს მოითხოვს, ზატო პრესტიჟია მისი ქონა.
იქნებ წრუწუნამ მაინც დააფასოს წუნა და კაკალივით სხვისგან გამოსადღლეზ ნივთად არ მიიჩნიოს? აი ბერიკაცის ყბედობასაც განარიდა და ცალკე გაიხმო, მაგრამ ძიშოვი ყლე ხომ არაა, თავად იყბედოს საკუთარ გრძნობებზე? ემოციურად განუვითარებელია, როგორც ყველა ხვადი… მაგრამ გაბედა! გაბედა და უთხრა!
და რა უთხრა?
ჩემი გახდი და ბაჩაჩებს შეგიკერავო. ამით ყიდულობს? მართლა ყლეა! მიიღებს ახლა პასუხს, იქნება და აირტყას კიდეც ამ თავხედობის გამო. მოვუსმინოთ წუნას:
„ბიჭოვ მე რას მეკითხები წადი კითხე პაპაჩემსა“
აი ამასაც პასუხი ჰქვია! სახმარი ნივთი ვარ, პაპაჩემს გამოართვი ჩემი თავიო (ამ კადრებზე ყველა პატრიარქს წესით ისეთი ბედნიერი სახე უნდა ქონდეს, როგორც პელმენებით გამძღარ კატას.)მოკლედ, წუნა ზუსტად ისეა შეფუთული, როგორი შეფუთვაც იზიდავს მამრ იდიოტებს. თავსაბურავიც პატიოსნად ბურავს, სიცილის დროსაც ხელს იფარებს პირზე და თავის გრძნობებსა და ემოციებზე საუბარსაც სანაქებო გულგრილობით არიდებს თავს. უფრო სწორად, მთელი არსებით ამტკიცებს ეს გრძნობები და ემოციები არც გამაჩნია და ჰოი მამრთა ჯილაგო, ჩემი განკარგვაც ზუსტად იმ კანონებით შეგიძლიათ, როგორც ჰოლანდიური ყველის, რომელიც მამაჩემის საკუთრებაში იქნებოდაო. შემდეგ ლხინსა და ტაშ-ფანდურს ვხედავთ – სუფრასთან წუნა და წრუწუნა ერთად არიან და უფროსის დალოცვას იღებენ. როგორც ჩანს, მართლაც გამოითხოვა ქალი წრუწუნამ ბერიკაცისგან, ალბათ იმ პირობით, რომ პატარ-პატარა შვილიშვილ თაგუნებს აჩუქებს გულის გასახარად და სათაგვეთის დედის ნეტარ ხატს კიდევ უფრო მიემგვანება (ცალ ხელში კაკალს დაიჭერს, მეორეში კატის ბრჭყალს).

მულტფილმის მეორე ნაწილში მოვლენები დრამატულად ვითარდება – წუნას მართლა კაკალივით მოიტაცებენ. წრუწუნა სასოწარკვეთილია – სატრფიალო საქონელი დაკარგა, ამიტომ ეგზისტენციურ კითხვებს ებრძვის, თუმცა მანამდე ფიცხელას ნატრობს, სადა ხარო. რა უნდა ფიცხელასგან? საერთოდ, რატომ უკიდია ამ ვაჟის ფოტო კედელზე ამ ყმაწვილს?

ფიცხელას სურათი წრუწუნას საძინებელ ოთახში


მომდევნო კადრებში ვხედავთ, ყველაფერში იღბლიანი და პრივილეგირებული, მაგრამ ამჯერად კრიზისში ჩავარდნილი წრუწუნა დღე და ღამე ლუკმა-პურის შოვნაში მყოფ მუშებს როგორ მივარდება, მიშველეთ, ვიღუპებიო. რა ბანალური სიტუაციაა! ზუსტად როგორც ‘ტიტანიკში’, სადაც თავმობეზრებულ არისტოკრატის შველა ისევ გაჭირვებულ ლუზერთან მოლხენაშია. თან შველაცაა და შველაც. სანამ ამხანაგები დაურაზმავს ბატონის მიერ წართმეული ქონების დასაბრუნებლად და ომში მონადირებულ ქალზე სიმღერა დაგუგუნებულა, ქალი ლამაზი ვისია, ვისიაო, მანამდე წრუწუნა საეჭვო ხასიათის აშუღურ ლხინში ეშვება თავით, – ტივზე კლასიკური ‘მალჩიშნიკი’ გახურდება. დოლის ბრაგუნი და ზურნის ჭყიპინი, ფიალები, მთვარე, ოღრაშული ოხვრა–ხვნეშა საყვარლის ეშხსა და ღვინოსთან მსგავსებაზე, ჯიგრული სადღეგრძელოები _ ეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, ძმის საშველად წასულ ძმას რომ გზას გაუნათებსო და ამგვარი სირობები _ ერთი სიტყვით, სუფთა ადანდალი–დანდალი ხდება ტივზე. ლხინი ლხინად, ომი ომად, ვაჟკაცობა–ვაჟკაცობად _ ამ სამყაროში უბრალო სოფლელ თუ ქალაქელ თაგვებსაც შეუძლიათ რაიმეს შეცვლა _ ფიცხელა და კაი ბიჭები სოფლის მამრებთან ერთად წრუწუნას ,,სატრფიალო საქონლის’’ დაბრუნებაში ეხმარებიან და მულწიკიც ტკბილად სრულდება _ მამაკაც პროლეტართა აშკარა წარმატებით და ერთგვარი ნიშნის მოგებით უსამართლო ბატონისადმი, სხვების ქონებას რომ ითვისებს.
ამ საბჭოურ მულტფილმში უამრავი აღმზრდელობითი ,,მდოგვის მარცვალია’’ ჩადებული, პროლეტარი ქალაქელი მუშების ალალმართლობიდან დაწყებული ფუქსავატი და ხარბი ფეოდალ–ბურჟუების ამაზრზენობით და მათ წინააღმდეგ ხალხის სამართლიანი შურისძიებით დამთავრებული, მაგრამ ქალების ადგილი აქაც ვერ მოინახა _ ამდენი ჩაგრულის ემანსიპაციის დროსაც კი. ჩვენი საბრალო წუნა მხოლოდ დეკორატიული პერსონაჟია წრუწუნას მორჭმის ილუსტრირებისთვის, მისთვის რეჟისორი ერთი წამითაც არ იცლის. წუნაც, როგორც ჩანს მთელი არსებით კმაყოფილი უნდა იყოს რომ ისტორიულ სამართლიანობას ასრულებს და გაქსუებული ბატონის ნაცვლად ,,მალხაზი სოფლელი ბიჭის’’ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება მოუწევს. სათაგვეთის ისტორია თუ ხვადი თაგვების ისტორიაა, ისტორიული სამართლიანობა მითამ რას უნდა გულისხმობდეს უფრო მეტს ვიდრე ხვადებს შორის სამართლიან გადანაწილებას ძუები იქნება თუ სხვა ამქვეყნიური სიკეთეები.

This entry was posted in გენდერი, კინო and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to ქალი როგორც კაკალი

  1. litterator says:

    😀😀😀 ყველაფერს რომ ასე ჩავუღრმავდე, შეიძლება ავილეწო სადმე😀

    საინტერესო მიმოხილვაა❤

  2. snake says:

    სგ სგ დზმებო!😀

  3. andro says:

    ჰე ჰე, მაგრები ხართ რა :)))) :*:*

  4. Suzzie says:

    yle tviton xar eset yleobebes ro cer

  5. ტერორისტი says:

    ხელი მოისვით უკან!

  6. chankotadze says:

    Suzzie
    ყლე არა, ყლეები! ორნი ვართ და გული დაგვწყდება რომელიმე რომ წოდების გარეშე დაგვტოვო😀

  7. Chiamaria says:

    :))))))))) რა მაგარი იყო
    ძალიან მომეწონა

  8. tamara says:

    ჰოო, მულტფილმების და ქალის როლის დაკნინების რა გითხრა და მე საბჭოურ ფილმებს განვიხილავდი გამოშტერებულ კაცებზე მსჯელობისას🙂 უფრო სწორად, მის საუნდტრეკებს. მაგალითად:
    “ამ ჩემი გულის ლახვარო, დაიარები, რა ხარო,
    მოდი და ერთი მაკოცე, წავიდე, დედას ვახარო!”
    ან
    “დარკვეთელო ქალო, რა დიდგულა ხარო,
    წამომყევი სახლში, დედა გავახარო!”
    ნუ, შენ ალბათ გაორებული პოზიცია გექნება, ერთის მხრივ – დედის პატივისცემის და მეორე მხრივ – პოტენციური მეორე ნახევრის სრული უპატივცემულობის გამო🙂
    რას არ შვრება იდეოლოგია!:/

  9. litterator says:

    აი ასე თუ განიხილავ ფილმს ფაკერების თუ ფოკერების შესახებ – დიდად დამავალებ😀

  10. Bart Niccolo says:

    ლიშთოთ თანამედროვე მულტფილმები განიხილე და მერე ვისაუბროთ (: მე ვარ ის თაობა, რომელიც დღესაც სიამოვნებით უყურებს “წუნას და წრუწუნას”

  11. Bart Niccolo says:

    tumca ara im rakursit romlitac shen ganixile (((:

  12. tamara says:

    ჰო, მართლა:) ჩემს წინა კომენტარში მიმართვა პოზიციებთან დაკავშირებით ანის ეხებოდა🙂🙂

  13. ია says:

    კარგი განხილვაა…🙂 მართლა მომეწონა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვების დიდი ნაწილი დღესაც მულტფილმებზე (მათ შორის საბჭოთა ქართულ) იზრდებიან და შესაბამისად ნაწილობრივ მაინც იქ ნაჩვეები იდეოლოგია ბავშვის ფსიქიკასა და შეხედულებებზე ახდენს გავლენას.

  14. ია says:

    ფიცხელას რაც შეეხება, მისი სურათის არსებობა,არა იმდენად მატი ურთიერთობის ჰომოსექსუალურ ხასიათზე მიუთითებს (ეს ხომ საბჭოთა ეპოქაში სრულიად დაუშვებელი რამ იყო… პრინციპში ისევე, როგორც მრავალი სხვა რამ), არამედ, ჩემი აზრით, წარმოადგენს იმ იდეალს, რისკენაც მიისწრაფის წრუწუნა. თავისებური Role model-ია. აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მაჩო!!! შეიძლება რამდენიმე წლის მერე წრუწუნასაც (ის რომ რეალური პერსონაჟი ყოფილიყო) მოეზარდა ულვაში, საპატიო ადგილი დაეკავებინა რამე საამქროში და მის ცხოვრებაშიც გამოჩენილიყო ”წრუწუნა”, რომელსაც დაარიგებდა ჭკუა-გონებას და საჭიროების შემთხვევაში ხელსაც გაუმართავდა გასაჭიში.😉

  15. chankotadze says:

    @ tamara

    მეკაიფები გოგო? :დ რა დედის პატივისცემა უშველის იდიოტიზმს :დდდ

    @litterator

    მე როგორც კინოზარმაცმა, ეს ფილმი არ ვიცოდი :პ ვნახოთ ვნახოთ :დ

  16. chankotadze says:

    @ ია
    ჰო, რავიცი, მამაკაცთაშორის ვნებებს რას გაუგებ. თავს ვერაფერზე დავდებ, მაგრამ ზოგადად, ჩემი გენდერისტ–ფილოსოფოს–სოციოლოგი ლექტორის მიხედვით, ჰომოსექსუალური პრაქტიკები ყველა სივრცეშია გავრცელებული და მამაკაცთა უდიდეს ნაწილს აქვს რაიმე სახის ჰომოსექსუალური გამოცდილება, მაგრამ სასტიკად ტაბუირებულია მასზე საუბარი და ფიქრიც კი.

    აი მაგალითად, ჩემთვის შოკი იყო მეგობარმა რომ გენდერული კვლევების კრებულში ბულგაკოვის სტალინისადმი ვნებიანი სიყვარულის ისტორიის შესახებ მანახა. კვლევას თან ერთვოდა გულის ამადუღებელი წერილები ბულგაკოვის მიერ სტალინისადმი მიწერილი, სადაც სტალინს ფამილიარულად ,,კობას” უწოდებდა და ისე იღვრებოდა გრძნობებად რომ გული შემეკუმშა…

  17. აუ, ამდენ სისულელეს დაწერა არ უნდოდა?

  18. სოფი, რა კარგი ნიკი გაქვს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s