კანაფი და პინგვინები


პინგვინეთის მცხოვრებნი უძველესი დროიდან იყენებენ სხვადასხვა მათრობელა და გამაბრუებელ ნივთიერებებს. პინგვინთა უმრავლესობას მოსწონს, როცა მათი ცნობიერება რაიმეს ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, სულ ერთია ნარკოტიკი იქნება ეს ,,რაიმე”, რელიგიური ეგზალტაცია თუ სიყვარულთან დაკავშირებული რომელიმე ჰორმონი. თუმცა, უშუალოდ ამ პოსტში თქვენი მონამორჩილი ზემოხსენებულთაგან მხოლოდ პირველ მათგანზე შეაჩერებს ყურადღებას, და ისიც მის კონკრეტულ სახეობაზე, რათა მონათხრობი იმაზე მეტად უსაგნო და აბურდული არ გამოვიდეს, ვიდრე მოსალოდნელია კიდეც ამ ბლოგის ავტორისგან.
მოკლედ, პოსტი ერთი შეხედვით, უწყინარი მათრობელების _ კანაბინოიდების შესახებაა.
კანაბინოიდები მცენარეული წარმოშობის ნაარკოტიკებია: მარიხუანა, ჰაშიში და ჰაშიშის ზეთი. ყველა მათგანი მზადდება კეთილშობილი ბოჭკოვანი მცენარისგან _ კანაფისგან (რომლისგანაც უფრო სასარგებლო და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის რამეებსაც ამზადებენ ვიდრე ნარკოტიკებია. მაგალითად თოკებს, ბაგირებს და ა.შ).
კანაფი ერთწლოვანი მცენარეა, ზომიერი და ცხელი კლიმატის პირობებში იზრდება და ზოგ შემთხვევაში 4 მეტრსაც კი აღწევს. ამ პატიოსან მცენარეს მთავარღერძიანი ფესვი და დანაკვთული, ხერხკბილა ფოთლები გააჩნია (ამ უკანასკნელთ, სავარაუდოდ, მშვენივრად იცნობთ). არსებობს ჩვეულებრივი, ინდური და ველური კანაფი, ამას გარდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მას სქესიც აქვს _ მდედრი და მამრი მცენარეები ცალ-ცალკე სახლად ცხოვრობენ. ბოჭკოებს მდედრი კანაფისგან ამზადებენ, ნარკოტიკს კი ნებისმიერისგან.
კანაფის შემცველ ნარკოტიკულ ნივთიერებათა შორის მთავარია ტეტრაჰიდროკანაბინოლი. ეს ნივთიერება მარიხუანაში დაახლოებით 6%-მდეა, ჰაშიშში 9-12%-მდე, ჰაშიშის ზეთში კი 10-60%-მდე. ტეტრაჰიდროკანაბინოლი სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას ნარკოტიკის მიRებიდან 10-30 წუთში აღწევს და მისი ზემოქმედება 2-3 საათს გრძელდება. კანაბინოიდებიდან ყველაზე მსუბუქი მარიხუანაა. როგორც პინგვინეთის გამოჩენილი ლინგვისტები ამბობენ, სიტყვა მარიხუანა პორტუგალაიური mariguango-სგან მოდის და მათრობელას ნიშნავს. ჩვენ სასიქადულო სამშობლოში, ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, მარიხუანას მოხმარება აკრძალულია. ამ ბალახის, უბრალოდ, დაგემოვნებისნაირი უმანკო საქციელისთვის გვარიან ჯარიმას აირტყამ და ეროვნულ საჯარიმო ფონდში შენი არცთუ მოკრძალებული წვლილის შეტანის ფრიად სასიხარულო შემთხვევა მოგეცემა. უნდა ითქვას, რომ ყველა ენთუზიაზისტ-ჰედონისტი ახალგაზრდა პინგვინი მარიხუანას ლეგალიზაციაზე ოცნებობს და ამტკიცებს რომ მავნებელი სულაც არააო, მაგრამ საქმეში განსწავლული პინგვინები ბრძანებენ რომ მარიხუანა შეჩვევასაც მშვენივრად იწვევს და ჯანმრთელობის პრობლემებსაცო. მართალია ამ ყველაფერს ლეგალიზებული ნარკოტიკები _ სიგარეტი და ალკოჰოლიც შვრებიან, მაგრამ… თუ არსებობს ლეგალური ნარკოტიკი, ადექით და ის გაასაღეთ თქვე ოჯახცხონებულებო, ბიზნესია ბოლოს და ბოლოსო, ამბობენ საქმოსანი პინგვინები. ახალგაზრდა პინგვინებს კი ისღა რჩებათ, დაელოდონ როდის გაახდება ,,გალის პლანი” დიდი კორპორაცია, შეისყიდის რომელიმე ჩინოვნიკის ოჯახის წევრი და მარიხუანას ლეგალიზაცის საკითხიც დღის წესრიგში შევა.
ახალგაზრდა პინგვინები თავიანთ იმედებთან მივატოვოთ და კანაფის კალენდარს მივხედოთ, რომელიც დიდი ვერაფერი, მაგრამ მცირეოდენ საინტერესო და მცირეოდენ სახალისოა:
ქ.შ-მდე 3727 ._ჩინეთის მითიური იმპერატორის, შენ ნუნგ პენ ცაოს უძველეს სამედიცინო ტრაქტატში ,,კანაბისი” მოხსენიაბულია, როგორც სამაკურნალო მცენარე.
ქ.შ-მდე 1500 _ კანაფს ეწევიან მომთაბარე სკვითები, ინდუისტები მას რელიგიური რიტუალებისას იყენებენ.
ქ.შ-მდე 500 _ გაუტამა ამბობს, რომ კანაფის თესლის ჭამს და მისი წყალობით ცოცხლობს.
ქ.შ-მდე 100 _ ჩინელები კანაფისგან ამზადებენ ქაღალდს.
ქ.შ-დან 100 _ პლინიუსი წერს კანაფის მოყვანის სახელმძღვანელოს
ქ.შ-დან 400 _ კანაფის კულტივირება იწყება ინგლისში
ქ.შ-დან 800 _ მუჰამედი კრძალავს ალკოჰოლის გამოყენებას, მაგრამ ტოვებს ჰაშიშს.
ქ.შ-დან 1791 _ პრეზიდენტი ჯეფერსონი ფერმერებს მოუწოდებს თამბაქოს ნაცვლად კანაფი მოიყვანონ.
ქ.შ-დან 1895 _ პირველადაა გამოყენებული სიტყვა ,,მარიხუანა” დიქტატორ პორფირიო დიასის წინააღმდეგ მებრძოლი მექსიკელი კაპიტნის, პანჩო ვილას მომხრეების მიერ.

This entry was posted in პინგვინეთის ამბები and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to კანაფი და პინგვინები

  1. გამარჯობათ,

    მე ვარ ბლოგ http://www.igeorgia.org -ის ავტორი ქარიმან ქიმაძე. მაინტერესებს ხომ არ დაგაინტერესებდათ ლინკების გაცვლა? თქვენ ბლოგროლში დაამატებდით ჩემი საიტის ლინკს, მე კი footer-ში თქვენი საიტის ლინკს.

    ველი თქვენს გამოხმაურებას. ჩემი ელფოსტაა: info@igeorgia.org

    პატივისცემით,
    ქარიმან ქიმაძე

  2. პლანი❤

  3. Golden Kings says:


    კანაფის ზეთი-კიბოს უჯრედების წინააღმდეგ!ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის, მკურნალობის და ქიმიოთერაპიის შემდგომი რეაბილიტაციისათვის.ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის (უძილობის აუტიზმის გიპერაქტიურობის,ყურადღების დეფიციტის სინდრომის,ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითების დროს).ბუნებრივი უნიკალური საშუალება კანაფის ზეთი. კავკასიაში ექსკლუზიურმა დისტრიბუტორმა შპს „გოლდენ ქინგს“–მა „Golden Kings“ „ოქროს მეფეები“ გუდვილში Goodwill, სითი ფარმაში GPS – City Pharma შეიტანა პრემიუმ კლასის, ცივი–მექანიკური პირველადი გამოწურვით მიღებული 19 სახეობის მცენარეული სამკირნალო ზეთი: 1.კანაფის 2.სელის 3.ბაყაყურას 4.კედარის 5.გოგრის თესლის 6.ყურძნის წიპწის 7.ხორბლის ჩანასახის 8.ქაცვის 9.მაკადამიის 10.სეზამის 11.არაქისის 12.ნიგოზის 13.მდოგვის 14.ნივრის 15.ასკილის 16.სიმინდის 17.სოიოს 18.ოჯახური მზესუმზირის 19.უმად დაწურული მზესუმზირის. ზეთების მწარმოებელია უკრაინულ ამერიკული ერთობლივი კომპანია–Agroselprom და “INAX LLC” სამარკო ნიშნით “Golden Kings of Ukraine”. ვიღებთ ყველა სახის შეკვეთას, საკონტაქტო ნომრები:
    T-568–20-12-12:. ექიმი კონსულტანტი ნატალია ზარქუა.
    T-579–999–722. T-599-393-203.გაყიდვების მენეჯერ
    http://www.agroselprom-a.com/ge/catalog.php?category=all
    Конопляное масло

  4. Golden Kings says:


    Рак излечим! კიბო–სიმსივნე განკუნრებადია!
    კავკასიაში ექსკლუზიურმა დისტრიბუტორმა შპს „გოლდენ ქინგს“–მა „Golden Kings“ „ოქროს მეფეები“ გუდვილში Goodwill, სითი ფარმაში GPS – City Pharma შეიტანა პრემიუმ კლასის, ცივი–მექანიკური პირველადი გამოწურვით მიღებული 19 სახეობის მცენარეული სამკირნალო ზეთი: 1.კანაფის 2.სელის 3.ბაყაყურას 4.კედარის 5.გოგრის თესლის 6.ყურძნის წიპწის 7.ხორბლის ჩანასახის 8.ქაცვის 9.მაკადამიის 10.სეზამის 11.არაქისის 12.ნიგოზის 13.მდოგვის 14.ნივრის 15.ასკილის 16.სიმინდის 17.სოიოს 18.ოჯახური მზესუმზირის 19.უმად დაწურული მზესუმზირის. ზეთების მწარმოებელია უკრაინულ ამერიკული ერთობლივი კომპანია–Agroselprom და “INAX LLC” სამარკო ნიშნით “Golden Kings of Ukraine”. ვიღებთ ყველა სახის შეკვეთას, საკონტაქტო ნომრები:
    T-568–20-12-12:. ექიმი კონსულტანტი ნატალია ზარქუა.
    T-579–999–722. T-599-393-203.გაყიდვების მენეჯერ
    http://www.agroselprom-a.com/ge/catalog.php?category=all

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s